ლიონელ მესის 50 საუკეთესო გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის კარიერის ორმოცდაათი საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

სუარესმა მესის კრიტიკის შესახებ ისაუბრა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თანაგუნდელ ლიონელ მესის მიმართ კრიტიკის შესახებ ისაუბრა.

ცნობისთვის, მესის „კოპა ამერიკას“ ფინალური მატჩის შემდეგ აკრიტიკებენ, რომელშიც მისი ნაკრები ჩილესთან პენალტების სერიაში დამარცხდა. მესი იმაში დაადანაშაულეს, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ აჩვენა.

„მესის მიმართ კრიტიკა გაუგებარია. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის გაკრიტიკება არ შეიძლება. ის ფინალში დამარცხდა, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ეს დიდი დარტყმაა. ის ადამიანია და ადვილი პერიოდი არ უდგას. დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად ამ ტურნირის მოგება სწორედ ლეოს სურდა“, – განაცხადა სუარესმა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მესი არგენტინის ნაკრებში თამაშის დასრულებზე დაფიქრდა.

როგორი გოლი გაიტანა “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელმა გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

18 ივლისს, არგენტინის ჩემპიონატში, “ბოხა ხუნიორსმა” საკუთარ მოედანზე “კილმესი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 53-ე წუთზე, “ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელმა ჯონათან კალერიმ საოცარი გოლი გაიტანა.

„რეალი“ არგენტინის ნაკრების მეკარით ინტერესდება

მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი არგენტინის ნაკრების მეკარით სერხიო რომეროთ ინტერესდება, რის შესახებაც ესპანური გამოცემა „მარკა“ იტყობინება.

სავარაუდოდ, „სამეფო კლუბი“ სამხრეთ ამერიკელი გოლკიპერის გადაბირებაზე სერიოზულად მუშაობას იმ შემთვხევაში დაიწყებს, თუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის დარაჯის დავიდ დე ხეა გადაბირებას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, აქამდე „ბლანკოსს“ ინტერესი „ესპანიოლის“ მეკარის კიკო კასილიას მიმართაც ჰქონდა, თუმცა მხარეები ტრანსფერის ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

რომერო, რომელიც ბოლოს „სამპდორიაში“ თამაშობდა, „რომაში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, როგორც ცნობილია, „ჯალოროსისთან“ მოლაპარაკება „რეალის“ წარმოამდგენელთა ზარის შემდეგ შეფერხდა.

მარტინ პალერმომ მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, შემდეგ კი მოუბოდიშა (ვიდეო)

8 ივლისს, არგენტინაში ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა არგენტინელმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

მატჩის მიმდინარეობისას, “ბოკა ხუნიორსის” ყოფილმა თავდამსხმელმა მარტინ პალერმომ მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, შემდეგ კი მას მოუბოდიშა.

რონალდინიო შესაძლოა, არგენტინულ გუნდში გადავიდეს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდინიომ კარიერა შესაძლოა, არგენტინაში გააგრძელოს. კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” ფეხბურთელის ძმისგან მიღებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ბრაზილიელ მოთამაშეს ერთ-ერთი არგენტინული კლუბი საკმაოდ მომგებიან წინადადებას სთავაზობს.

“რონალდინიოთი ყატარის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული”, – აღნიშნა ფეხბურთელის ძმამ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიც გახლავთ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიომ თურქულ “ანთალიასპორთან” შეთანხმებას მიაღწია და კლუბს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს. ცნობისთვის, “ანთალიასპორში” გადავიდა რონალდინიოს ყოფილი თანაგუნდელი სამუელ ეტოოც.

 

მესის მის ოჯახზე თავდასხმის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს (ვიდეო)

როგორც რამდენიმე დრის წინათ მოგახსენეთ, კოპა ამერიკის ფინალური მატჩის მიმდინარეობის დროს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ჩილელმა გულშემატკივრებმა ლიონელ მესის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს. საქმე კინაღამ ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა.

