ჰამშიკი: “ვერ გეტყვით, რის ხარჯზე შეგვიძლია, ვაჯობოთ “არსენალს”

“ნაპოლის” ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ლონდონის “არსენალის” შესაძლო დამარცხება მომდევნო ეტაპზე ნეაპოლელთა გასვლის შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის.

“ამ მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. “არსენალი” შესანიშნავი გუნდია, ბურთს კარგად ფლობს. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რის ხარჯზე შეგვიძლია, “არსენალი” დავჯაბნოთ. ამას ვნახავთ. გასულ სეზონთან შედარებით,”ნაპოლი” მნიშვნელოვნად შეიცვალა. ლონდონში შესაძლო გამარჯვება მნიშვნელოვნად ზრდის ჯგუფიდან ჩვენი გასვლის შანსს, თუმცა წინ კიდევ ხუთი მატჩია”, – განაცხადა ჰამშიკმა.

მატჩი “არსენალსა” და “ნაპოლის” შორის სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი 

ვენგერი: „ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთვნელმა არსენ ვენგერმა „ნაპოლისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

„ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ასევე „მარსელი“, „ბორუსია“ და „ნაპოლი“ ასპარეზობენ. ყველა ეს გუნდი თავისი ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებს შორის არის. ჩვენთვის წარმატების მიღწევა და ჯგუფიდან გასვლა უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს ვენგერი.

„არ მსურს მათემატიკური გათვლების გაკეთება, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, ჯგუფიდან გასასვლელად საშუალოდ 10,2 ქულის დაგროვებაც არის საკმარისი. რთულია იმის თქმა, თუ როგორ დავაგროვებთ 0,2 ქულას, თუმცა ჩვენი მიზნები ყველასთვის ნათელია. ამიტომაც, ვამბობ, რომ საშინაო მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გასვლაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სახლშიც მოვიგებთ, 1/8 ფინალის საგზური ჯიბეში გვექნება. მოდით, ხვალინდელი მატჩით დავიწყოთ. ჩვენი მიზნისკენ ეტაპობრივად მივალთ. ბევრი კომენტარის გაკეთება საჭირო არც არის, უბრალოდ, ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმს უნდა ვაღწევდეთ“, – დაასრულა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რემსი: “მიზანი ჩემპიონობაა”

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში მის გუნდს ინგლისის ჩემპიონობის შანსი აქვს.

“სუონსის” წინააღმდეგ სამი ქულის მოპოვების შემდეგ, არსენ ვენგერის შეგირდები ცხრილის სათავეში მოექცნენ და მეორე ადგილოსან “ტოტენჰემს” ორი ქულით უსწრებენ. (პრემიერლიგა)

“ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. უკანასკნელ მატჩებში ჩვენ კარგი ფეხბურთის ჩვენებით გამოვირჩევით. დიახ, “არსენალი” ადრე უამრავი მოთამაშის ტრავმამ ძალიან დაასუსტა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენმა გუნდმა სირთულეების დაძლევა მოახერხა”, – აცხადებს აარონ რემსი.

“რაც შეეხება “სუონსისთან” შეხვედრას, შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მთავარი დავალება სწრაფი გოლის არ გაშვება იყო, რასაც თავი მშვენივრად გავართვით”, – დაასრულა “მეთოფეთა” ფეხბურთელმა.

სანდრო საპანაძე

იოზილი საღეჭ რეზინს თავის სტილში ეპყრობა

“სუონსისთან” გასამართი მატჩის წინ, ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელმა, მესუთ იოზილმა საღეჭი რეზინი პირში თავის სტილში მოათავსა.

ვენგერი თავისი მომავლისა და სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, მოსაფიქრებლად ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს.

„არ მეჩქარება. კონტრაქტი ივნისის თვეში მეწურება, ჯერ კი სექტემბერია. წინ დიდი დროა. ახლა რაიმეს დაგეგმვა საჭირო სულაც არ არის. მინდა, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. შემდეგ დავსხდებით და ვიმსჯელებთ, რა გამოვიდა, რა შეიძლება კიდევ გამოვიდეს და მიღირს თუ არა თანხმობის თქმა“, – აღნიშნა „არსენალის“ თავკაცმა.

