ვენგერი: “მერტესაკერი მოედნიდან დიეგო კოშტამ გააძევა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ჩელსისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ დიეგო კოშტაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს გამართულ მატჩში მე-18 წუთზე პერ მერტესაკერმა წითელი ბარათი კოშტასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო.

“მერტესაკერი მოედნიდან დიეგო კოშტამ გააძევა – ვერ ვიტყვით, რომ ეს მართალი არ არის. მან ჩვენთან გამართულ ორ შეხვედრაში მსაჯს ორი ფეხბურთელი გააძევებინა… ის ჭკვიანია.

იყო თუ არა წესების დარღვევა? ვიდეოს ვნახავ და ამ ეპიზოდს შემდეგ შევაფასებს. დიეგო კოშტასთან პრეტენზიები არ მაქვს”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.Com-ი.

ფაბრეგასი: „ახლა ჩემი ტვინი უფრო სწრაფად მუშაობს“

„ჩელსის“ ანხევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ყოფილ გუდნთან „არსენალთან“ ანაგრიშთ 1:0 მოგებული მატჩი შეაფგასა.

„მერტეზაკერის გაძევებამდეც ვაქტიურობდით. ტაიმის ბოლოს ფლამინის მომენტი ჰქონდა, მაგრამ პირველ 20-25 წუთში უეკთესად ვთამაშობდით. ჩემს ოპტიმალურ კონდიციებთან ახლოს ვიყავი. ვგრძნობ, რომ თამაშის გამწვავება შემიძლია. ჩემი ტვინი, წინა თვეებთან შედარებთ, უფრო სწრაფად მუშაობს. ზეწოლას ვგრძნობ, თუმცა კომფორტულად ვარ. თანაგუნდელებმა ცხოვრება გამიადვილეს“, – ციტირებს სესკს „სქაი სპორტსი“.

“ჩელსიმ” სტუმრად “არსენალი” მინიმალური უპირატესობით დააამარცხა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეითსზე” შედგა, სადაც ლონდონის “არსენალმა” თანაქალაქელი “ჩელსი” მიიღო. შეხვედრის ბედი სტუმართა ფორვარდ დიეგო კოსტას მიერ გატანილმა კინკილა გოლმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ “არსენალი” მე-18 წუთიდან მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყო, ვინაიდან მინდვრიდან პერ მერტეზაკერი გააძევეს, რომელმაც მეკარესთან ერთი ერთზე მიმავალი დიეგო კოსტა წააქცია.

“არსენალს” 44 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციამდე დაქვეითდა. “ჩელსი” 28 ქულით მე-13 ადგილზეა.

ინგლისის პრემიერლიგა
XXIII ტური
“არსენალი” — “ჩელსი” 0:1 (0:1)

გოლი: დიეგო კოსტა 23′.
გაფრთხილებები: ფლამინი 45′ — ოსკარი 11′, მატიჩი 60′, ობი მიკელი 72′.
გაძევება: მერტეზაკერი 18′.

რუნიმ პრემიერლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა

როგორც მოგახსენეთ, ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ენფილდზე“ „ლივერპული“ დაამარცხა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 78-ე წუთზე უეინ რუნიმ გაიტანა, რომელიც მისთვის პრემიერლიგაში, მანჩესტერელთა მაისურით, 176-ე გამოდგა. აქედან გამომდიანრე, 30 წლის ფორვარდმა „არსენალის“ ლეგენდარულ თავდამსხმელ ტიერი ანრის გაუსწრო, რომელსაც „მეთოფეთა“ შემადგენლობაში ინგლისის პირველობაში 175 გოლი ჰქონდა გატანილი. შესაბამისად, ერთი კლუბის მაისურით პრემიერლიგაში გატანილი გოლების ამ რაოდენობით ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ახალი რეკორდი დაამყარა.

მერსესაიდელთა კარში გოლი რუნისთის ბოლო ოთხ მატჩში მეხუთე გამოდგა.

სათქმელია ისიც, რომ რუნისთვის2005 წლის შემდეგ „ენფილდზე“ ეს პირველი გოლია. მანჩესტერელთა ღირსებას უეინი 2004 წლიდან იცავს.

რუნიმ პრემიერლიგაში ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკორდს მიაღწია.

„ნიუკასლთან“ ფრედ 3:3 დასრულებულ შეხვედრაში მან დუბლი შეასრულა. შედეგად, ინგლისის პრემეირლიგაში ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით რუნი „არსენალის“ ექს-ფორვარდს ტიერი ანრის გაუთანაბრდა. ახლა ორივეს აქტივში 175 გოლია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რუნი პრემიერლიგის ყველა დროის მეორე ბომბარდირი გახდა.

ფრედი ლიუნბერგი “არსენალში” იმუშავებს

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი ფრედი ლიუნბერგი “მეთოფეებს” უბრუნდება, ამჯერად მწვრთნელის ამპლუაში.

38 წლის შვედმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უწერია, რომ სულ მალე “არსენალის” 15-წლამდე გუნდს გაწვრთნის.

შეგახსენებთ, რომ “ლიუნბერგმა” კარიერა 2014 წელს, “მუმბაი სიტიში” დაასრულა.

რა დაემართათ “არსენალისა” და “ნიუკასლის” ფეხბურთელებს დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

2 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.

„ჩელსიმ“ ჩეხს რეკორდის მიღწევა მიულოცა

„ჩელსიმ“ თავის ყოფილ მეკარეს პეტრ ჩეხს, რომელიც ამჟამად „არსენალის“ კარს იცავს, პრემიერლიგის რეკორდის დამყარება მიულოცა.

„ჩვენს ლეგენდას პეტრ ჩეხს პრემიერლიგის „მშრალი“ მატჩების რეკორდის მიღწევას ვულოცავთ“, – წერია „არისტოკრატთა“ ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „ბორნმუტთან“ ანგარიშით 2:0 მოგებული მატჩი ჩეხისთვის პრემიერლიგაში 170-ე გამოდგა, რომელშც მას გოლი არ გაუშვია. აქედან 162 შეხვედრა მან „ჩელსიში“ ჩაატარა.

ვენგერი იოზილით კმაყოფილია

„ბორნმუტთან“ ანგარიშთ 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ნახევარმცველი მესუთ იოზილი შეაქო.

„შაბათის მარცხის შემდეგ ფეხბურთელები თავდაჯერებულები არ იყვნენ, დღეს თამაშში ჩართვა დიდი ხნის განმავლობაში გვიჭირდა, მაგრამ შემდგომ მომენტები შევქმენით. ასეთი წაგების შემდეგ მთავარი ქულების კიდევ ერთხელ არდაკარგვა იყო.

არაერთხელ მითქვამს, რომ იოზილის თამაშში რაღაც ახალი გამოჩნდა. ის სრულყოფილი ფეხბურთელი გახდა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, მესუთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – ციტირებს ფრანგ სპეციალისტს BBC.

პეტრ ჩეხმა პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში ლონდონის „არსენალმა“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ეს შედეგი „მეთოფეთა“ მეკარისთვის პეტრ ჩეხისთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან მან პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა – კერძოდ, ჩეხმა ინგლისის ჩემპიონატში 170-ე მშრალი მატჩი ჩაატარა, რითიც, ამ მაჩვენებლით, ტურნირის ისტორიაში პირველ ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ჩეხი პრემიერლიგაში 2004 წლიდან თამაშობს.

კუმანი: „ანგარიშით 0:4 მარცხის შემდეგ ვენგერი მსაჯებს ჩივის?“

„საუთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „არსენალთან“ ანგარიშით 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ „მეთოფეთა“ თავკაცი არსენ ვენგერი გააკვირიკა. შეხვედრის შეფასებისას ფრანგ სპეციალსიტს უთქვამს, რომ მეტოქემ 3 გოლი თამაშის წესის დარღვევით გაიტანა.

„მხოლოდ სამი? მიკვირს, რომ მეოთხე გოლის შესახებ მას არაფერი უთქვამს. თამაშის ანალიზი მომწონს, თუმცა, როდესაც ანგარიშით 0:4 მარცხდებით, მსაჯზე ლაპარაკობთ? ეს ჩემი ანალიზის სტილი არაა. რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ჩვენ თვითონაც არ ველოდებოდით. უბრალოდ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ გამარჯვებას მოვახერხებდით. ამ ანგარიშზე არც კი გვიფიქრია. რაც შეიძლება მეტის გატანა გვსურდა. მეორე ტაიმში იდეალურად ვთამაშობდით. გეგმა ზუსტად შესრულდა, ბიჭები ყოჩაღები არიან“, – ციტირებს ჰოლანდიელს „სქაი სპორტსი“.

18 ტურის შემდეგ „საუთჰემპტონი“ 24 ქულით პრემიერლიგის მე-12 ადგილს იკავებს.

რა განაცხადა ვენგერმა „საუთჰემპტონთან“ ანგარიშით 0:4 მარცხის შემდეგ?

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი „საუთჰემპტონთან“ ანგარიშით 0:4 განადგურდა.

„შედეგით გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ „საუთჰემპტონის“ ფეხბურთელები ყოჩაღები არიან. მსაჯი გუნდებს თამაშის საშუალებას აძლევდა. ფეხბურთში ორთაბრძოლის ვერმოგება ძვირი ჯდება.

ტიტულს ყველაზე სტაბილური გუნდი იგებს, რომელიც ყოველ მატჩში იბრძვის. დღევანდელი თამაში ძალიან ხისტი იყო, თუმცა საკმარისად კარგად არ გვითამაშია“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ამჟამად ლონდონელები 36 ქულით პრემიერლიგის მე-2 პოზიციაზს იკავებენ და „ლესტერს“, რომელიც გუშინ „ლივერპულთან“ დამარცხდა, 2 ქულით ჩამორჩებიან, „მანჩესტერ სიტის“ კი 1 ქულით უსწრებენ.