“არსენალის” ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეიტს სტედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “არსენალი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ, 2-2 დასრულდა.

როგორც იცით, ბოლო დროს “მეთოფეები” არც ისე კარგად გამოიყურებიან, რაც გულშემატკივართა გაღიზიანებას იწვევს. ეს კი სხვადასხვა ფორმებით გამოიხატება.

დღეს, “ემირეიტსზე” შეკრებილი “არსენალის” გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. არავინ იცის, რა მოხდება ხვალ …

არსენ ვენგერმა “პარი სენ-ჟერმენთან” კავშირის არსებობაზე ისაუბრა

ლონდონის “არსენალის” ფრანგმა სპეციალისტმა, არსენ ვენგერმა კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია მასსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის რაიმე სახის შეთანხმების არსებობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარიზული კლუბის სათავეში უნაი ემერი დგას, რომელმაც ფრანგ გულშემატკივართა ნდობა “ბარსელონასთან” განადგურების შემდეგ დაკარგა. ვენგერს კი ისინი უნაი ემერის ჩანაცვლების საუკეთესო ვარიანტად მოისაზრებენ.

“ჩემსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ამ ინფორმაციას ოფიციალურად უარვყოფ.

ახლა მე მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი, რომლის გუნდიც ამ დროისთვის პრემიერ ლიგაში მეექვსე პოზიციას იკავებს.

“არსენალმა” და “მანჩესტერ სიტიმ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეიტს სტედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “არსენალი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა.

მატჩის შედეგს ორივე გუნდისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე და ბრწყინვალე მატჩიც შედგა.

მატჩში ანგარიში მეხუთე წუთზე ლეროი სანემ გახსნა, რასაც “არსენალმა”, კერძოდ კი უოლკოტმა მეორმოცე წუთზე უპასუხა. ორიოდე წუთში კუნ აგუერომ კვლავ წინ გაიყვანა “ქალაქელები”. საბოლოო ანგარიში კი 53-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც მუსტაფიმ იოზილის პასი გამოიყენა – 2:2.

შედეგად, 29 მატჩის შემდეგ “სიტის” 58 ქულა დაუგროვდა და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, “არსენალი” კი 51 ქულით მეექვსეა, თუმცა ერთი მატჩი მარაგში აქვს.


“არსენალი”: ოსპინა; მონრეალი, კოშელნი (გაბრიელი 46′), მუსტაფი, ბელერინი; კოკლინი, ჯაკა; სანჩესი, იოზილი, უოლკოტი (ჟირუ 68′); უელბეკი (77 აივობი)

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“მანჩესტერ სიტი”: კაბალიერო; ნავასი, სტოუნზი, ოტამენდი, კლიში; ფერნანდინიო, დე ბრუინი, სტერლინგი (იაია ტურე 46′), სილვა; სანე; აგუერო

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


ალექსის სანჩესი: “მინდა, ლონდონში დავრჩე და ვითამაშო იმ კლუბში, რომელსაც გამარჯვებული მენტალიტეტი აქვს”

ალექსის სანჩესი რომ ლონდონის “არსენალში” არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა, ეს ყველამ კარგად იცის. მის სახელს რამდენიმე გრანდს უკავშირებენ, თუმცა ზუსტად არაფერია გადაწყვეტილი.

ჩილელმა მის მომავალაზე ისაუბრა.

“მინდა, ლონდონში დავრჩე და ვითამაშო იმ კლუბში, რომელსაც მოგებულის მენტალიტეტი აქვს.”

“ბედნიერი ვარ ამ ქალაქში. იმედია, “არსენალში” კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დავრჩები. მინდა, ამ კლუბთან ერთად დიდი ტიტულებისთვის ვიბრძოლო.”

“28 წლის ვარ. დიდი გამოციდლება მივიღე და წინ ბევრი კარგი რამ მელის,” – განაცხადა ალექსისმა.

The Guardian: ზაფხულში “ჩელსის” მთავარი სამიზნე ალექსის სანჩესი იქნება

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ზაფხულში ალექსის სანჩესის გადაბირებას შეეცდებიან.

როგორც უკვე გაცნობეთ, “ჩელსის” მფლობელი, რომან აბრამოვიჩი მზადაა, კონტეს შენარჩუნების მიზნით, ნებისმიერი ფეხბურთელი მოიყვანოს გუნდში. იტალიელი სპეციალისტის სიაში კი პირველი ნომერი 28 წლის ჩილელ ფეხბურთელს უჭირავს.

გამომდინარე იქიდან, რომ სანჩესსა და “არსენალს” შორის არსებული კონტრაქტი სულ მალე იწურება და ჩილელს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი “ემირეიტსის” დატოვება, ამ ტრანსფერის განხორციელების შანსები საკმაოდ რეალურია.

The Guardian-ის გამოცემის ცნობით, “არისტოკრატთა” უფროსი მიზნად ერთი მარცხენა მცველის გადაბირებასაც ისახავს.

იოზილი: “რა თქმა უნდა, ჩემი გული კვლავ “რეალისთვის” ძგერს”

მესუტ იოზილმა “არსენალში” არსებული მდგომარეობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და აღიარა, რომ მის გულს “რეალი” ჯერაც არ დავიწყებია.

“ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რამდენს მივაღწიე – იციან, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვარ, “რეალში” ვთამაშობდი და გასულ სეზონში 20-მდე გოლი შევქმენი.

მაგრამ, როდესაც გუნდი გასაჭირშია, ყველაფერი ვიღაცას უნდა დააბრალონ და უმეტეს შემთხვევაში, ეს ვიღაც მე ვარ, რაც ძალიან მწყინს.

რა თქმა უნდა, ჩემი გული კვლავ “რეალისთვის” ძგერს.

“რეალში” დიდი ხანი გავატარე და ახლაც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იქ. ამიტომაც არის, რომ ყოველთვის “რეალს” ვგულშემატკივრობ, “ბაიერნთან” მატჩშიც კი,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

კარიკატურა: მესუთ ოზილი – “არსენალის” კიდევ ერთი ტრავმირებული (ფოტო)

გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” გამთამაშებელმა, მესუთ ოზილმა მყესი დაიზიანა, რის შედეგადაც მას ორივე სანაკრებო მატჩის გამოტოვება უწევს. შესაძლოა, გერმანელი არსენ ვეგერის კოლექტივს რამდენიმე შეხვედრაშიც ვერ დაეხმაროს.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი სახალისო კარიკატურას გვთავაზობს.

 

“არსენალი” არდა თურანის ტრანსფერისთვის ემზადება

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მზად არიან, კატალონიური “ბარსელონას” თურქი ნახევარმცველის, არდა თურანის გადაბირებისთვის დიდი ბრძოლა გააჩაღონ.

როგორც იცით, ლონდონის “არსენალის” ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე, გუნდში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც პირველ რიგში არსენ ვენგერის, მესუთ იოზილისა და ალექსის სანჩესის წასვლას გულისხმობს.

თურქი ფეხბურთელი კი მესუთ იოზილის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრება “მეთოფეთა” ბანაკში, რომელიც, მსგავსად სანჩესისა, კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

რაც შეეხება 30 წლის თურანსა და კატალონიურ კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს, ის სამი წლის შემდეგ იწურება და მისი გამოსყიდვა მხოლოდ 25 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

“ბარსელონას” დირექტორმა დეულოფეუსა და ბელერინის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა

კატალონიური “ბარსელონას” დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ჯერარდ დეულოფეუსა და ჰექტორ ბელერინის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა.

“რაც მთავარია, ჩვენ მისი დაბრუნების შანსი გვაქვს, ეს ნამდვილად კარგი რამ არის. მოვლენების ამგვარი განვითარება ძალიან მახარებს.

მას “ევერტონში” საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ამიტომაც გადავიდა “მილანში”, სადაც კარგად თამაშობს და შედეგად ნაკრებშიც გამოიძახეს. ცოტას დავიცდით და გადაწყვეტილებას შემდეგში მივიღებთ. ვფიქრობ, 12 მილიონი ევრო ყველაფერს მოაგვარებს,” – განაცხადა ფერნანდესმა დეულოფეუზე საუბრისას.

“რაც შეეხება ბელერინს, ის მშვნიერი ფეხბურთელია და “არსენალში” ძალიან კარგად გამოდის. ჰექტორი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ჩვენთვის ძალზედ საინტერესო მოთამაშეა,” – დაამატა მან.

ჩეხი ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეცხრედ დაასახელეს

ლონდონის “არსენალის” მეკარე, პიტერ ჩეხი ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეცხრეჯერ დაასახელეს, რაც ახალი რეკორდია.

“მეთოფეთა” მეკარეს, რომელმაც ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, კონკურენტობას “ჰერტას” ფეხბურთელი, ვლადიმერ დარიდა უწევდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ პრიზის მფლობელი გამოკითხვის შედეგად ვლინდება, რომელშიც ფეხბურთელები, მწვრთნელები და ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას.

“არსენალი” “ბაიერნის” წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ითამაშებს

ლონდონის “არსენალის” მიერ დადასტურებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, “მეთოფეებს” კიდევ ერთი მატჩის ჩატარება მოუწევთ “ბაიერნის” წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ეს ორი ევროპული გრანდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონშიც გადაეყარნენ. ამ შემთხვევაში გამარჯვებული “ბაიერნი” გამოვიდა, რომელმაც ორივე მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 მოიგო.

რაც შეეხება მათ მომდევნო დაპირისპირებას, ის შანხაიში, 19 ივლისს გაიმართება, სანამ ისინი “ჩელსის” გაეჯიბრებიან ამხანაგურ მატჩში (22 ივლისს).

“ბარსელონა” ბელერინს ვერ ივიწყებს

“ბარსელონამ” კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი ინტერესი “არსენალიც” ცენტრალური მცველის, ჰექტორ ბელერინის გადაბირების სურვილის თაობაზე.

As-ის ცნობით, კატალონიური კლუბის უფროსები უკვე მუშაობენ გუნდის გაძლიერების პროექტზე და ბელერინის გადაბირება მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

შეგახსენებთ, რომ ბელერინი “ბარსელონას” აკადემიაში 2011 წლამდე თამაშობდა, სანამ ლონდონში არ გადაბარგდებოდა.

ლა ლიგის ჩემპიონებმა უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები – “ბარსას” სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ლონდონში იმყოფება.

აქვე დავამატებთ, რომ ბელერინს ესპანურ გრანდთან ერთად “მანჩესტერ სიტი” და “ბაიერნიც” აკვირდება.