“არსენალი” კავანიზე გადაერთო

“მეთოფეები” კარიმ ბენზემაში 65 მილიონის გადახდას არ აპირებენ.

ლონდონელებს ცენტრალური თავდამსხმელი აუცილებლად სჭირდებათ, ამიტომ არსენ ვენგერი სათადარიგო გეგმის შესრულებას იწყებს.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ჭორები, რომ ზლატანი “პსჟ”-ში რჩება, ხოლო “ნაპოლის” ექს-ფორვარდი აღარ აპირებს ფრანგულ გუნდში გაჩერებას, რადგან შვედის ფონზე იჩრდილება.

ამან შედეგი გამოიღო და ედინსონ კავანის გუნდიდან წასვლისკენ უბიძგა. “არსენალი” ამ შანსის გამოყენებას ეცდება.

საინტერესოა, რომ “რეალი” ბენზემაში 65 მილიონს ითხოვს, ხოლო ურუგვაელის დამატება 50 მილიონადაა ხელმისაწვდომი.

The Telegraph: 22 მილიონიად კრიხოვიაკი “არსენალს” შეუერთდება

“არსენალი” მზად არის “სევილიადან” პოლონელი ნახევარმცველი, გრიეგორჟ კრიხოვიაკი დაიმატოს. ლონდონური გუნდის სკაუტები გუშინდელ მატჩს დაესწრნენ თბილისში, სადაც “ბარსელონამ” დამატებით დროში ანდალუსიელები 5-4 დაამარცხა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, “არსენალი” მზადაა გადაიხადოს 22 მილიონი ნახევარმცველში. ზუსტად იმდენი, რამდენიც რამდენიც 25 წლის ჩამშლელის კონტრაქტში წერია და თუ შუახაზელი თანახმა იქნება, ტრანსფერს ხელს ვერაფერი შეუშლის.

ოლივიე ჟირუ მოედანზე გაითიშა (ვიდეო)

9 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის 74-ე წუთზე, ოლივიე ჟირუ და ჯეიმს ტომკინსი ერთმანეთს შეეჯახნენ.

პრემიერ ლიგა. პირველი ტურის სენსაცია “ემირეითსზე”, საბრძოლო ფრე ნიუკასლში

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის პირველი ტურის ორი მატჩი.

პირველი ლონდონში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი გუნდები, “არსენალი” და “ვესტ ჰემი” დაუპირისპირდნენ. მასპინძლები პირველ ტაიმში საკმაოდ აქტიურად უტევდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს, პიტერ ჩეხის უპატიებელი შეცდომის ხარჯზე “ვესტ ჰემის” მცველმა, კოუიატემ ანგარიში გახსნა. არსენ ვენგერის შეგირდებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, თუმცა მეორე ნახევრის მე-12 წუთზე, სლავენ ბილიჩის არგენტინელმა შემტევმა, მაურო სარატემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საკუთარი “წვლილი” ამ გოლის გასვლაში კვლავ პიტერ ჩეხმა დაიდო. ესეც ასე, პრემიერ ლიგის პირველი ტურის სენსაცია პუბლიკამ “ემირეითსზე”, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” შესრულებით იხილა.

“არსენალი” 0-2 “ვესტ ჰემი”

გოლი: კოუიატე ’43, სარატე ’57

“არსენალი”: ჩეხი, მერტეზაკერი, კოშიელნი, დებუში(სანჩესი ’67), მონრეალი, კოკელენი(უოლკოტი ’58), კასორლა, რემსი, ჩემბერლენი, იოზილი, ჟირუ

“ვესტ ჰემი”: ადრიანი, რიდი, კრესველი, ტომკინსი, კუიატე, სარატე(ხარვისი ’63), სახო(მაიგა ’90), ნობლი, ოგბონა, პაიე, ოქსფორდი(ნოლანი ’79)

გაფრთხილება: მონრეალი – ნობლი, ოგბონა, ტომკინსი.


კვირის მეორე მატჩი, ნიუკასლში, “სენტ-ჯეიმს პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ნიუკასლმა” “საუთჰემპტონს” უმასპინძლა. მთელი მატჩის მიმდინარეობისას სტივენ მაკლარენის შეგირდები ბურთს ფლობდნენ, თუმცა რონალდ კუმანის ბიჭები ბურთის ხელში ჩაგდებისას უფრო მეტ მომენტს ქმნიდნენ და ტიმ კრულს აწუხებდნენ. საბოლოოდ, ორივე გუნდი ორ-ორი გოლით გამოირჩა და მატჩი საბრძოლო ფრის ფონზე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩში გოლი გაიტანა “კაჭკაჭთა” დებიუტანმა, ჯორჯო ვინალდუმმა.

“ნიუკასლი” 2-2 “საუთჰემპტონი”

გოლი სისე ’42, ვინალდუმი ’48 – პელე ’24, ლონგი ’79’

ჩეხის უპატიებელი შეცდომა და “ვესტ ჰემის” გოლი “არსენალის” კარში (ვიდეო)

ამჟამად მიმდინარეობს პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩი “ემირეითსზე”, სადაც ადგილობრივი “არსენალი” შესვენებაზე “ვესტ ჰემთან” 0-1 მარცხდება.

