ვენგერი: „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგიდან ჯერ არ გავარდნილა“

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის თქმით, მის გუნდს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი ჯერ არ დაუკარგავს.

„ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას ვაგრძელებთ. ამ ტურნირიდან ჯერ არ გავვარდნილვართ, ბევრმა უკვე ჩამოგვწერა, მაგრამ ბრძოლა ჯერ კიდევ შეგვიძლია“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

რემსი: „არც კი მახსოვს „არსენალში“ გოლი ბოლოს როდის გავიტანე“

„არსენალის“ თავდამსხმელს აარონ რემსის დაავიწყდა, თუ როდის გაიტანა ბოლოს გოლი „მეთოფეთა“ მაისურით.

„სიმართე რომ გითხრათ, არც მახსოვს, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც „არსენალში“ ბოლო გოლი გავიტანე. მხოლოდ ის ვიცი, რომ მიმდინარე სეზონში ჯერ არ გამიტანია. ეს ჩემთვის ძალიან დასანანია“, – განაცხადა უელსელმა.

ვენგერი: „პლეიოფში გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ოლიმპოიაკოსთან“ ანგარიშით 2:3 მარცხის შემდეგ წაგებაში მეკარე დავიდ ოსპინა არ დაადანაშაულა, რომელმაც კუთხურის შემდეგ ელემენტარულ სიტუაციაში ბურთი გაუშვა.

„მეკარეს შეცდომის დაშვება შეუძლია, მაგრამ ამ მიზეზით წაგების ახსნა დაუშვებელია. მსგავსი რამ პეტრ ჩეხსაც მოუვიდა, ამას უნდა შევეგუოთ.

ვფიქრობ, პლეიოფში გასვლა ჯერ კდიევ შეგვიძლია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი თამაშის დავიწყება რთულია. წარუმატებლობა რამდენიმე მიზეზმა კანაპირობა: დაცვაში კონცენტრაცია დაგვაკლდა, მეტოქემ კი ამ პოზიციაზე კარგად ითამაშა. გარდა ამისა, ბედმაც არ გაგვიღიმა“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ანრი: „პრემიერლიგას ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ადგილის დაკარგვა ემუქრება“

„არსენალის“ ყოფილი მოთამაშის ტიერი ანრის აზრით, ინგლისის პრემიერლგიას ჩემპიონთა ლიგაზე ერთ კლუბის დაკარგვის საშიშროება ექმურება.

„არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ ინგლისმა ჩემპიონთა ლიგაზე ერთი გუნდი დაკარგოს, რადგან ევროთასებზე ინგლისური კლუბები საკმაოდ ცუდად გამოდიან.

ზაგრების „დინამოსთან“ „არსენალის“ მარცხმა აჩვენა, რომ ტურნირის აუტაიდერს ინგლიუსრ კლუბებთნა ქულების დაგროვება შეუძლიათ. ადრე „არსენალი“ მსგავს შეხვედრაში 3-ბურთანი სხვაობით მოიგებდა. ახლა კი გუნდი დამატებითი ზეწოლის ქვეშაა, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასასსვლელად ბრძოლა უწევს. კარგია, რომ მეორე ტურში ლონდონელებს არა „ბაიერნთან“, არამედ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩი ელით.

„მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტეიდ“ ანალოგიურ სიტუაციაში არიან. მათ „ვოლფსბურგთან“ და მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ შეხვედრებში შეცდომის უფლოება არ აქვთ„, – განაცხადა ანრიმ.

მოურინიო: „არსენალის“ ყველა ფეხბურთელი მომწონს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს აზრით, „არსენალის“ შემადგენლობას ინგლისის ჩემპიპნატის მოგება შეუძლია.

