“ფეხბურთის ღმერთი” — 56

დღეს დიეგო არმანდო მარადონას იუბილეა. “ფეხბურთის ღმერთს” 56 წელი შეუსრულდა.

მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. ცხოვრობდა გაჭირვებაში და მის უფერულ დღეებს მხოლოდ ფეხბურთი თუ სძენდა ნათელ ფერებს. სხვებისგან ფეხბურთის უზადო სიყვარული და თავის რწმენა გამოარჩევდა, რწმენა იმისა, რომ ის ოდესმე ხალხის კერპი გახდებოდა.

“ჩემი პირველი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია, მეორე კი – მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება”, – ეს ახალგაზრდა მარადონას სიტყვებია.

დიეგომ ორივე ოცნება აიხდინა და როცა ხალხმა ის სიყვარულის მწვერვალზე აიყვანა, სწორედ მაშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ: მარადონა საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, მოხვდა კლინიკაში, სადაც ექიმებმა სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს.

თუმცა, ღმერთმა მას მეორე შანსიც მისცა. შანსი, რომელსაც მხოლოდ ის იღებს, ვინც ამას იმსახურებს. მარადონამ დაიმსახურა ეს შანსი…

პრაქტიკულად შეუძლებელია, ერთ სტატიაში დიეგო მარადონას მთელი განვლილი ცხოვრება ჩაატიო. სიტყვითაც შეუძლებელია მისი ფინტები და დრიბლინგი აღწერო. საბედნიეროდ, მისი თამაშის ამსახველი ვიდეომასალის ხილვა ყველა თაობის გულშემატკივარს შეუძლია. ჩვენ კი, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების კარში მარადონას მიერ გატანილ გოლს შემოგთავაზებთ, რომელიც საუკუნის გოლად შერაცხეს.

აგუერო: “გვარდიოლას არგენტინის ნაკრების ჩაბარება სურდა”

“მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, სერხიო აგუერომ პრესას ძალზედ საინტერესო ინფორმაცია გაუმჟღავნა, რომლის თანახმადაც, პეპ გვარდიოლას არგენტინის ეროვნული ნაკრების ჩაბარება სურდა.

“პეპი გასაოცარი პიროვნებაა. ბუნებრივია, რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის გააკეთა “ბაიერნში”, რაც გააკეთა და ყველაფერი მოიგო. მარტივად რომ ვთქვათ, ის უბრალოდ ჩემპიონია.

თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ მას ნაკრების მთავარ მწვრთნელობასთანაც აკავშირებდნენ. ამასთან დაკავშირებით, მან მე მითხრა: “თქვენ უბრალოდ არ შემეხმიანეთ, მე დიდი სიამოვნებით ჩაგიდგებოდით სათავეში”. – განაცხადა კუნ აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედგარ ბაუსაა დანიშნული, რომელმაც ბოლო ორი მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა (პერუსთან და ბოლო ადგილოსან ვენესუელასთან).

მარტინო: “ვიცოდი, მესი ნაკრებში რომ დაბრუნდებოდა”

არგენტინის ეროვნული ნაკრეიბსა და “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა, ტატა მარტინომ ლეო მესიზე ისაუბრა, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ კარიერა განაახლა.

“ვიცოდი, რომ მესი გადაიფიქრებდა და უკან, ნაკრებში დაბრუნდებოდა.” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა ESPN FC-სთან საუბრისას.

“ჩემი გუნდიდან წასვლა კი სხვადასხვა ტიპის პრობლემებმა განაპირობა. ამაზე ბევრი ვიფიქრე.” – დაამატა ტატა მარტინომ, რომელმაც ნაკრები ჩილესთან კოპა ამერიკას ფინალში, პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ დატოვა.

არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, მარტინომ “ატლანტა იუნაიტედი” ჩაიბარა, რომელიც ამერიკულ MLS-ში ასპარეზობს.

როგორ დასაჯეს ხულიგანი, რომელმაც “რივერ პლეიტის” ფეხბურთელს თვალებში წიწაკის სპრეი შეასხა?

