ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ დასცინის ეზიკელ ლავესი არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს.
ჭდე: არგენტინა
ლიონელ მესის ტექნიკის დემონსტრირება
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზეა გადაღებული.
ლიონელ მესის გენიალური გადაცემა საინტერესო რაკურსით
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე გამართულ არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში, ლიონელ მესიმ გენიალური პასი გააკეთა.
რატომ არ უყვართ სამხრეთ ამერიკაში არგენტინა
ბრაზილიელი გულშემატკივრები, როგორც კარგ მასპინძლბს შეეფერებათ, სამხრეთ ამერიკულ გუნდებს აქტიურად გულშემატკივრობენ. გამონაკლისი მხოლოდ არგენტინის ნაკრებია.
რა თქმა უნდა ბრაზილიელები უპირატესობას საკუთარ ეროვნულ ნაკრებს ანიჭებენ, თუმცა მიმდიანრე მუნდიალზე ნეიტრალურ როლში აღმოჩენილი ბრაზილიელი ფანები მხარს საკმაოდ აქტიურად ლათინოამერიკულ გუნდებს უჭერენ.
მაგალითად ჰოლანდიისა და კოსტა-რიკის მატჩის დროს სტადიონის დიდი ნაწილი სწორედ კოსტარიკელებს გულშემატკივრობდა. არადა ჰოლანდიიდან ბრაზილიაში ჩასული ფანების რაოდენობა კოსტარიკელ ვიზიტიორებს ნამდვილად აღემატებოდა.
ანალოგიური ვითარება იყო ურუგვაის, ჩილეს, მექსიკის და კოლუმბიის ნაკრებების ნებბისმიერი მატჩების დროსაც. თუ რა თქმა უნდა აღნიშნული გუნდები ბრაზილიის წინააღმდეგ არ თამაშობდნენ.
ერთა მეგობრობის ზეიმზე ერთადერთი გამონაკლისი არგენტინის ნაკრები იყო, რომლიც ბრაზილიელებისთვის ნომერ პირველი გამაღიზიანებელია.
მატჩების დღეს სამრეთ ამერიკელებისგან შემდგარი ინტერნაციონალური ჯგუფები ბრაზილიაში საკმაოდ ომახიანად მღერიან სიმღერას, რომელიც არგენტინის ერთგვარ განცალკევებაზე მიანიშნებს: “America Latina menos Argentina” (სიტყვა menos მინუსს ნიშნავს).
არგენტინისადმი ასეთ დამოკიდებულებას სამხრეთ ამერიკელები არგენტინელების ქედმაღლობით ხსნიან. ბრაზილიასთან კი არგენტინაში საფეხბურთო ნიადაგზე საუკუნოვანი მტრობა არსებობს, რაც ყველა დარგზე აისახება.
თუ ადრე არგენტინელის და ბრაზილიელის დავის მთავარი საკითხი პელე-მარადონას შედარება იყო (რაც ყოველთვის აქტუალურად რჩება), ახლა უკვე ეს კამათი მესი-ნეიმარის დონეზეც კი არის. რა თქმა უდნა, ფაქტია, რომ მესის დონის ჩამოყალიბებული შემსრულებებლი ბრაზილიას ამ ეტაპზე არ ჰყავს, რაც კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას სძენს ამ ორი გუნდის გულშემაკივრებს შორის არსებულ ისედაც არც თუ ისე კარგ ურთიერთობას.
მუნდიალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბრაზილია და არგენტინა ნახევარფინალურ სტადიაში არიან, სადაც ევროპულ ნაკრებებთან გაარკვევენ ურთიერთობას. მთელი ლათინური ამერიკა კი ისტორიული, ბრაზილიურ-არგენტინული ფინალის მოლოდინშია.
არგენტინის გამარჯვებამ აგუეროს ცეკვა დააწყებინა
არგენტინის ნაკრების ბელგიასთან გამარჯვებამ სერხიო აგუერო ისე გაახარა, რომ მან ცეკვა დაიწყო.
