ჩეხი „ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს

დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ინგლისის სუპერთასის მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თანაქალაქელები „არსენალი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან. წარმოგიდგენთ ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობას.

„არსენალი“: ჩეხი, მერტესაკერი, მონრეალი, კოშელნი, ბელერინი, იოზილი, კოკლენი,რემსი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უოლკოტი

„ჩელსი“: კურტუა, ტერი, კეიჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, ვილიანი, რამირესი, მატიჩი, აზარი, რემი

მოურინიომ სუპერთასის შესაძლო წაგების შესახებ ისაუბრა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელა ჟოზე მორუნიომ „არსენალთან“ ინგლისის სუპერთასის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერი კარგადაა, ჩვენ რიგზე ვართ. ფრენა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ლონდონში ორშაბათის დილიდან ვართ.

სუპერთასის მატჩი საშუალო დონის შეხვედრაა. ეს არც ამხანაგური თამაშია და არც პრემიერლიგის თამაშია.

„ნიუ-იორკ რედ ბულსთან“ დავმარცხდით, რის გამოც გული დაგვწყდა. ნორმალურია, რომ ყოველთვის შედეგზე ვთამაშობთ და სუპერთასისთვის სხვანაირი მოტივაცია გვაქვს. ის ასეთი არაა, როგორც ამხანაგურ შეხვედრებში.

მსურს, ჩემმა კლუბმა საუკეთესო შედეგს მიაღწიოს. მეტოქესა და მის მწვრთნელს მნიშვნელობა არ აქვს.

ვენგერის 13-მატჩიანი წაუგებელი სერია? ფეხბურთში ყველანირი შედეგისთვის მზად უნდა იყო. „არსენალთნ“ მოგების შემდეგ განსაკუთრებული სიხარული არ მიგრძვნია. დრამას არ დავდგამ, თუ ერთხელ დავმარცხდებით.

„არსენალი“ ტოპ გუნდია. ორი წლის წინ, როდესაც ინგლისში დავბრუნდი, „მეთოფეთა“ სახით კარგი კოლექტივი შემხვდა. ახლა იგივე სიტუაციაა. მათ ყოველთვის კარგი მეკარეები ჰყავდათ, ახლა კი კიდევ ერთი დაემატა“, – განაცხადა მოურინიომ.

ჟოზე მოურინიომ რაფაელ ბენიტესს შეუტია

“არსენალმა” “რეალთან” ბენზემას ტრანსფერი შეათანხმა

ბრიტანული პრესა წერს, რომ ამ ზაფხულს ბენზემა ლონდონში გადავა.

“მეთოფეებმა” ახალი შეთავაზებაბ გააკეთეს და მადრიდელებს წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ. “არსენალი” მორიგ ტრანსფერს 55 მილიონ ევროდ(40 მილიონ ფუნტიად) განახორციელებს. ფრანგი არსენ ვენგერის გუნდის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე იქნება.

კარიმი “სამეფო გუნდში” თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მათი ახალი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი “გალაქტიკოსში” ცენტრ-ფორვარდად რონალდუს უპირებს დაყენებას, რაც “ლიონის” ექს-შემტევს გზებს უკვეთავს.

გარდა ბენზემასი, ვენგერს სათადარიგო ვარიანტები ჰქონდა ლევანდოვსკის, ობამეიანგის, ჯეკოს და ლაკაზეტის სახით.

„არსენალმა“ უოლკოტთან და კასორლასთან გაახანგრძლივა

ლონდონის „არსენალმა“ ორ მოთამაშესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის შესახებაც კლუბის ოფიციალური საიტი წერს. „მეთოფეებმა“ შეთანხმება სანტი კასორლასთან და თეო უოლკოტთან გაახანგრძლივეს.

ამჟამად მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება.

განვლილ სეზონში კასორლამ ინგლისის პრემეერლიგის 37 მატჩში ითამაშა, აქედან 33 შეხვედრა მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 7 გოლთ გამოიჩინა. რაც შეეხება უოლკოტს, 14 თამაშში (აქედან 4 სასტარტო შემადგენლობაში) მან 5 გოლი გაიტანა.

დიაბი “მარსელში” გადავიდა

ფეხბურთელი კარიერას საფრანგეთში აგრძელებს.

“მარსელის” ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მათ აბუ დიაბი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველი ლონდონის “არსენალის” ღირსებას 9 წელიწადი იცავდა.

ვენგერს “ბარსელონას” ვარსკვლავი სურს

“არსენალის” მთავარი მწვრთნელი დიდი მიზნებითაა.

ფრანგმა სპეციალისტმა გუნდის ხელმძღვანელებს ესპანელი ნახევარმცველის დამატება სთხოვა.

