მესუთ იოზილმა ინგლისის პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა

8 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი კიერან გიბსმა გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი მესუთ იოზილმა გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ იოზილი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საგოლე გადაცემა პრემიერ ლიგის ერთ სეზონში გამართულ ზედიზედ ექვს მატჩში მოახერხა.

შესნი: „იდიოტი არ ვარ“

„რომას“ მეკარემ ვოიცეხ შესნიმ, რომლის სატრანსფერო უფლებები „არსენალს“ ეკუთვნის, აღიარა, რომ „მეთოფეთა“ თავკაცის არსენ ენგერის ადგილას „ჩელსის“ მეკარეს პეტრ ჩეხს ისიც დაიმატებდა.

„მე ხომ იდიოტი არ ვარ – თუ კლუბი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს ყიდულობს, გასაგებია, რომ ეს ტრანსფერი სათადარიგოთა სკამის გასაძლიერებლად არ ორგანიზდება. რა თქმა უნდა, „არსენალში“ დარჩენა და ჩეხთან ადგილისთვის ბრძოლა მსურდა, მაგრამ ვენგერთან საუბრის შემდეგ მივხდი, რომ ახალი სამუშაო ადგილის ძებნა დამჭირდება.

უნდა ეყიდა თუ არა ვენგერს ჩეხი? ხუმრობთ? მან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი ძალიან დაბალ ფასად დაიმატა. თუ კრიშტიანუ რონალდუს დაბალ ფასად შემოგთავაზებენ, წინადადებას თქვენც დათანხმდებოდით. მწვრთნელი გუნდზე უნდა ფიქრობდეს“, – ციტირებს ფეხბურთელს „Futbolfejs“-ი.

ტიერი ანრიმ პრემიერ ლიგის ბოლო 15 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლონდონის “არსენალის” ყოფილ თავდამსხმელს ტიერი ანრის მიაჩნია, რომ პოლ სქოულზი ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო 15 წლის საუეკთესო ფეხბურთელია.

“ვფიქრობ, ის ისე ვერ დააფასეს, როგორც იმსახურებდა. თუ საუკეთესო არა, სქოულზი ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მე რომ სქოულზი ვყოფილიყავი, გუნდში ყველაფერი ჩემს გარშემო იტრიალებდა”, – თქვა ანრიმ Sky Sports-ის ეთერში.

ვენგერი: „არსენალს“ იდეალური კვირა ჰქონდა“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ევერტონთან“ ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურის მოგებული მატჩი შეაფასა.

„ჩვენ ძალიან კონცენტრირებულად ვთამაშობდით. თავიდანვე ვდომინირებდით, რაც მეორე ტაიმშიც გავაგრძელეთ. უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მივითვალეთ, იმედია, ასე გავაგრძელებთ.

10 ტურის შემდეგ პირველები ვართ. მუშაობასა და ბრძოლას გავაგრძელებთ. იდეალური კვირა გვქონდა. ადვილი არ იყო, ამიტომ შემდეგ კვირას რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალებას მივცემ“, – განაცხადა „მეთოფეთა“ თავკაცმა.

ლავესი, შესაძლოა, „ბარსელონას“ ნაცვლად „არსენალში“ გადავიდეს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი, შესაძლოა, ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობაში გადავიდეს, რის შესახებაც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ იტყობინება. წყაროს ინორმაციით, „მეთოფეები“, მზად არიან, არგენტინელისთვის ბრძოლაში სხვა კლუბებთან ერთად ჩაებან.

აქამდე თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი პარიზელთა შემადგენლობაში მისთვის ბოლო იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, სამხრეთ ამერიკელი „ბარსელონაში“ გადასვლას დათანხმდა.

ვენგერი: “მთავარი ფიგურა ჩეხი იყო”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლონდონის “არსენალმა” მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუნდის მეკარე პეტრ ჩეხი გამოარჩია.

“უმაღლესი ხარისხის თამაში იყო. ჩვენ დისციპლინირებულად და მჭიდროდ ვითამაშეთ. ორივე მეკარემ შესანიშნავი სეივები განახორციელა.

პეტრ ჩეხი მთავარი ფიგურა იყო. იგი გონივრულად მოქმედებდა. დღეს საღამოს მსოფლიო კლასის ორი მეკარე ვიხილეთ”, – ციტირებს ვენგერის კომენტარს BBC.

