კოპა ამერიკაზე მესამე მეოთხედფინალური შეხვედრა შედგა, რომელშიც არგენტინის ნაკრემა კოლუმბიას სძლია.
გამარჯვებული გამოსავლენად 120 წუთი საკმარისი არ გამოდგა და ნახევარფინალის საგზური გუნდებმა პენალტების სერიაში გაითამაშეს, სადაც უფრო ზუსტები არგენტინელები აღმოჩნდნენ.
ამრიგად, მარტინოს გუნდი ნახევაფინალში გავიდა და მეტოქეს ელის, რომელიც დღეს ბრაზილიისა და პარაგვაის ნაკრებების შეხვედრაში გამოვლინდება.