არგენტინაში ძალიან საინტერესო რამ მოხდა – ნაპოლიტანო, რომლის ზედმეტსახელიც El Panadero (მცხობელი) გახლავთ, კამერებმა გამოიჭირეს მაშინ, როდესაც ის “რივერ პლეიტის” ფეხბურთელს წიწაკის სპრეითი უტევდა. არგენტინელი ხულიგანი შესაბამისად დაისაჯა.

კოპა ლიბერტადორესის ეგიდით გამართულ მატჩში ჩადენილი დანაშაულისთვის, “ბოხა ხუნიორსის” გულშემატკივარს სახლში ბრძანება მიუვიდა, რის თანახმადაც, მან თვეში 10 კილოგრამი პურის დონაცია უნდა მოახდინოს.

გარდა ამისა, ხულიგანს ერთჯერადად 25,000 პესოს (დაახლოებით 3,600 ლარს შეადგენს) გადახდა მოუწევს და მომდევნო სამი წლის მანძილზე არგენტინაში მდებარე სტადიონებზე მისვლა აეკრძალა.

რომელ თამაშებს გამოტოვებს ლიონელ მესი?

“ატლეტიკოსთან” მატჩში 58-ე წუთზე მიღებული ტრავმა ლიონელ მესისათვის საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, რამეთუ ამის გამო მას ლაზარეთში 3 კვირის გატარება მოუწევს.

ბუნებრივია, რომ მესის ტრავმა ისევე როგორც “ბარსელონასათვის”, ასევე არგენტინის ნაკრებისათვის დიდი დარტყმაა. მედიკოსების თქმით, მესი 19 ოქტომბერს, “მანჩესტერ სიტისთან” გასმართ მატჩში უნდა დაბრუნდეს.

3 კვირის მანძილზე, მესი შემდეგი კლუბების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს: “ხიხონი”, “გლადბახი”, “სელტა”, პერუ, პარაგვაი.

სუარესი: “მის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია!”

გასულ სამშაბათს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე სტარტი აიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევმა ეტაპმა. ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, ერთადერთი გოლი ნაკრებში ახალდაბრუნებულმა ლიონელ მესიმ გაიტანა და მის გუნდს მოაგებინა.

მიუხედავად წაგებისა, ურიგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა ლეო აქო და განაცხადა, რომ გახარებულია ეროვნულ გუნდში მისი თანაგუნდელის დაბრუნებით.

“მიხარია, რომ ლეოს ისევ აცვია არგენტინის ნაკრების ფორმა. ის ჩემი მეგობარია, კარგად ვიცნობ და ვიცი, რას ნიშნავს მისთვის საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისთვის ბრძოლა.”

“სასიამოვნოა, რომ მესი ისევ ითამაშებს ისეთ ტურნირებზე, როგორებიცაა მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. მის გარეშე საერთაშორისო შეჯიბრებები და, ზოგადად, ფეხბურთი წარმოუდგენელია!” – განაცხადა ურუგვაელმა თავდამსხმელმა.

 

ლეო მესი: “არავინ არ მომიტყუებია”

არგენტინის ნაკრებში დაბრუნების შემდეგ, პირველი მატჩის ჩატარებისა და პირველი გოლის გატანით გახარებულმა ლეო მესიმ (არგენტინა 1-0 ურუგვაი) პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას არავინ არ მოუტყუებია.

“დიდად მადლობელი ვარ, რომ ნაკრებში დაბრუნება შევძელი. როდესაც სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე, არავინ მომიტყუებია. მე ასე ვთვლიდი.

მომხდარით ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით. თუმცა, შემდეგ ამაზე ბევრი ვიფიქრე, მწვრთნელსაც გავესაუბრე და გულშემატკივრების აზრიც გავითვალისწინე.”

არგენტინის ნაკრები: მესი ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს

არგენტინული ფეხბურთის ასოციაცია აცხადებს, რომ მესის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდა და რომ “ბარსელონას” ფორვარდი ურუგვაისთან გასამართ მატჩში მოედანზე გასვლას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მესიმ სანაკრებო პაუზამდე მარცხენა მუხლის მყესები დაიზიანა. მისი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ლეო მაინც გაჰყვა არგენტინის ნაკრებს შეკრებაზე.

მესისთან ერთად, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ შეტევის ხაზში ანხელ დი მარია და პაულო დიბალაც ითამაშებს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ მატჩში შედგება ლუკას პრატოს დებიუტიც, რომელსაც სერხიო აგუეროს ჩანაცვლება ევალება.

