ვენგერი: „არ მახსოვს, ბოლოს ტიტულის მოგების ასეთი კარგი შანსი როდის გვქონდა“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ამ გამარჯვებამ ტიტულის მოგების რწმენა მოგვიმატა. ასე ყოველ მატჩში უნდა ვიბრძოდეთ.

წინა შეხვედრებთან შედარებით, უკეთესები ვართ. პრემიერლიგა ძალიან რთული ტურნირია. ამიტომაც, ფრთხილად უნდა ვიყოთ. „სიტის“ წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ასეთივე ფეხბურთი 26 დეკემბერს „საუთჰემპტონთანაც“ უნდა ვაჩვენოთ.

არ მახსოვს, ბოლოს ტიტულის მოგების ასეთი კარგი შანსი როდის გვქონდა. ასეთი შესაძლებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოგვიცია. ცხრილის სათავეში 2013/14 წლების სეზონის მიმდინარეობისასაც ვიყავით. ვიცით, რომ წინ კდიევ გრძელი გზაა.

ცხრილში ძალიან მჭირდო მდგომარეობაა. „მანჩესტერ სიტის“ დონის გათვალისწინებით, საჩემპიონო რბოლის მოგება ამ გუნდსაც შეუძია.

იოზილი, რომელმაც დღეს ორი საგოლე პასი მიითვალა, კიდევ უფრო განვითარდა და მას თამაშის საკუთარ თავზე აღების უფრო დიდი სურვილი გაუჩნდა“, – ციტირებს ფრანგს Goal.com-ი.

აგუერო „არსენალთან“ სათამაშოდ მზადაა

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ საერთო ჯგუფთან ვარჯიში დაიწყო.

ფეხის პრობლემების გამო აგუერომ „სიტის“ ბოლო ოთხი შეხვედრა გამოტოვა. 21 დეკემბერს ლონდონის „არსენალთან“ მატჩისთვის 27 წლის ფეხბურთელი სრულიად უნდა გამოჯანრთელდეს.

არგენტინელის დაბრუნების შემდეგ „ქალაქელთა“ ლაზარეთში ვენსან კომპანი, პაბლო საბალეტა, ფერნანდო და სამირ ნასრი რჩებიან. ამავდროულად, „არსენალთან“ ხსენებულ შეხვედრაში მონაწილეობის შანსი მხოლოდ ნასრის არ აქვს, რის შესახებაც „The Mirror“ იტყობინება.

ანრი: “ბეგკამპი საუკეთესოა მათ შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა კაპიტანმა ტიერი ანრიმ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

“საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია, დენის ბერგკამპია. ის ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც საჭირო იყო. მას გოლის გატანაც შეეძლო და ასევე პასიც გაკეთება. ბერგკამპს უნდოდა, რომ ვარჯიშის დროსაც პირველი ყოფილიყო”, – ციტირებს ანრის სიტყვებს Evening Standart.

აარონ რემსიმ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში რეკორდი დაამყარა

13 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ასტონ ვილამ” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. გოლები ოლივიე ჟირუმ და აარონს რემსიმ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ რემსიმ მთელი მატჩის განმავლობაში 12.37 კმ გაირბინა, რაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე, რეკორდს “ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი ფლობდა (12.34 კმ).

პეტრ ჩეხმა დევიდ ჯეიმსის რეკორდი გაიმეორა

13 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ასტონ ვილამ” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ “არსენალის” მეკარემ, პეტრ ჩეხმა ინგლისის პრემიერ ლიგაში კარი მშრალად 169-ჯერ შეინახა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დევიდ ჯეიმსის რეკორდი გაიმეორა.

დიდი ალბათობით, ჩეხი მეკარე რეკორდს ძალიან მალე დაამყარებს.

არსენ ვენგერი “ოლიმპიაკოსთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

9 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ოლიმპიაკოსსა” და “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, არსენ ვენგერი საინტერესო მომენტში დააფიქსირეს.

ჯერარდმა პრემიერლიგის ნახევარმცველი მცველი დაასახელა

„ლივერპულის“ ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა, რომელიც ამჟამად „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ღირსებას იცებს, „არსენალის“ ნახევარმცველის აარონ რემსი შეაქო.

„ნახევარდაცვაში როგორც მარჯვნივ, ასევე ცენტრში ვთამაშობდი. მგონია, რემსი ფლანგზე თავს არაკომფორტულად გრძნობს. როდესაც ის ფორმაშია, პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარმცველია. იმისთვის, რომ ფეხბურთელები საუკეთესო თამაშს აჩვენებდნენ, ისინი თავის პოზიციებზე უნდა თამაშობდნენ. რემსი შემტევის ადგილზე უნდა იყოს“, – თვლის ჯერარდი.

“რეალს” ალექსის სანჩესი სურს

როგორც ბრიტანული გამოცემა “დეილი სთარი” წერს, მადრიდის “რეალი” დამდეგ ზაფხულს ლონდონის “არსენალის” ფორვარდ ალექსის სანჩესის შეძენას შეეცდება.

წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” 26 წლის ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გაღებას აპირებს.

ალექსის სანჩესმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩილელმა ფეხბურთელმა 5 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

 

რა დაემართა ალექსის სანჩესს “ნორვიჩთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

29 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნორვიჩსა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში (1:1), ალექსის სანჩესი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

როგორ აკონტროლებს ბურთს ალექსის სანჩესი (ვიდეო)

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ლონდონის “არსენალსა” და ზაგრების “დინამოს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას (3:0), ალექსის სანჩესმა ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალედ ითამაშა.

მესუთ იოზილმა ინგლისის პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ინგლისის პრემიერ ლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა.

21 ნოემბერს, “ვესტ ბრომვიჩმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა იოზილმა გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა საგოლე გადაცემის გაკეთება ინგლისის პრემიერ ლიგის ზედიზედ შვიდ მატჩში შეძლო, ასეთი შედეგი კი აქამდე არავის ჰქონია.

ვენგერი ოქტომბრის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთNელი არსენ ვენერი ინგლისის პრემიერლიგის ოქტომბრის საუეკთესო მწვრთNელად დაასახელეს.

გასულ თვეში ფრანგის თავკაცობით „არსენალმა“ ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო, ხოლო „მეთფეების“ მეირ გატანილი და გაშებული გოლების სხვაობამ 11:1 შეადგინა.

როგორც მოგახსენეთ, თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ლესტერის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი დასახელდა.