„არსენალის“ ყოველი ფეხბურთელი მომწონს. თუ რომელიმე მათგანი თავისუფალი აგენტი გახდება და „ემირეითზე“ არ დარჩება, მას აუცილებლად დავიმატებ. ამ გუნდის ყველა მოთამაშე მომწონს. ვფიქრობ, „არსენალს“ საჩემპიონო შემადგენლობა ჰყავს. მეტიც, ასეთი შემადგენლობით გუნდს ყოველწლიურად უკეთესად თამაში შეუძლია“, – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ლემანი: „არ ვიცი, გამოასწორებს თუ არა სიტუაციას მოურინიო“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მეკარემ „ჩელსის“ სეზონის ცუდი სტარტის შესახებ ისაუბრა.

„შესაძლოა, მოურინიოს სურს, უჩვენოს ხალხს, რომ ცუდ სტარტთან ერთადაც კი ადამიანს ჩემპიონად ჩამოყალიბება შეუძლია და ეს კვლავ ორიგინალურად შეფასდება. ისინი „მანჩესტერ სიტის“ 11-12 ქულით ჩამორჩებიან, ამიტომაც რაიმე მნიშვნელოვანის ჩვენება ნამდვილად საჭიროა. არ ვიცი, მოურინიოს ეს გამოუვა თუ არა“, – განაცხადა ლემანმა.

უილშირი სამ თვეს გამოტოვებს

„არსენალისა“ და ინგლისის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა აგვისტოში მომზადებისას ფეხის ერთ-ერთი ძვლის ტრავმა მიიღო.

არსენ ვენგერი იმედოვნებდა, რომ უილშირი სანაკრებო პაუზის ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა ახლა გაირკვა, რომ მას ოპერაცია დასჭირდება, რომლის შემდეგ აღსადგენი პერიოდი, დაახლოებით, სამ თვეს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო უილშირმა გასულ სეზონში ექვსი თვის განმალვობაში ვერ ითამაშა. ჯეკს მიმდინარე სეზონში ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

„არსენალმა“ კავანიში 50 მილიონი არ გადაიხადა

პსჟ-ს თავდამსხმელს ედინსონ კავანის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის „არსენალში“ გადასვლა შეეძლო, თუმცა ლონდონური კლუბი ფრანგებს მოთამაშის ტრანსფერთან დაკავშირებთ ვერ შეუთანხმდა. პაზირულ კლუბს 50 მილიონი ფუნტის მიღება სურდა, თუმცა „მეთოფეთა“ თავკაცმა არსენ ვენგერმა ამ ფასის გადახდა არ ისურვა.

დიდი ალაბთობით, ეს აგდაწყვეტილება ვენგერმა იმის გამო მიიღო, რომ მომავალში მსგავს ფასად ურუგვაელის გაყიდვას „არსენალი“ ვერ მოახერხებდა.

საიდან ვერ გაუტანა უოლკოტმა გოლი “ნიუკასლსს” (ვიდეო)

29 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნიუკასლსა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში (0:1), ტეო ულკოტმა ძალიან კარგი საგოლე მომენტვი ვერ გამოიყენა.

სანტი კასორლამ სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა სანტი კასორლამ სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებთან ერთადაც უთამაშია.

არტეტა და უოლკოტი ერთმანეთს პენალტების შესრულებაში შეეჯიბრნენ (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები, მიკელ არტეტა და ტეო უოლკოტი ერთმანეთს პენალტების შესრულებაში შეეჯიბრნენ, თუმცა ეს მათ რთულ სიტუაციაში მოუწიათ.

“არსენალი” – “ლივერპული” (სასტარტო შემადგენლობები)

24 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგის მესამე ტურში, ლონდონის “არსენალი” საკუთარ მეოდანზე “ლივერპულს” მიიღებს.

უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გამოვლენ გუნდები მოედანზე.

“არსენალი”: ჩეხი, ნაჩო მონრეალი, გაბრიელ პაულისტა, ჩემბერსი, ბელერინი, იოზილი, კასორლა, კოკელინი, რემზი, სანჩესი, ჟირუ.

“ლივერპული”: მინიოლე, შკრტელი, ლოვრენი, კლაინი, გომესი, მილნერი, ლუკას ლეივა, კოუტინიო, ჩანი, ბენკეტე, ფირმინო.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.