მესუთ იოზილი: “ამასთან შეგუება მიწევს”

მესუთ იოზილმა მის ამჟამინდელ კარიერაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მიუხედავად პოზიციის ცვლილებისა, გუნდში არსებული სიტუაციით კმაყოფილია.

“აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი სამუშაოს შესრულებისას ასი პროცენტით ვიხარჯები ხოლმე. ვცდილობ, მოედანზე ყველაფერი დავტოვო. ჩემთვის ფეხბურთში მთავარი ეს არის. ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი საქმით დიდი სიამოვნებას ვიღებ. რა მოხდება მომავალში, ამას მალე ვიხილავთ.”

“ყველაზე კარგად, მოედანზე ჩემი თავის შესაძლებლობები მე ვიცი. ყველა ხვდება, რომ საყვარელი პოზიცია გამთამაშებლის ადგილია. თუმცა, ბოლო ხანებში მწვრთნელი მარჯვენა ფლანგზე მათამაშებს. ამასთან შეგუება მიწევს და ვცდილობ, სწორედ აქ გამოვავლინო დადებითი თვისებები,” – აცხადებს იოზილი.

“არსენალის” ლეგენდა ტეო უოლკოტს კლუბის დატოვებას ურჩევს

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, იან რაიტი “მეთოფეთა” რიგებში მოთამაშე ტეო უოლკოტს “ემირეიტს სტედიუმის” დატოვებას ურჩევს და თვლის, რომ სხვაგან მას უკეთესი მომავალი ელის.

“ვფიქრობ, რომ უოლკოტისთვის უკეთესი იქნება, თუ კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ ის რაიმე სახის პროგრესის მიღებას შეძლებს, მითუმეტეს, თუ მხოლოდ თასისა და ევროპა ლიგის მატჩებში ითამაშებს.

ბუნებრივია, მას მაღალ ნოტაზე სურს “არსენალიდან” წასვლა, ეს კი სწორედ რომ შესაფერისი მომენტია. მას “არსენალისთვის” ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, თუმცა ამას არ უნდა დასჯერდეს და სხვა გეგმებზე იფიქროს,” – აცხადებს იან რაიტი.

მიმდინარე სეზონში უოლკოტმა მხოლოდ რვა მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება და ამ დროის მანძილზე თავი სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

არსენ ვენგერი: “ჩვენი შეტევა? ნამდვილი ფუფუნებაა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ევერტონთან” მოგებული მატჩის შემდეგ (5:2) პრესასთან გუნდის შეტევით პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასპექტში “მეთოფეებს” ნამდვილად არ უჭირთ.

“ჩვენი შეტევითი ხაზი? ნამდვილი ფუფუნებაა ჩემთვის. თუმცა, ამავდროულად ეს დიდ თავსატეხსაც მიჩენს. რთულია, მათ შორის არჩევანის გაკეთება.

ის ფაქტი, რომ თითოეული მათგანი მაქსიმალურად ცდილობს თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას, ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს. მე კი ყველანაირად ვცდილობ, რომ მათ საჭირო დრო გამოვუყო,” – აცხადებს არსენ ვენგერი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ევერტონთან” მატჩში “არსენალის” შეტევაზე ალექსის სანჩესი, მესუთ იოზილი და ალექსანდერ ლაკაზეტი ზრუნავდნენ.სათადარიგოთა სკამზე კი ვენგერის განკარგულებაში ტეო უოლკოტი, ალექს აივობი და ოლივიე ჟირუ იყვნენ.

“არსენალმა” “ევერტონი” სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში მერსესაიდის “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო. რონალდ კუმანის გუნდმა “მეთოფეებს” საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია სამი ქულისთვის ბრძოლაში.

მატჩში ანგარიში უეინ რუნიმ, თამაშის 12-ე წუთზე გახსნა, რასაც მონრეალმა მე-40 წუთზე უპასუხა. პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა.

მეორე ტაიმში კი ნაგარიში იოზილმა გახსნა (53′), რასაც გეიეს გაძევება მოჰყვა (68′). დარჩენილ დროში სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს: ლაკაზეტი 74′, რემზი 90′, სანჩესი 95′, ხოლო მასპინძლებმა ერთი – ნიასე 93′.

