დი მარია ნეაპოლში?

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი ანხელ დი მარიამ “ნაპოლის” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

იტალიურმა კლუბმა შესაძლოა “რეალს” 40 მილიონი ევრო შესთავაზოს. თუმცა, იტალიური პრესის ცნობით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნეაპოლს მარეკ ჰამშიკი დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “რეალიდან” “ნაპოლიში” იგუაინი, ალბიოლი და ხოსე კალიეხონი გადავიდნენ.

 

დი მარია: „მოურინიომ ბევრი რამ მასწავლა“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ აღნიშნა, რომ „ბლანკოსის“ ექს-თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მას ბევრი რამ ასწავლა.

„მოურინიომ უფრო ძლიერ ფეხბურთელად გამხადა. მან ბევრი რამ მასწავლა და როგორც ფეხბურთელმა მის ხელში პროგრესს მივაღწიე. გარდა ამისა, მოურინიომ ახალ პოზიციაზე თამაშის საშუალება მომცა და გუნდისთვის ბოლომდე ბრძოლა მასწავლა. მსურს, ყველაფრისთვის ჟოზეს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა დი მარიამ.

„წარუმატებელი თამაშის შემდეგ პრესკონფერენციებზე მოურინიო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. კლუბის ხელმძღვანელებთან მას ჩინებული ურთიერთობები აკავშირებდა, მოთამაშეები კი კარგის მეტს, მასზე არაფერს ამბობდნენ. ბევრ არგენტინელს ვიცნობ, რომელიც ჟოზეს შესახებ იგივეს გეტყვით“, – დაასრულა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მანჩესტერს“ ხედირა და დი მარია სურს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თვალი მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველებს – ანხელ დი მარიასა და სამი ხედირას დაადგა.

„წითელი ეშმაკების“ სკაუტი ფილ ნევილი, რომელიც ერთ დროს ამავე გუნდის ღირსებას იცავდა, „რეალისა“ და „სევილიას“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო და ხედირას თამაშს დააკვირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გაიღოს.

გარდა ამისა, ინგლისური გრანდი დი მარიასაც აკვირდება. „წითელი ეშმაკები“ არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ „რეალის“ 21 მილიონ ევროს სთავაზობენ.

მიუხედავად ყველაფრისა, „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აღნიშნულ ორ ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს.