კასანო: “იუვენტუსში” რონალდუს ტრანსფერი არასწორი პროექტია”

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ აღნიშნა, რომ ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუს დამატებით შეცდომა დაუშვა.

“იუვენტუსმა” რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შეიძინა, თუმცა მისი მოსვლის შემდეგ გუნდს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. “იუვე” სკუდეტოს მის გარეშეც მოიგებდა. მისი ტრანსფერი არასწორი პროექტია.

რონალდუს ანდრეა პირლოს იდეებთან საერთო არაფერი აქვს. ის გააგრძელებს გოლების გატანას, რადგან მას ეს მჯდომიარესაც კი შეუძლია. პირლოს საკუთარი გუნდისგან აქტიური პრესინგის ხილვა სურს. მართალია, რონალდუს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ პრესინგზე ნაკლებად თამაშობს”, – ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” მადრიდის “რეალიდან” 2018 წელს 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი. მასთან ერთად გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფდინალურ (2018-2019) და მერვედფინალურ (2019-2020) ეტაპებამდე გააღწია.

ანტონიო კასანოს იტალიის მომღერალთა გუნდის კაპიტნობას სთავაზობენ

ცნობილი იტალიელი მომღერალი ჯანი მორანდი ანტონიო კასანოს იტალიის მომღერალთა გუნდის კაპიტნობას სთავაზობს.

“ძვირფასო ანტონიო, შენი ნიჭიერება ეჭვს არასდროს იწვევდა. მეტიც, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ტალანტით ვერავინ შეგედრება. კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთე, რაც სამწუხაროა… მაგრამ ერთი იდეა დამებადა. ვიცი, რომ მუსიკა გიყვარს. რატომ არ უნდა ჩავწეროთ ერთობლივი სიმღერა? ასეთ შემთხვევაში შეგეძლება, რომ იტალიის მომღერალთა გუნდის კაპიტანიც გახდე და ფეხბურთი 70 წლის ასაკამდე ითამაშო”, – დაწერა სოციალურ ქსელში მორანდიმ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანომ 35 წლის ასაკში პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

კასანო: “თუ მესი სერია A-ში გადმოვა…”

იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სერია A.

“ტევესი ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ იტალიაში ყველაფერი ადვილია. თუ მესი სერია A-ში გადმოვა, ის სეზონში 350 გოლს გაიტანს”, – ციტირებს კასანოს სიტყვებს TuttoMercatoWeb-ი.

ანტონიო კასანომ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ იტალიის სერია A იმდენად სუსტი ჩემპიონატია, რომ იქ ბაბუამისიც შეძლებდა თამაშს.

კასანომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ მატჩსაც შეეხო, რომელიც ტურინის “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის 6 ივნისს გაიმართება.

“ბარსა” ფავორიტია, მაგრამ გამარჯვება “იუვენტუსსაც” შეუძლია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტურინელები სწრაფ გოლს გაიტანენ და შემდეგ თავს საიმედოდ დაიცავენ.

მათ ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი მესის, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”.

 

კასანო: “სერია A იმდენად სუსტი ჩემპიონატია, რომ აქ ბაბუაჩემიც ითამაშებდა”

ანტონიო კასანო იტალიის ჩემპიონატის დონით უკმაყოფილოა. 32 წლის თავდამსხმელის თქმით, იტალიაში არ არსებობს გუნდი, რომელიც ტურინის “იუვენტუსს” მეტოქეობას გაუწევს.

“სერია A იმდენად სუსტი ჩემპიონატია, რომ აქ ბაბუაჩემიც კი შეძლებდა თამაშს. ასე “იუვენტუსს” მომდევნო ათი წლის განმავლობაში ჩემპიონობა გარანტირებული აქვს”, – ავრცელებს კასანოს სიტყვებს “რაი სპორტი”.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

კასანო მუნდიალზე იტალიის ნაკრების წარუმატებლად ასპარეზობას ბუფონს აბრალებს?

იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ იუწყება, რომ ანტონიო კასანო მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების წარუმატებლად გამოსვლის გამო ჯანლუიჯი ბუფონს ადანაშაულებს. წყაროს თანახმად, კასანომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიცვა და განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილებას დანიელე დე როსი და ჯანლუიჯი ბუფონი იღებდნენ, რამაც დანარჩენ მოთამაშეებზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია.

„მხოლოდ მაშინ მოვიგეთ, როცა შენ არ ითამაშე“, – წყაროს ცნობით, ეს სიტყვები უთხრა კასანომ ბუფონს ბრაზილიიდან სამშობლოში გამგზავრებისას.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა მეკარემ ტრავმის გამო ტურნირის სასტარტო მატჩი გამოტოვა, რომელშიც იტალიის ნაკრებმა ინგლისი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „სკუადრა აძურას“ კარს ბუფონის ნაცვლად, სალვატორე სირიგუ იცავდა.

ბუფონმა „კორიერე დელა სერასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კასანოსთან კონფლიქტი უარყო.

„არ მესმის, რატომ სურს პრესას სიტუაციის დაძაბვა“, – აღნიშნა იტალიელმა კიპერმა.

 

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

კასანოს ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა

„ბოლონიასთან“ გუშინდელ მატჩში „პარმას“ თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ცხვირი გაიტეხა.
დღეს ფორვარდს, რომელმაც, სხვათაშორის, ზემოხსენებულ მატჩში იტალიის სერია ა-ში თავისი მე-100 გოლი გაიტანა, ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხებს ანტონიო მოედანზე გამოსვლას. სამშაბათს კასანატას კიდევ ერთი სამედიცნო შემოწმება ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც უფრო ბევრი რამ გახდება ცნობილი.