მატჩის 43-ე წუთზე, “ვესტ ჰემმა” საჯარიმო გაათამაშა, “არსენალის” ახალვწეულმა, პიტერ ჩეხმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა გამოსვლის დროს და ანგარიში გაიხსნა, შეიხ კოუიატემ გოლი გაიტანა.

ვენგერი სატრანსფერო ფანჯრის დასრულებას ითხოვს!

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა სატრანსფერო ფანჯრის ვადის გადატანის იდეით კიდევ ერთხელ გამოვიდა. სპეციალისტსის აზრით, სეზონის დასაწყისისთვის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურული უნდა იყოს.

„სეზონის დასაწყისისთვის მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, თუ რომელ კლუბშ ითამაშებენ. არ უნდა იყოს ისე, რომ ერთი ფეხბურთელი ერთი ფეხით ერთ კლუბში იყოს, მეორეთი კი სხვაში. ერთი სეზონის განამვლობაში ერთ ფეხბურთელს ჩვენ წინააღმდეგ თამაში ორჯერ შეუძლია“, – განაცხადა ვენგერმა.

ანრის აზრით, ვინ გახდება პრემიერლიგის წლის მოთამაშე

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თვდამსხმელმა და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტმა ტიერი ანრიმ ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ გახდება ინგლისის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

“ჩემი აზრით, წლის საუკეთესო მოთამაშე ალექსის სანჩესი გახდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მას უკვე ჰქონდა შესანიშნავი სეზონი.
თუ “არსენალს” ჩემპიონობა სურს, ალექსისმა ასეთივე სეზონი უნდა ჩაატაროს და ვფიქრობ, მას ეს შეუძლია კიდეც”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “ევროსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მოურინიო: “თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის სუპერთასზე “არსენალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:1) შემდეგ მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც მან “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერს ხელი არ ჩამოართვა. ამ ფაქტმა სპორტულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა თავად პორტუგალიელი თვლის, რომ თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არც უნდა ჩამოართვან.

“არ მინდა, მომხდარისგან რაღაც ისტორია შევქმნა. როდესაც ქუჩაში მიდიხართ, ვალდებული არ ხართ, ყველას მიესალმოთ და ხელი ჩამოართვათ. როდესაც კლუბს წარმოადგენთ, ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა. სუპერთასის დროს ვფიქრობდი ჩემს გუნდზე, გამარჯვებულზე, “უემბლიზე”, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლო საფეხბურთო სტადიონია, სადაც შეგიძლია ისე არ მოიქცე, როგორც საჭიროა, თუმცა მე ვთვლი, რომ თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან”, – განაცხადა მოურინიომ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

ვენგერმა უარყო

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მისი გუნდის სატრანსფერო აქტივობებზე ისაუბრა.

ცოტა ხნის წინ, პრესა აქტიურად უკავშირებდა ბენზემას “არსენალს” და ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფრანგში გუნიდსთვის სარეკორდო თანხას, 55 მილიონს იხდიან.

“რაც შეეხება ბენზემასადმი ჭორებს, არაფერი ხდება. არ ვიცი, ვინ ეწევა დემაგოგიას. ესპანური და ინგლისური პრესა? – ვერ გეტყვით,”-ამბობს ვენგერი.

მოსალოდნელია, რომ “არსენალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელს დაიმატებს. თუ ის ბენზემა არ იქნება, ობამეიანგი ან ალექსანდრ ლაკაზეტი უნდა იყოს.

ვენგერმა მოურინიოს პირველად მოუგო

როგორც მოგეხსენებთ, დღეს, ინგლისის სუპერთასის მატჩში, ერთმანეთს ლონდონის „არსენალი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „მეთოფეთა“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 24-ე წუთზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთთხვევაა, როდესაც არსენ ვენგერის გუნდმა ჟოზე მოურინიოს თავკაცობით გასულ „ჩელსის“ სძლია. აქამდე პორტუგალიელ სპეციალისტს ფრანგთან არასდროს წაუგია. ჯამში ამ ორი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდები ერთმანეთს 13-ჯერ შევხდნენ.

„ჩელსი“ დამარცხებულია – „არსენალმა“ სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო

დასრულდა ინგლისის სუპერთასის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ლონდონის „არსენალი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ.