გარდა ამისა, ვენგერმა კლუბების სატრანსფერო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა.

„ვიბრძვი იმისთვის, რომ კლუბებმა იმაზე ნაკლები თანხა დახარჯონ, ვიდრე გამოიმუშავებენ. თუ გარკვეულ თანხას მივიღებთ, მოხარული ვიქნები მისი დახარჯვით. გარდა ამისა, მსოფლიო დონის ფეხბურთელებს ვეძებთ. რამდენიმე წლის განმავლობაში კლუბს ფინანსური შეზღუდვები ჰქონდა, ახლა „არსენალის“ მდგომარეობა ამ მხრივ უკეთესია“, – განაცხადა ვენგერმა.

„მეთოფეთა“ ფრანგმა დამრიგებელმა მესუთ იოზილის ტრანსფერის შესახებაც ისაუბრა, რაშიც „არსენალმა“ 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.

„სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ მადრიდის „რეალის“ მხირად იოზილის გაყიდვა გარეტ ბეილის ყიდვასთან არის დაკავშირებული. არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა „რეალში“. არსებობდა თუ არა ფინანსური მიზეზი ამ გადაწყვეტილების მისაღებად? შესაძლოა, არსებობდა კიდეც და ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ ვინმე გაეყიდათ“, – დაასრულა ვენგერმა.

ბექა დოგრაშვილი

ბალაკმა იოზილის ტრანსფერზე ისაუბრა

გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკი თვლის, რომ მისი თანამემამულე მესუთ იოზილი ლონდონის „არსენალში“ წარმატებას მიაღწევს.

„იოზილი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც კარიერის პიკზე იმყოფება. ის გამოჩენილი ფეხბურთელია და არა მგონია, ინგლისში პრობლემები შეექმნას.
„არსენალი“ დიდებული კლუბია, რომელმაც იოზილის სანაცვლოდ დიდი თანხა გაიღო.
ეს ადასტურებს იმას, რომ მას საერთაშორისო დონეზე განსაკუთერებული ადგილი უკავია. ასეთ თანხას ხშირად არ იხდიან.
იმედი მაქვს, მას საქმეები კარგად წაუვა. მისი სახით პრემიერლიგას შეემატება ფეხბურთელი, რომელიც ტექნიკური შესაძლებლობებითა და ბურთის ფლობით გამოირჩევა“, – განაცხადა ბალაკმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების წევრი მადრიდის „რეალიდან“ „არსენალში“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩრდილოლონდონურმა კლუბმა 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.

იოზილის დებიუტი შესაძლოა 14 სექტემბერს, „სანდერლენდის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში შედგეს.

ბექა დოგრაშვილი

არსენალი 1-3 ასტონ ვილა (რევიუ)

ინგლისური პრემიერლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე მოულოდნელი მარცხი იწვნია ლონდონის “არსენალმა”. დედაქალაქელებმა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში თავად გახსნეს, ბირმინგემის “ასტონ ვილას” ბრწყინვალე შემტევის, ბენტეკეს წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და 1-3 დამარცხდნენ. Continue reading “არსენალი 1-3 ასტონ ვილა (რევიუ)”

დიდი დაპირისპირება: ტოპ 10 “არსენალი” – “მანჩესტერი” 21-ე საუკუნეში!

კვირას პრემიერლიგაში დიდი მატჩია. შეხვედრა, რომელსაც გარდა ჩემპიონობისთვის ბრძოლისა, ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აქვს და ეს მუდამ ასე იყო, ეს ხომ “არსენალი” – “მანჩესტერია”. Continue reading “დიდი დაპირისპირება: ტოპ 10 “არსენალი” – “მანჩესტერი” 21-ე საუკუნეში!”