Telefe Noticias-ის ჟურნალისტმა მესის აღნიშნული ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა. არგენტინელი ფეხბურთელი მხოლოდ მოკლე ფრაზით შემოიფარგლა:

“მე კარგად ვარ, მადლობა”.

ლიონელ მესი დროებით არგენტინის ნაკრების დატოვებას გეგმავს?

არგენტინული გამოცემა Olé-ს ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი დროებით ნაკრებიდან წასვლის ვარიანტს განიხილავს. როგორც გაზეთის გუშინდელ ნომერში ვკითხულობთ, მესის ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში ჩილესთან პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლიონელ მესი ბევრმა გააკრიტიკა. კატალონიელთა ლიდერმა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

მესის სამი უტიტულო ფინალი

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერაფრით ვერ მოიგო ვერც კოპა ამერიკა და ვერც მსოფლიოს ჩემპიონატი. დასრულდა სამხრეთ ამერიკის პირველობა და “ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელი ამჯერადაც ვერცხლის მედლის ამარა დარჩა.

ლეო მესიმ 2015 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაზე ექვსი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა. მას არგენტინის ნაკრებში სულ 103 შეხვედრა აქვს ჩატარებული, გაიტანა 46 ბურთი და გააკეთა 30 შედეგიანი გადაცემა.

 

ფინალური ტურნირი:

წელი:

შედეგი:

მსოფლიოს ჩემპიონატი 2006 3 1 1 მეოთხედფინალი
კოპა ამერიკა 2007 6 2 1 მე-2 ადგილი
მსოფლიოს ჩემპიონატი 2010 5 0 1 მეოთხედფინალი
კოპა ამერიკა 2011 4 0 3 მეოთხედფინალი
მსოფლიოს ჩემპიონატი 2014 7 4 1 მე-2 ადგილი
კოპა ამერიკა 2015 6 1 3 მე-2 ადგილი
სულ (კოპა ამერიკა) 16 3 7
სულ (მსოფლიოს ჩემპიონატი) 15 5 3
სულ  (ორივე ტურნირი) 31 8 10

 

მ — მატჩი;
გ — გოლი;
პ — საგოლე პასი.

 

ფინალის დროს მესისა და აგუეროს ოჯახებს ჩილელმა ქომაგებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

კოპა ამერიკის ფინალური მატჩის მიმდინარეობის დროს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ჩილელმა გულშემატკივრებმა ლიონელ მესის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს. არგენტინელთა კაპიტნის უფროსი ძმის, როდრიგოს მიმართულებით სხვადასხვა საგნები ისროლეს. კონფლიქტურ სიტუაციაში ჩილეში არგენტინის ელჩი ხინეს გონსალეს გარსია ჩაერია, რომელიც მესის ნათესავებს სხვა ადგილზე გადანაცვლებაში დაეხმარა.

საბოლოო ჯამში, მესის დედა სელიას, მამა ხორხესა და ძმებს – როდრიგოსა და მატიასს საკომენტატორო ჯიხურიდან მოუწიათ მატჩისთვის თვალყურის მიდევნება. “დეილი მეილის” ცნობით, ჩილელმა ქომაგებმა სერხიო აგუეროს ნათესავებიც შეურაცხყვეს.

 

ჩილელი ფეხბურთელის შესანიშნავი პენალტი არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივლისს, კოპა ამერიკის ფინალში, ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

პირველი თერთმეტმეტრიანი ჩილელმა მატიას ფერნანდესმა შეასრულა, მან აუღებელი დარტყმა შეასრულა.

ჩილელმა ბავშვმა დამწუხრებულ მესისთან ერთად სელფი გადაიღო (ვიდეო)

4 ივნისს, კოპა ამერიკის ფინალში ჩილეს ეროვნულმა ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პატარა ბავშვი დამწუხრებულ ლიონელ მესისთან მივიდა და მასთან ერთად სელფი გადაიღო.