 

როგორ მოატყუა დუგლას კოშტამ ჰექტორ ბელერინი (ვიდეო)

20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “არსენალსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში დუგლას კოშტამ ბელერინი ასე მოატყუა:

ანჩელოტი: „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა“

ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს კარლო ანჩელოტის არ სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საწყის ორ ტურში მარცხის შემდეგ მისი გუნდი ტურნირის პლეიოფში გასვლას მოახერხებს.

„შეიძლება ითქვს, რომ „არსენალი“ ჩემპოიონთა ლიგას უკვე გამოეთიშა, რადგან გუნდს „ბაიერნთან“ ზედიზედ ორი მატჩი ელის. ვფიქრობ, ამ სეზონში ლონდონელების პრობლემა მათი პირველი შეხვედრაა, რომელშიც „მეთოფეებმა“ ზაგრების „დინამო“ არ დააფასეს. „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგაზე მრავალი წლის განმავლობაში არ მოუგია, რამაც „არსენალის“ კონცენტრაციაზე იმოქმედა. ვფიქრობ, მეტოქე როგორც მწვრთნელმა, ასევე ფეხბურთელებმა არ დააფასეს“, – თვლის ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი.

უოლკოტმა და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთმანეთი დახატეს (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები მოედნის მიღმაც აქტიურად განაგრძობენ ურთიერთობას. ამჯერად თეო უოლკოტმა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთ-ერთი საბავშვო შოუს კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ერთი წუთის განმავლობაში ფეხბურთელებმა ერთმანეთი დახატეს, აუდიტორიამ კი უკეთესი ნახატის ავტორი გამოავლინა.

გთავაზობთ ამ სახალისო ვიდეოს.

ჩეხი: „მივხვდი, რომ „ჩელსიში“ ჩემი დრო დასრულდა“

„არსენალის“ მეკარემ პეტრ ჩეხმა „ჩელსიდან“ წასვლის პერიოდი გაიხსენა.

„შარშან ვხვდებოდი, რომ „ჩელსი“ ჩემთვის უკვე გადაშლილი ფურცელი იყო. მწვრთნელმა თავისი არჩევანი გააკეთა, ჩემს ასაკში კი ეს ვარიანტი არ მაწყობდა. თუ ახალწვეული ვიქნებოდი, მაშინ შემადგენლობაში მოხვედრისთვის ვიბრძოლებდი, თუმცა ყველაფერს, რასაც მივაღწიე, უკვე განვლილი პერიოდია. ზოგჯერ საკუთარ თავზეც უნდა ფიქრობდე. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის საუკეთესო იყო. 33 წლის ასაკში ჯდომა და ლოდინი არ მინდა. ასე რომ, როდესაც „ჩელსიში“ ჩემი დრო დასრულდა, წინასვლა გადავწყვიტე“, – განაცხადა ჩეხმა.

ანრი: „არსენალმა“ პრემიერლიგა მიმდინარე სეზონში აუცილებლად უნდა მოიგოს“

„მანჩესტერ იუანიტედთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ „არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში „მეთოფეებს“ პრემიერლიგის მოგებულის ძალიან კარგი შანსი აქვთ.

„ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში „არსენალმა“ ჩემპიონატი უნდა მოიგოს. მათ ეს აუცილებლად უნდა გამოუვიდეთ. არ ვიცი, გუნდს ამის უკეთესი შანსი ექნება თუ არა“, – აღნიშნავს ფრანგი.

რა თქვა ვან გაალმა „არსენალთან“ განადგურების შემდგომ?

„მანჩესტეწრ იუანტიედის„ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „არსენალთან“ ანგარიშთ 0:3 წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მოგება შეუძლებელია, თუ მატჩს ასე იწყებ. ჩვენ ყოველი ორთაბრძოლა წავაგეთ და პრესინგი ვერ გამოგვივიდა. ძალიან გაგვიჭირდა, როდესაც მეტოქეს სივრცე დავუთმეთ.

ჩემი ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედში“ ეს ყველაზე ცუდი შეხვედრა გამოდგა. ჩემი ფეხბურთელები ა სეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს.

ვერაფერს ვცვლიდი. როდესაც ერთი მოთამაშე ცუდად თამაშობს, რამის შეცვლა შემიძლია, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. მოთამაშეთა უმეტესობა ჩემს დარიგებებს ვერ ასწულებდა“, – ციტირებს ჰოლანდიელს „სქაი სპორტსი“.