მასკერანო: “მე არ მესმის”

31 წლის ნახევარმცველი, კოპა ამერიკის ფინალში სამჯერ მოხვდა, მაგრამ სამივეჯერ დამარცხდა. ამასთან დაკავშირებით, ხავიერ მასკერანო კომენტარს აკეთებს.

ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ მისთვის თითოეული წაგებული ფინალი ყველანაირ წამებაზე უარესია.

“მე ვერ ავღწერ ჩემს გრძნობებს. იმედი მაქვს, მომავალში არგენტინა შეძლებს გამარჯვებას,”-განუცხადა ჟურნალისტს მასკერანომ.

“მინდოდა, როგორც მატჩის წინ, ასევე შემდეგაც მხიარულად ვყოფილიყავი. ვესაუბრე ტევესს. კოპა ამერიკაზე სამჯერ გავედი ფინალში და ყველა წავაგე. არ მესმის ეს როგორ მოხდა, ახსნას ვერ ვპოულობ”.

“დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. როგორც ერთი წლის წინ, ისინი ახლაც ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გაბედნიერება ვერ შევძელით. ეს ჩემთვის დიდი წამებაა,”-განაცხადა მასკერანომ.

“ეს კიდევ ერთი დიდი მწუხარებაა, იმის ფონზე, რომ ტურნირზე კარგად ვითამაშეთ”.

კოპა ამერიკის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი ვიდალი გახდა

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი დაასახელეს.

120 წუთის განმავლობაში 28 წლის ფეხბურთელმა 53 გადაცემა გააკეთა (სიზუსტე 89%) და ორჯერ დაარტყა კარში. გარდა ამისა, ვიდალმა მატჩისშემდგომ სერიაში პენალტი ზუსტად შეასრულა.

 

მასკერანოს ანტირეკორდი

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

“ალბისელესტეს” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში სამჯერ დამარცხდა.

მასკერანომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ამ ტიტულის მოგების შანსი 2004, 2007 და 2015 წლებში გაუშვა ხელიდან. გარდა ამისა, იგი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩიც დამარცხდა.

 

ვიდალი: “ჩვენს ხალხს სჭირდება ასეთი გამარჯვებები”

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ჩილელთა ერთ-ერთმა ლიდერმა არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის ეს გამარჯვება ძალზედ მნიშვნელოვანია.

“ჩვენი ოცნება ახდა. თითოეულ მატჩში მაქსიმუმი გავიღეთ. ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას ასეთი გამარჯვებები. ჩილელი ხალხისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი წარმატება. დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიბრძოლებთ. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონტინენტის საუკეთესო ნაკრები ვართ. ახლა ოჯახებს დავუბრუნდებით და დავისვენებთ”, – განაცხადა ვიდალმა მატჩის შემდეგ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად მოიგო.

 

კოპა ამერიკა ჩილეს ნაკრებმა მოიგო (ვიდეო)

სანტიაგოში მდებარე ხულიო მარტინეს პრადანოსის სახელობის ნაციონალურ სტადიონზე 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩი დასრულდა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში მასპინძელ ჩილეს ნაკრებს არგენტინის ეროვნული გუნდი დაუპირისპირდა. გუნდებმა ძირითად 90 წუთში გოლი ვერ გაიტანეს. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ფინალური შეხვედრის ძირითადი დროის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, დამატებითი ორი 15-წუთიანი ტაიმი ინიშნება. გუნდებმა ვერც ამ დროში გამოავლინეს გამარჯვებულის ვინაობა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც ჩილელებმა უკეთ შეასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ამრიგად, ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად მოიგო და გახდა ლათინო ამერიკის მერვე გუნდი, რომელსაც ეს ტიტული დასაკუთრებული აქვს.

კოპა ამერიკის ფინალი:
ჩილე — არგენტინა 0:0 (0:0; დ.დ. 0:0 პენ. 4:1)

ჩილე: ბრავო, ვალდივია (ფერნანდესი 75′), ვიდალი, ისლა, დიასი, მედელი, სილვა, არანგისი, ბოსეჟური, ალექსის სანჩესი, ვარგასი (ენრიკესი 95′).
მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი.

არგენტინა: რომერო, დემიჩელისი, საბალეტა, ოტამენდი, როხო, მასკერანო, ბიგლია, დი მარია (ლავესი 29′), პასტორე (ბანეგა 81′), მესი, აგუერო (იგუაინი 74′).
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

პენალტების სერია: ფერნანდესი (1:0), ვიდალი (2:1), არანგესი (3:1), ალექსის სანჩესი (4:1) — მესი (1:1), იგუაინი (2:1), ბანეგა (3:1).
გაფრთხილებები: სილვა 24′, მედელი 34′, დიასი 44′, არანგისი 86′ — როხო 55′, მასკერანო 56′, ბანეგა 91′.
მთავარი მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია).