ამ დროისთვის “არსენალი” სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს 16 ქულით, ხოლო “ევერტონი” 8 ქულით გასავარდ ზონაში იმყოფება.


იოზილმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადადის

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი იმდენადაა დარწმუნებული თავის ტრანსფერში, რომ ამის შესახებ უკვე თანაგუნდელებთანაც საუბრობს.

Daily Mirror-ის ცნობით, 29 წლის იოზილი, რომელსაც “მეთოფეებთან” კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, მოუთმენლად ელის “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლას, სადაც მუმდივ სათამაშო დროს პირდებიან.

შეგახსენებთ, რომ იოზილსა და მოურინიოს საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან “რეალში” ყოფნის პერიოდში. როგორც ჩანს, მხარეები 2013 წელს დასრულებული ურთიერთობის აღდგენას იანვრის თვეში გეგმავენ.

ცნობილი ხდება ისიც, რომ იოზილის წარმომადგენლები დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის კვირაში 350 000 ფუნტამდე გაზრდას ითხოვდნენ, რაზეც “არსენალმა” უარი განაცხადა.

მაჰრეზი ზამთარში კლუბს შეიცვლის?

ინგლისურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაჰრეზი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა.

როგორც ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, მაჰრეზის დამატება “არსენალსა” და “ტოტენფემს” სურთ.
ორივე გუნდი მზადაა ალჟირელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატონ.

მაჰრეზი 2014 წელს “ლესტერ სიტიში” გადავიდა და იმ პატარა სასწაულის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, რომელიც ამ კლუბმა 2015-2016 წლების სეზონზე შემოგვთავაზა.

ვენგერი: “იანვარში შესაძლოა, სანჩესი და იოზილი გავყიდოთ”

ლონდონის “არსენალი” პრემიერ ლიგაში ამ სეზონშიც ვერ ამართლებს იმ მოლოდინს, რაც გულშემატკივრებს აქვთ. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ალექსის სანჩესისა და მესუთ იოზილის გადაწყვეტილებაზე, დარჩნენ თუ არა კლუბში. მათ კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურებათ.

“მეთოფეთა” მთავარმა მწვრნელმა, არსენ ვენგერმა ჟურნალისტებთან ორი ლიდერის წასვლა-დარჩენის თემაზე ისაუბრა.

“ყველა შესაძლებელ ხერხს მოვსინჯავთ, რომ იოზილი და სანჩესი ჩვენთან დარჩნენ. როგორც დავასკვენი, ამ ეტაპზე მესუთს აქ თამაში სურს. თუმცა, არც ეს საქმეა მარტივად. იმედი მაქვს, ყველაფერი საპირისპიროდ შემობრუნდება და ფეხბურთელებს შევინარჩუნებთ. ჯერ რამის ზუსტად თქმა ძალიან რთულია. ნამდვილად არაა გამორიცხული, იანვარში ორივე ფეხბურთელი გავყიდოთ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს,” – აცხადებს ფრანგი.

დანი ალვეში ალექსის სანჩესს “პარი სენ-ჟერმენში” იწვევს

“პარი სენ-ჟერმენის” მცველი, დანი ალვეში, რომლის ნაკრებმაც გუშინ ჩილელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ყველანაირი შანსი მოუსპო, პრესასთან ფრანგულ კლუბში ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

როგორც იცით, ჩილელი შემტევი “არსენალში” არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და მზადაა, “ემირეიტს სტედიუმი” ზამთარშიც დატოვოს. მისი გადაბირების მთავარ კანდიდატად კი “მანჩესტერ სიტის” მოისაზრებენ.

“ძალიან კარგი იქნება, თუ ალექსის სანჩესი შემოგვიერთდება. მე მას მუდამ ვაღიარებ და ყოველთვის საუკეთესოს ვისურვებ სანჩესისთვის. მისი მოსვლის შანსი საკმაოდ დიდია, თუმცაღა, ალექსისის გადაბირებით ბევრი კლუბია დაინტერესებული,” – აცხადებს ალვეში, რომელიც პარიზში გასულ ზაფხულს გამოჩნდა ნეიმართან ერთად.