“ბარსელონა” ადასტურებს: მესიმ მყესები დაიზიანა

კატალონიური “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი შესაძლოა, არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართ მატჩებში ვერ დაეხმაროს, სადაც სამხრეთ ამერიკელები ურუგვაელებსა და ვენესუელელებს დაუპირისპირდებიან.

დღეს, ორშაბათს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მესის მარცხენა მუხლის მყესები აქვს დაზიანებული. მიუხედავად ამისა, ის მაინც გაემგზავრება არგენტინაში, რათა მის თანაგუნდელებს შეუერთდეს.

“შეძლებს თუ არა მესი ნაკრების დახმარებას მისი რეაბილიტაციის პროცესის წარმატებულობაზე იქნება დამოკდიებული.” – ვკითხულობთ კატალონიელთა განცხადებაში.

Goal: მესი არგენტინის ნაკრებს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება

არგენტინის ნაკრების თავკაცმა, ედგარდო ბაუსამ “ბარსელონას” ლიდერთან, ლეო მესისთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მათი საუბარი ლეოს არგენტინის ნაკრებში დაბრუნებას არ ეხებოდა. თუმცა, მან მაინც მიგვანიშნა იმაზე, რომ მესის ნაკრებში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

“მის ნაკრებში დაბრუნებაზე არ გვისაუბრია. ეს იყო საუბარი ფეხბურთის შესახებ. რამოდენიმე დღეში, მე მას კვლავ შევეხმიანები.” – განუცხადა 58 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებს ბარსელონაში ყოფნისას.

არგენტინაში დაბრუნების შემდეგ კი, მან ასეთი განცხადება გააკეთა: “ეჭვიც არ მეპარება, რომ მას ნაკრებში დაბრუნება უნდა. მაგრამ, მოცდა მოგვიწევს.” – განაცხადა ბაუსამ.

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი “ბარსელონაში” ვიზიტს გეგმავს

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ახალი თავკაცი, ედგარდო ბაუსა დღეს ბარსელონაში ჩავა. ოთხშაბათს კი ის ნაკრების ფეხბურთელებთან, ლიონელ მესისთან და ხავიერ მაშერანოსთან გამართავს შეხვედრას.

ბაუსას სურს გაიგოს ის მიზეზები, რის გამოც მესიმ ეროვნული ნაკრები დატოვა და მას დაბრუნებისაკენ მოუწოდოს. ედგარდო არგენტინაში პარასკევს დაბრუნდება იმ იმედით, რომ მესი ნაკრებში დაბრუნდება.

ცნობისათვის გეტყვით, რომ არგენტინელთა თავკაცმა 15 აგვისტოსთვის უნდა წარმოადგინოს გიმ ფეხბურთელთა განაცხადი, რომლის გამოყენებასაც ის ურუგვაისა და ვენესუელას ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის აპირებს.

პოჩეტინომ “ტოტენჰემსა” და არგენტინის ნაკრებს შორის არჩევანი გააკეთა

2016 წლის “კოპა ამერიკაზე” არგენტინის ნაკრები ფინალში ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა. ეს ზედიზედ მესამე წაგებული ფინალური მატჩი იყო ამ გუნდისთვის. მას შემდეგ ნახსენები ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. აღნიშნულ თანამდებობას ძალიან ბერვ სპეციალისტს უკავშირებენ, მათ შორის დიეგო სიმეონესა და მაურისიო პოჩეტინოსაც. ეს უკანასკნელი “ტოტენჰემის” მწვრთნელია.

როგორც ირკვევა “სპურსების” სპეციალისტი არსად წასვლას არ აპირებს და მას ინგლისურ კლუბში მუშაობა სურს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა: ბოლო დროს ხშირად მესმის  ჭორები იმის შესახებ, რომ, თითქოს, მე არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვინიშნები. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან ვარ წარმოშობით. მაგრამ გეტყვით, რომ ეს ჭორები სიმართლე არაა. ახლანდელ გუნდთან  2021 წლამდე მაქვს კონტრაქტი გაფორმებული, აქ ვრჩები დატოტენჰემთანერთად დიდი წარმატებების მიღწევას ვაპირებ,” – განაცხადა ახალგაზრდა დამრიგებელმა.