არგენტინელი ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი (ვიდეო)

4 ივლისს, არგენტინის ჩემპიონატში “რივერ პლეიტმა” საკუთარ მოედანზე “როსარიო სენტრალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის 90-ე წუთზე, სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ხონას აგირემ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ლიონელ მესის ემოციები პენალტების სერიის დროს (ვიდეო)

27 ივლისს, კოპა ამერიკის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებმა კოლუბმია პენალტების სერიაში დაამარცხა.

ინტერნეტ-სივრცეში კი გავრცელდა ვიეო, რომელშიც პენალტებიის სერიის დროს, ლიონელ მესის ემოციებია აღბეჭდილი.

რა დამართა ლიონელ მესიმ ორ პარაგვაელ ფეხბურთელს (ვიდეო)

1 ივლისს, კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა პარაგვაი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

მატჩის 53-ე წუთზე, ლიონელ მესიმ სამი პარაგვაელი ფეხბურთელი ჩამოიშორა, მათგან ორი კი წაიქცა.

ჩილეს კოპა ამერიკის ფინალში არგენტინა შეხვდება (ვიდეო)

2015 წლის კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გაიმართა და “ალბისელესტეს” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-15 წუთზე მარკოს როხომ გახსნა, 27-ე წუთზე ხავიერ პასტორემ არგენტინელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს “ალბისელესტეს” მცველების დაუდევრობით პარაგვაელებმა ისარგებლეს და ლუკას ბარიოსმა ერთი გოლი გაქვითა. “ალბიროხას” მატჩის გადარჩენის იმედი მიეცა, თუმცა მეორე ტაიმში არგენტინელებმა მეტოქეს, როგორც იტყვიან, ცივი შხაპი გადაასხეს: ანხელ დი მარიამ დუბლი გაიფორმა, თავისი ბურთი გაიტანა სერხიო აგუერომ, გოლით შეცვლაზე შემოსულმა გონსალო იგუაინმაც გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ამრიგად, არგენტინის ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა და კოპა ამერიკის ტიტულისთვის მასპინძელ ჩილეს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა შაბათს, ჩვენი დროით ღამის 12:00 საათზე დაიწყება.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს პერუსა და პარაგვაის ნაკრებები შეეცილებიან. აღნიშნული მატჩი 4 ივლისს, თბილისის დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება.

 

კოპა ამერიკის ნახევარფინალი:
არგენტინა — პარაგვაი 6:1 (2:1)

გოლები: როხო 15′, პასტორე 27′, დი მარია 47′, 53′, აგუერო 80′, იგუაინი 83′ — ბარიოსი 43′.
გაფრთხილებები: როხო 12′, ბიგლია 13′ — კასერესი 13′, და სილვა 30′, ორტისი 59′.

არგენტინელი ფერმერი მესის სახელმა იხსნა

საინფორმაციო სააგენტო AFP ერთ საინტერესო ისტორიას გადმოგვცემს. თურმე, ტყვეობაში მყოფი არგენტინელი ფერმერი ლეო მესის სახელმა იხსნა.

ფერმერი სანტიაგო მენენდესი ჰყვება, რომ იგი უცნობმა პირებმა ნიგერიაში გაიტაცეს. მისი თქმით, თავდამსხმელებმა ესპანური ენა არ იცოდნენ და მათთან კონტაქტის დასამყარებლად არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის სახელის ძახილი დაიწყო. ორი დღის შემდეგ არგენტინელი ფერმერი სრულიად უსასყიდლოდ გაათავისუფლეს.

 

რა დაემართა ბურთს, სანამ კოლუმბიელი ფეხბურთელი პენალტს დაარტყამდა (ვიდეო)

27 ივნისს კოპა ამერიკის მეოთხედფინალში, არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელთა ერთ-ერთი პენალტის წინ საკმაოდ უცნაური რამ მოხდა.

ლიონელ მესის სიმულიანტობა კოლუმბიასთან მატჩში (ვიდეო)

27 ივნისს, კოპა ამერიკის მეოთხედფინალში, არგენტინსია და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ლიონელ მესიმ ერთ-ერთ ეპიზოდში ისიმულიანტა.