გუნდებს სახიფათო მომენტები ხანგრძლივი პერიოდის განამვლობაში არ შეუქმნიათ. 22-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ ჩაწოდებულს მეორე სართულზე თეო უოლკოტი გამოეხმაურა, რომლის დარტყმა ტიბო კრუტუამ ხელში უპრობლემოდ აიღ. სამაგიეროდ, ორ წუთში იმავე ულკოტმა კვლავ შეუტია, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე პასით ოექსლეიდ-ჩემბერლენი მოამარაგა, ეს უკანასკნელი მეტოქის საჯარიმოში შევიდა, მცველებს აჯობა და ძლიერად დარტყმის შემდეგ ბელგიელი მეკარე უშანსოდ დატოვა – 1:0 (იხილეთ ვიდეო). 33-ე წუთზე მეტოქის კარს რამირესმა დაუმიზნა, რის შემდეგაც ბურთი „არსენალის“ კარს სულ მცირე მანძილის ასცდა. სამ წუთში რამირესმა ბურთი ვილიანისგან მარცხენა ფლანგიდან მიიღო და თავით დაარტყა, მაგრამ ამჯერადაც არაზუსტად. 42-ე წუთზე იმავე ფლანგიდან შეჭრილმა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ნაჩო მონრეალის მიმართლებით ჩააწოდა, თუმცა მეორე სართულზე „არსენალის“ მოთამაშეს ბრანისლავ ივანოვიჩმა აჯობა, რომელმაც ბურთი გამოიტანა. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე „მეთოფეებს“ ანაგრიშის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა საჯარიმოში ამჯერად საიმედოდ კეიჰილმა ითამაშა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ჟოზე მოურინიომ ილოიკ რემის ნაცვლად, რომელმაც პირველ ტაიმში თავი ვერ გამოიჩნა და ოთხჯერ თამაშგარე მდგოამრეობაში მოხვდა, დებიუტანტი რადამელ ფალკაო გამოიყვანა. „ჩელსის“ თამაში უეკთესობისკენ არ შეცვლილა, რის გამოც 54-ე წუთზე რამირესის ადგილი ოსკარმა დაიკავა. მოედანზე გამოსვლის შემდეგ სამ წუთში ოსკარმა შორიდან არც თუ ისე ძლიერად და არაზუსტად დაარტყა. 61-ე წუთზე სესკ ფაბრეგასმა აზარი ჩინებული პასით მოამარაგა, ბელგიელი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და თითქოს ჩეხის კარში ურობლემოდ უნდა გაეტანა, თუმცა ძალიან დიდი მანძილით ააცილა. სათქმელია, რომ ამ ეპიზოდში აზარს აქტიურად ხელს კოშელნი უშლიდა. 65-ე წუთზე მსაჯს პირველი ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია – ოქსლეიდ-ჩემბერლენის სწრაფი შეტევის შეჩერებისთვის ასპილიკუეტა დაჯარიმდა. ერთ წუთში ვენგერმა პირველი ცვლილება გაოიყენა – თეო უოლკოტი ილივიე ჟირუმ შეცვალა, რომელსაც ცოტა ხანში გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა. 68-ე წუთზე ჩეხმა ოსკარის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოიგერია, დანიშნული კუთხურის შედეგად კი „არსენალმა“ არეულობა თავიდან აიცილა და კონტშეტევაშიც წავიდა, რომელიც ოლივიე ჟირუს სახიფათო დარტყმით დასრულდა. 74-ე წუთზე ჩეხი ზუმას თავურ დარტყმას დაეუფლა. 77-ე წუთზე არსენ ვენგერმა ერთადერთი გოლის ავტორი ოქსლეიდ-ჩემბერლენი მიკელ არტეტათი შეცვალა. მატჩის ბოლოს „არსენალს“ ორი სახიფათო მომენტი ჰქონდა. 86-ე წუთზე კასორლა კურტუასთან ერთ-ერთზე გადიოდა, თუმცა ბელგიელმა მეკარემ ჩინებულად ითამაშა. თავისი შესაძლებლობები მსგავს ეპიზოდში მან მსაჯის მეირ კომპენსირებულ დროშიჩ გამოამჟღავნა, როდესაც თავისი გუნდისთვის მეორე გოლი გიბსს არ გაატანინა. რაც შეეხება „ჩელსის“ მოურინიოს გუნდმა, განსაკუთრებული ეპიზოდების შექმნა ბოლოს ვერ შეძლო.

საბოლოოდ, 1:0 და ვენგერის გუნდმა სეზონი სუპერთასის მოგებით ზედიზედ მეორედ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „არსენალმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა.

„არსენალი“ – „ჩელსი“ 10

მაყურებლები: 85,437

გოლები: ოქსლეიდ-ჩემბერლენი 24′

„არსენალი“: ჩეხი, მერტესაკერი, მონრეალი, კოშელნი, ბელერინი, იოზილი (გიბსი 82′), კოკლენი,რემსი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არტეტა 77′), უოლკოტი (ჟირუ 66′)

„ჩელსი“: კურტუა, ტერი (მოზესი 82′), კეიჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა (ზუმა 69′), ფაბრეგასი, ვილიანი, რამირესი (ოსკარი 54′), მატიჩი, აზარი, რემი (ფალკაო 46′)

გაფრთხილებები: კოკლენი 68′ – ასპილიკუეტა 65′

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა „ჩელსის“ ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

„ჩელსისთან“ ინგლისის სუპერთასის მიმდინარე შეხვედრაში „არსენალის“ თავდამსხმელმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბლერნამა მეტოქის საჯარიმოში თეო უოლკოტის პასი მიიღო, მცველები მაოტყუა და უძლიერესი დარტყმით ჩინებული გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო: