“არსენალის” ფანებმა პროტესტის ახალ გზას მიმართეს

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში განცდილმა სასტიკმა მარცხმა ლონდონის “არსენალის” ბევრ გულშემატკივარს გაუტეხა გული.

The Independent-ის გამოცემა ძალზედ საინტერესო ფოტოებს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ “ალიანს არენაზე” გამართულ მატჩამდე “ემირეიტსზე” გასამართი განმეორებითი მატჩის ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

მატჩის შემდეგ კი, “მეთოფეებმა” უკან დაიხიეს და თავიანთი ბილეთები გასაყიდად გამოიტანეს.

საქართველო

* ყვითელი ფერით გასაყიდად გამოტანილი ბილეთებია აღნიშნული

არსენ ვენგერი: რაც არ უნდა მოხდეს, მომავალ სეზონში მაინც გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას”

არ წყდება საუბარი ლონდონის “არსენალიდან” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის წასვლაზე. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბაიერნთან” განადგურების შემდეგ, ამ ხმებმა კიდევ უფრო იმძლავრა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფრანგმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

“რაც არ უნდა მოხდეს, მომავალ სეზონში მაინც გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას. არ ვიცი, სად იქნება ეს, თუმცა საყვარელი საქმის კეთების შეწყვეტას ჯერ არ ვაპირებ. მნიშვნელოვანია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გაანალიზოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.”

“აქ ყოფნის დროს ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა. თუმცა, პრიორიტეტი მუდამ “არსენალი” იყო. ვფიქრობდი კლუბის მომავალზე და მის აქტიურ განვითარებაზე. ბედნიერი, ვარ რომ ახლა სუფთა ხელები მაქვს, რადგან ჩემი მიზანი მხოლოდ “არსენალის” წარმატება იყო.”

“კრიტიკა გასაგებია. მე საზოგადოებრივ სამსახურში ვარ და ხალხს ყოველთვის ექნება სხვადასხვა აზრი.”

“არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ჩემი მომავალი არაა მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ “არსენალმა” წარმატებას მიაღწიოს. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და ასე იქნება, სანამ ამ თანამდებობაზე ვარ,” – აცხადებს ვენგერი.

კარიკატურა: სად გარბის სანჩესი? (ფოტო)

14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის “ბაიერნმა” ლონდონის “არსენალი” ანგარიშით, 5-1 გაანადგურა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეთოფეთა” ლიდერმა, ალექსის სანჩესმა, გაბრაზებულმა დატოვა გუნდის გასახდელი და გერმანიიდან პირდაპირ იტალიაში გაემართა. პრესამ ეს ამბავი მაშინვე დაუკავშირა “არსენალიდან” ჩილელის წასვლას.

ომარ მომანიმ ამასთან დაკავშირებით კარიკატურა შემოგვთავაზა

 

როდის გადაწყდება არსენ ვენგერი მომავალი?

მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის, BBC-ის რედაქცია ირწმუნება, რომ “ბაიერნთან”, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კრახის მიუხედავად, “არსენალის” უფროსები უახლოეს დღეებში არსენ ვენგერის დათხოვნას არ აპირებენ.

წყაროს ცნობით, “მეთოფეები” ფრანგ სპეციალისტს დროს სეზონის ბოლომდე აძლევენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 67 წლის არსენ ვენგერი ამ დროის მანძილზე რაიმე ღირებულის შექმნას ვერ მოახერხებს, მას “ემირეიტს სტედიუმის” დატოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ვენგერი ლონდონური კლუბის სათავეში 1996 წლიდან დგას და მთელი ამ დროის მანძილზე გუნდს საკუთარი სურვილისამებრ განაგებს.

“არსენალსა” და არსენს შორის არსებული ამჟამინდელი კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს იწურება.

კარიკატურა: ვენგერი “ბაიერნის” ფეხბურთელებს ემშვიდობება (ფოტო)

15 თებერვალს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მიუნხენის “ბაიერნი” და ლონდონის “არსენალი” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბავარიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

ომარ მომანიმ შეხვედრის დასასრული ასე წარმოგვიდგინა

 

მატს ჰუმელსი: “ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ათამაშონ იოზილი”

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელმა მცველმა, მატს ჰუმელსმა “არსენალთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან მესუტ იოზილზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, ვენგერმა სასტარტოში არ გაამწესოს.

“ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ მესუტის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ის ხომ მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ასეთი რამ პირველად მესმის.

ვფიქრობ, ის თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს, ჩვენი მიზანი კი მისთვის არაკომფორტული სიტუაციის შექმნა იქნება. ყველა ფეხბურთელს აქვს კარგი და ცუდი პერიოდები, ეს არაფერს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ ფეხბურთელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არცერთ შემტევ ფეხბურთელს არ შეუძლია ყოველდღიურად, პირადი გარჯის ხარჯზე გუნდისთვის გამარჯვების მოტანა,” – აცხადებს მატს ჰუმელსი.

არსენ ვენგერი: “შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ, “ბაიერნს” დავამარცხებთ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მიუნხენის “ბაიერნთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა.

“წარსული და წინა თამაშები უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ აწყმოზე უნდა ვფოკუსირდეთ. მათთან თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. მათი მიზანი ყოველთვის ერთნაირია, ტურნირის მოგება.

ვთვლი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. სახლში თამაშის უპირატესობაც გვაქვს. თუმცა, თუ ხვალ კარგად ვერ ვითამაშებთ, ამ ყველაფერს უბრალოდ აზრი დაეკარგება.

“ბაიერნი” კვლავ პირველ ნომრად ეცდება თამაშს, როგორც ჩვევია. ისინი დიდ ზეწოლას განახორციელებენ, მაგრამ უნდა გავუძლოთ. დიდებულად უნდა ვითამაშოთ, თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ.”

ვენგერი: “ოზილი საკმარისად თავდაჯერებული არაა”

ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერი, მესუთ ოზილი დიდი რაოდენობის გოლს ისევ ვერ იტანს. გერმანელმა ფლეიმეიკერმა მეტოქის კარის აღება ბოლოს 10 დეკემბერს შეძლო. ეს ფაქტი არ მოსწონს “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, რომელიც თვლის, რომ 28 წლის შეგირდს ბოლო ფაზაში თავდაჯერებულობა აკლია.

“დროა, მესუთმა ისევ გაიტანოს. მან პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრებშ ბევრი შანსი ვერ გამოიყენა. რეალურად, მას ექმნება მომენტები, თუმცა ბოლო ფაზაში სათანადოდ ვერ მოქმედებს. ჩემი აზრით, გერმანელს თავდაჯერებულობა აკლია. ეს მისთვის, როგორც გუნდის ლიდერისთვის, დაუშვებელია.”

“იმედია, მესუთი მის შესაძლებლობებში მალე დარწმუნდება. სწორედ ეს აკლდა მას ბოლო ტურის შეხვედრაში, “ჰალ სიტის” წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ტიერი ანრი: “კანტესთან მივედი და ვკითხე: “შენ ნამდვილად არსებობ?”

ტიერი ანრი ცოტა ხნის წინ ლონდონის “ჩელსის” ვარჯიშს დაესწრო. ფრანგმა ლეგენდამ ამ თემაზე საჯაროდ ისაუბრა.

“გასულ კვირაში “ჩელსის” სავარჯიშო ბაზაზე ვიყავი. განსაკუთრებით, აზარისა და კანტეს სამზადისი მაინტერესებდა. ერთ-ერთ მომენტში მინდორზე ჩავედი, ნ’გოლოს მხარზე მივარტყი ხელი. მაინტერესებდა, ის რეალური არსება იყო თუ არა. შემდეგ კი ხუმრობით ვუთხარი: “კი, კი, შენ რეალური ხარ!” და გავიცინეთ.”

“ვერ ვხვდები, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ  პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ იგი სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშედ არ დაასახელოს. ის გენიალურ სპორტსმენია,” – აცხადებს ანრი.

“არსენალმა” “ჰალს” სანჩესის დუბლით მოუგო

დღეს პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩები შედგა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ლონდონის “არსენალი” საკუთარ მოედანზე “ჰალ სიტის” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 34-ე წუთზე ალექსის სანჩესმა შეძლო. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 90-ე წუთზე ალექსისმა პენალტი შეასრულა ზუსტად და მის გუნდს ანაგრიშით, 2-0 გაამარჯვებინა.

ამ თამაშის შემდებ “მეთოფეებს” 50 ქულა დაუგროვდათ და, ჯერჯერობით, მესამე ადგილზე არიან. რაც შეეხება “ჰალს”, ეს გუნდის 20 ქულით ბოლოს წინა – მე-19 პოზიციაზეა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

მიულერი: “მოუთმენლად ველი “არსენალთან” დაპირისპირებას”

15 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნი” ლონდონის “არსენალს” მიიღებს.

ბავარიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, თომას მიულერმა აღნიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ასეთი თამაშები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ისინი დიდ სტიმულსა გვაძლევენ და უფრო და უფრო მოტივირებულს გვხდიან.”

“კონკრეტულად, პლეი-ოფის დაპირისპირებები ყოველთვის დაძაბული და სანახაობრივი გამოდის. ეს ის მომენტია, როცა ამბიცია რეალობას ხვდება.”

ძალიან მომენატრა ასეთი თამაშები და ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო.” – აცხადებს თომასი.

მუსტაფი: “არსენალი” პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებს”

ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგის 23-ე და 24-ე ტურის შეხვედრები წააგო და მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, გუნდის მცველი, შკოდრან მუსტაფი თვლის, რომ მათ ინგლისის ჩემპიონატის მოგების რეალური აქვთ.

“თუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გვინდა. ახლა  გაცილებით დიდი ბარიერების გადალახვა მოგვიწევს. თუმცა, მე მორწმუნე ვარ და მჯერა, რომ ტიტულის მოპოვების კარგი შანსი გვაქვს. დანებებას არ ვაპირებ.”

“ბოლო ტურამდე ცდას არ დავაკლებთ. მერე კი დავინახავთ, რამდენად კარგები და იღბლიანები აღმოვჩნდებით.”

“ბოლო ორი მატჩიდან, პირველში, “უოტფორდთან” გვიან გამოვიღვიძეთ და ორი უაზრო ბურთი გავუშვით. ასევე იმედგაცრუებული ვარ “ჩელსისთან” გამართულიდაპირისპირებით. ეს სრულიად განსხვავებული თამაში იყო, რომელშიდან ისე არ დავიხარჯეთ, როგორც იყო საჭირო,” – განაცხადა გერმანელმა.