მესი: „ინდივიდუალური რეკორდები არ მაინტერესებს“

„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ კარიერის დასრულების შესახებ დასმული კითხვას უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ გუნდური შედეგები მისთვის ინდივიდუალურებზე უფრო მაღლა დგას.

„კარიერის დასამთავრებლად რაიმე სტანდარტები არ ჩამომიყალიბებია. თამაშს იქამდე ვაპირებ, სანამ სხეული ამის საშუალებას მომცემს. როგორც კი ვიგრძნობ, რომ წასვლის დრო დადგა, ბუტსებს ლურსმანზე დავკიდებ.

ნაკრებში ბატისტუტას ყველა დროის ბომბარდირის რეკორდამდე შვიდი გოლი მაშორებს? სიმართლე რომ გითხრათ, ნაკრებთან ერთად რამის მოგება მირჩევნია. ტიტულები მაინტერესებს და არა ინდივიდუალური რეკორდები“, – განაცხადა მესიმ არგენტინულ ჟურნალ „El Gráfico“-სთან ინტერვიუში.

მსაჯი მას შემდეგ მოკლეს, რაც მინდვრიდან ფეხბურთელი გააძევა

არგენტინაში, კერძოდ კი კორდობიაში, მატჩის არბიტრი მოკლა ფეხბურთელმა, რომელმაც სროლამდე რამდენიმე წუთით ადრე წითელი ბარათი მიიღო.

ტყვია მოხვდა კიდევ ერთ ფეხბურთელს, ვოლტერ სარატეს, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

48 წლის მსაჯს, ცეზარ ფლორესს დამნაშავემ სამჯერ ესროლა – ერთხელ თავში, კისერსა და გულმკერდში.

წყაროს ცნობით, მკვლელი ადგილიდან მიიმალა და პოლიცია მას ახლაც ეძებს.

მესი არგენტინის ნაკრებს ოლიმპიადაზე ვერ დაეხმარება

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხერარდო მარტინოს თქმით, ლიონელ მესი რიო-დე-ჟანეიროში ჩასატარებელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს.

„მესი ოლიმპიურ თამაშებზე ვერ ითამაშებს, რადგან წელს არგენტინის ნაკრებს ბევრი მატჩი ელის.

წინ კოპა ამერიკა და ოლიმპიური თამაშები გვაქვს, რის შემდეგაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოთხი შეხვედრა გვექნება.

რეალობა ისეთია, რომ „ბარსელონას“ სეზონიც გრძელვადიანი იქნება. ყოველი მატჩის მოგება მინდა, ოღონდ არა ასეთი ფასით. ფეხბურთელების მოედანზე გამოყვანას და იქ მათ მოკვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა არგენტინელთა თავკაცმა.

ვერონი: „მესიმ მითხრა, რომ „ინტერში“ თამაში უნდოდა“

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან სებასტიან ვერონმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მეისმ „ინტერში“ თამაშის სურვილი გამოთქვა.

„რამდენიმე წლის წინ მესიმ ერთხელ მითხრა, რომ „ინტერში“ თამაში სურს. არასწორად არ გამიგოთ, ეს დიდი ხნის წინ იყო და კლუბის პრეზიდენტის პოსტს ჯერ კიდევ მასიმო მორატი იკავებდა. დიახ, სიმართლე რომ გითხრათ, მესის „ბარსელონადან“ წასვლის ვარიანტის არც მე მჯერა“, – ციტირებს არგენტინელს „ტუტოსპორტი“.

შეგახსენებთ, რომ ვერონი არგენტინული „ესტუდიანტესის“ პრეზიდენტია.

მესის მეტროს საკუთარი სადგური აქვს (ვიდეო)

„ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის საპატივსაცემოდ არგენტინაში მეტროს ერთ-ერთი სადგური მისი სურათებით დაამშვენეს.

„ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

ფიფა-მ 2015 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა სამეული გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ შორის „ბარსელონას“ ლიდერები ლიონელ მესი და ნეიმარი არიან. ასევე, „ოქროს ბურთისთვის“ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 11 იანვარს, ციურიხში შედგება.

როგორ მოიპოვა კოლუმბიის ნაკრებმა ჯარიმა არგენტინასთან მატჩში (ვიდეო)

18 ნოემბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, კოლუმბიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:1), კოლუმბიელებმა ჯარიმა ასე მოიპოვეს:

“ფეხბურთის ღმერთი” – 55

დღეს დიეგო არმანდო მარადონას იუბილეა. “ფეხბურთის ღმერთს” 55 წელი შეუსრულდა.

მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. ცხოვრობდა გაჭირვებაში და მის უფერულ დღეებს მხოლოდ ფეხბურთი თუ სძენდა ნათელ ფერებს. სხვებისგან ფეხბურთის უზადო სიყვარული და თავის რწმენა გამოარჩევდა, რწმენა იმისა, რომ ის ოდესმე ხალხის კერპი გახდებოდა.

“ჩემი პირველი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია, მეორე კი – მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება”, – ეს ახალგაზრდა მარადონას სიტყვებია.

დიეგომ ორივე ოცნება აიხდინა და როცა ხალხმა ის სიყვარულის მწვერვალზე აიყვანა, სწორედ მაშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ: მარადონა საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, მოხვდა კლინიკაში, სადაც ექიმებმა სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს.

თუმცა, ღმერთმა მას მეორე შანსიც მისცა. შანსი, რომელსაც მხოლოდ ის იღებს, ვინც ამას იმსახურებს. მარადონამ დაიმსახურა ეს შანსი…

პრაქტიკულად შეუძლებელია, ერთ სტატიაში დიეგო მარადონას მთელი განვლილი ცხოვრება ჩაატიო. სიტყვითაც შეუძლებელია მისი ფინტები და დრიბლინგი აღწერო. საბედნიეროდ, მისი თამაშის ამსახველი ვიდეომასალის ხილვა ყველა თაობის გულშემატკივარს შეუძლია. ჩვენ კი, მარადონაზე დაწერილი სიმღერის ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომელიც ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმის ერთ-ერთი მონაკვეთია.

 

არგენტინელმა მორაგბეებმა გამარჯვება მარადონასთან ერთად აღნიშნეს (ფოტოები, ვიდეო)

მსოფლიოს თასზე არგენტინისა და ტონგას სარაგბო ნაკრებებს შორის ლესტერში გამართულ მატჩს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა დაესწრო.

მარადონა საკუთარი ქვეყნის გუნდს აქტიურად ქომაგობდა. “პუმამ” მეტოქე ანგარიშით 45:16 დაამარცხა, მარადონამ კი არგენტინელ მორაგბეებთან ერთად გამარჯვება გასახდელში აღნიშნა.

Diego Maradona celebrating in the locker room with the Pumas

Posted by Rugby Banter Page on 2015 წლის 4 ოქტომბერი, კვირა

მესის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ეკვადორთან და პარაგვაისთან უახლოესი შეხვედრებისთვის შემადგენლობაში რამდენიმე ცლვილება შეიტანა.

სათქმელია, რომ „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის ადგილი „ტოტენჰემის“ შემტევმა ერიკ ლამელამ დაიკავა.

შეგახსენებთ, ტრავმის გამო ლეო თამაშს ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

რა დაემართა ლიონელ მესის დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

9 სექტემბერს, მექსიკისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:2), ლიონელ მესის უცნაური რამ შეემთხვა.

კურიოზული ავტოგოლი არგენტინის ჩემპიონატში (ვიდეო)

3 აგვისტოს, არგენტინის ჩემპიონატში, “კრუკერომ” საკუთარ მოედანზე “ჰურაკანი” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა.

მატჩის 70-ე წუთზე, სტუმართა გუნდის მცველმა არანომ ავტოგოლი გაიტანა.