არგენტინა ნახევარფინალშია
არგენტინის ნაკრემბა გონსალო იგუაინის მიერ გატანილი გოლის წყალობით მუნდიალის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მარკ ვილმოტსის გუნდმა მატჩი საკმაოდ თამამად დაიწყო და ცდილობდა, რომ მეტოქის ავტორიტეტისთვის ყურადღება არ მიექცია. ბელგიელების მთავარი მიზანი მესის შეჩერება და ბურთის კონტროლი იყო.
თუმცა, ყველა გეგმა ბელგიელთა დამრიგებელს იგუაინის სწრაფმა გოლმა აურია. არგენტინელები მე-8 წუთზე დაწინაურდნენ. გოლმა თამაშის ხასიათი არ შეცვალა. არგენტინა დაცვაში არ ჩაკეტილა. არც ბელგიას შეუტევია სრული ძალებით. პირველ ტაიმში ფაქტობრივად არ ყოფილა ბრძოლა მოედნის ცენტრისთვის. შესაბამისად, მატჩი აშკარად განიცდიდა საგოლე მომენტების ნაკლებობას.
პირველ ტაიმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი დი მარიას ტრავმა იყო. საბელამ ანხელის ნაცვლად მოედანზე პერესი გამოიყვანა, რაც თამაშის კიდევ უფრო დაწყნარების მცდელობა იყო.
არგენტინელებმა მეორე ნახევარიც უფრო აქტირად დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბელგიელებისგან უფრო ელოდნენ. გოლის გატანის შანსი მესის, ლავესის, და იგუაინის შეტევების შემდეგ იყო, თუმცა არგენტინამ უპირატესობის გაზრდა ვერ შესძლო.
ვილმოტსმა მე-60 წუთისთვის შეცვლებს მიმართა და მირალიასის და ორიჯის ნაცვლად მოედანზე მერტენსი და ლუკაკუ შეიყვანა. არგენტინამ დაცვას მეტი ყურადღება დაუთმო და ახლადშემოსული ფეხბურთელები განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაანეიტრალა. ინტერტული იყო ბელგიელთა მთავარი იმედი ედენ აზარიც.
მატჩის ბოლო არგენტინელებს კიდევ ერთხელ ჰქონდათ გოლის გატანის საშუალება. 94-ე წუთზე კარგი შანსი მესიმ ვერ გამოიყენა.
საბოლოო ჯამში საკმაოდ მოსაწყენი თამაში და არგენტინის კიდევ ერთი გამარჯვება.
გოლი: იგუაინი 8′
მესი და ბავშვები მატჩის დაწყებამდე
ალეხანდრო საბელა იგუაინის გამოუყენებელმა მომენტმა კინაღამ წააქცია
5 ივლისს, არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, გონსალო იგუაინმა გოლის გატანის ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა, რაზეც მწვრთნელ ალეხანდრო საბელას სახალისო რეაქცია ჰქონდა.
მესი “ადიდასის” ახალ რეკლამაში
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მონაწილეობა “ადიდასის” ახალ რეკლამაში მიიღო.
როგორ შეაჩერეს ბელგიელებმა მესი
5 ივლისს, არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, ბელგიელები ლიონელ მესის ასე აჩერებდნენ.
არგენტინა — ბელგია (მატჩის გმირი)
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ალბისელესტეს“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა თავდამსხმელი გონსალო იგუაინი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ავტორია.
„ნაპოლიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 81 წუთი დაჰყო, გააკეთა 29 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.
არგენტინა – ბელგია 1:0
მუნდიალის მესამე ნახევარფინალისტი არგენტინის ნაკრები იქნება. ალბისელესტემ 1/4 ფინალურ შეხვედრაში ბელგიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. ერთადერთი გოლი მატჩის მე-8 წუთზე გონსალო იგუაინმა გაიტანა.