ლონდონელებს გრანდიოზული გეგმები აქვთ, ამიტომ ისინი “ბარსელონას” სერხიო ბუსკეტსის თაობაზე დაუკავშირდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოცდილმა უკანახაზელმა ახლახანს გაახანგრძლივა.

შვიდწლიანი “ბარსელონური” კარიერის მანძილზე 27 წლის ჩამშლელმა 19 ტიტული მოიგო, ხოლო 331 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ვენგერი: „არსენალისთვის“ ტრანსფერები აუცილებელი არაა“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ლიონთან“ ანგარიშით 6:0 მოგებული მატჩი შეაფასა და კლუბის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა.

„ჩვენ კარგი და დინამიური გუნდური თამაში ვაჩვენეთ, რომლის დროსაც ფეხბურთელებმა თავი გოლებით გამოიჩინეს. ჯამში ეს იმის გაგრძელებაა, რასაც გასული სეზონის ბოლოს ვაკეთებდით.

რაც შეეხება კრეატიული მოთამაშეებს დამატებას, ვიტყვი, რომ ასეთი ტრანსფერებსითვის „არსენალი“ ღიაა, მაგრამ ამავდროულად ვინმეს დამატების აუცილებლობა არ გვაქვს.

კრეატიული ფეხბურთელების გარეშე ერთ მატჩში ექვსი გოლის გატანა შეუძლებელია. ინგლისის თასის ფინალში ოთხი გოლი გავიტანეთ. ტრანსფერებისთვის ღია ვართ, მაგრამ ბაზარზე დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

როგორი პასი გაუკეთა მესუთ იოზილმა აარონ რემზის (ვიდეო)

25 ივლისს, ლონდონის “არსენალსა” და ლიონის “ოლიმპიკს” შორის გამართულ მატჩში (6:0), მესუთ იოზილმა აარონ რემზის შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა.

უელბეკმა, შესაძლოა, სეზონის სტარტი გამოტოვოს

„არსენალის“ თავდამსხმელი დენი უელბეკი მუხლის ტრავმის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონის დაწყებამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს. ცნობისთვის, ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს „არსენალი“ 9 აგვისტოს ჩაატარებს – მისი მეტოქე „ვესტ ჰემი“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ უელბეკს აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

 

„არსენალი“ ჟირუსთან ახანგრძლივებს

ლონდონის „არსენალმა“ თავდმასხმელ ოლივიე ჟირუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ჟირუ ლონდონურ კლუბში 2018 წლამდე ითამაშებს, რის შესახებაც ESPN-ი იტყობინება.

ცნობისთვის, ფრანგი თავდამსხმელი „არსენალში“ 2012 წლიდან თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ „მეთოფეთა“ ლეგენდამ ტიერი ანრიმ გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმად, ძირითად შემადგენლობაში ჟირუს ყოფნის შემთხვევაში, „არსენალი“ წარმატებას ვერ მიაღწევს.

ვენგერმა კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ყველასთვის საინტერესო თემას შეეხო – ლონდონელთა თავკაცმა კარიერის დასრულება განიხილა.

„დიახ, კარიერის დასრულებაზე ვფიქრობ ხოლმე, თუმცა ამ თემას ხუთ წამში ვივიწყებ, რადგან ის ჩემში პანიკას იწვევს.

„ოლდ ტრაფორდზე“ მატჩის შემდეგ ფერგიუსონს გავესაუბრე და ვკითხე, არ მოიწყინა თუ არა მან ფეხბურთის გარეშე. პასუხად ის მივიღე, რომ მის ცხოვრებაში ისედაც საკმარისი ფეხბურთია, რადგან ის ყველა მატჩს ესწრება. მას ასევე ცხენები უყვარს.

არანაირი პრობლემა არ მაქვს. უფრო მეტი მუშაობისთვის მოტივირებული ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხშირად ასრულებ სამუშაოს. მნიშვნელოვანია, რომ შენი საქმე გიყვარდეს“, – აღნიშნა ვენგერმა.

“არსენალი” ისკოსადმი ინტერესს ააქტიურებს

არსენ ვენგერს გუნდის გაძლიერება ესპანელი ნახევარმცველით სურს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “არსენალი” ემზადება 23 წლის შემტევის ტრანსფერის განსახორციელებლად.

“მეთოფეთა” წარმომადგენლები ახლა მოლაპარაკებებს “სამეფო გუნდის” ხელმძღვანელებთან მართავენ და 35 მილიონად გარიგების განხორციელებას ეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ “არსენალის” გარდა ისკო “ჩელსის”, “მან.სიტის” და “იუვენტუსს” სურს, რომელიც ახალგაზრდა ფლეიმეიქერს ანდრეა პირლოს შემცვლელად მოიაზრებს.