იოზილის აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა

მესუთ იოზილის აგენტმა საკუთარი კლიენტის მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ლონდონის “არსენალთან” მიმდინარე მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს.

როგორც იცით, “რეალის” ექს-ნახევარმცველი ბოლო დროს არც ისე კარგად გამოიყურება “ემირეიტს სტედიუმზე”. ფეხბურთის ბევრმა სპეციალისტმა მისი მოტივაციის ნაკლებობის საკითხიც დასვა. ამ ყველაფრის ფონზე კი “მეთოფეთა” გულშემატკივრები კლუბიდან მის წასვლას მოელიან.

იოზილის აგენტის სიტყვები კი სხვაგვარად გვაფიქრებინებს: “იოზილს უნდა, რომ კიდევ ორი ან სამი წელი ითამაშოს პრემიერ ლიგაში. რაც შეეხება კონტრაქტს, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.”

გეტყვით იმასაც, რომ გერმანელ ფეხბურთელსა და “არსენალს” შორის არსებულ ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

“არსენალი” ბარსელონას ფეხბურთელს შეიძლენს

ლონდონის “არსენალი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთენს შეიძენს.

CNN-ის თურქული გამოცემა იტყობინება, რომ ინგლისურ კლუბს არდა თურანის დამატება სურს. მათი თქმით, “არსენალის” სკაუტები უკვე დაუკავშირდნენ თურანის აგენტს და მოლაპარაკებები დაიწყეს.

თურქი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2015 წლის ზაფხულზე გადავიდა და ამ დროის განმავლობაში, იშვიათად ეძლეოდა თამაშის საშუალება. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ არდას შეძენა, ასევე “გალათასარაის” სურდა, სწორედ ამ გუნდის კაპიტანი იყო თურანი, სანამ ის “ატლეტიკოში” გადავიდოდა.

არსენ ვენგერი პრემიერ ლიგაში “ბარსელონას” გაწევრიანების წინააღმდეგია

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა პრესასთან პრემიერ ლიგაში “ბარსელონას” გადასვლის შანსებსა და სიტუაციის განვითარების სავარაუდო სცენარზე ისაუბრა.

“მონაკო” საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს, უელსური კლუბები კი ინგლისში ასპარეზობენ. არამგონია, უეფას ამასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია ჰქონდეს.

“ბარსელონას” მოწვევა პრემიერ ლიგაში? ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ, არ ღირს გეოგრაფიული ერთიანობის დარღვევა. რატომ არ ვიწვევთ “სელტიკს” ან “რეინჯერსს”? ვფიქრობ, ეს უფრო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა.

ამასთანავე, არსებობს პოლიტიკური ჩარჩოც. თუ კატალონიასა და ესპანეთს შორის სიტუაცია ამ დონეზე დაიძაბება, მათი მიღება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ინგლისი კატალონიელთა პოლიტიკის მომხრეა.

ეს არც ისე რეალური ვარიანტია, როგორც თქვენ გგონია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამ წერტილამდე არ მივა და “ბარსელონა” თამაშს კვლავ ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

რაფინიას მსურველები ინგლისშიც გამოუჩნდნენ

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, რაფინია ძალიან ახლოსაა იანვარში “ბლაუგრანას” დატოვებასთან და მსურველებიც საკმაოდ ჰყავს.

ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას იტალიურ “მილანთან” ერთად ლონდონური “არსენალიც” შეეცდება.

ლონდონური კლუბის თავკაცი, არსენ ვენგერი რაფინიას მესუთ იოზილის შემცვლელად მოისაზრებს. “მეტოფეებს”, “როსონერის” მსგავსად ბრაზილიელის არენდის წესით აყვანის ვარიანტიც მოსწონთ.

საგულისხმოა ისიც, რომ რაფინიას ადრეც ჰქონდა “კამპ ნოუს” დატოვების შანსები, მაგრამ ის არჩევანს მუდამ მშობლიურ კლუბში დარჩენაზე აკეთებდა.