არსენალი ჯექსონ მარტინესში 40 მილიონს იხდის

თეო უოლკოტის ტრავმამ სატრანსფერო ბაზარზე არსენ ვენგერის გააქტიურება გამოიწვია. პორტუგალიური პრესის ცნობით მეთოფეთა მთავარი სამიზნე ალვარო მორატა იყო, მაგრამ მადრიდელებმა მის გასხვისებაზე უარი განაცხადეს. ამგვარად ლონდენელთა ყურადღება პორტოს 27 წლის ფორვარდზე გადაერთო, რომლის სანაცვლოდაც მზად არიან საკმაოდ სოლიდური თანხა 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაიღონ.
მიმდინარე გათამაშებაში “დრაკონების” შემადგენლობაში მარტინესმა 14 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა.

 

ტიერი ანრი ჟურნალ GQ-ს ფოტოსესიაში

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ ჟურნალ GQ-ს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

1

2

3

4

5

6

მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი

დღევანდელ ფეხბურთში სისწრაფე ბევრ რამეს წყვეტს. ხშირად, გუნდები აქცენტს სწორედ ამ კომპონენტზე აკეთებენ, რასაც შედეგი ნამდვილად მოაქვს.

ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

10) ალექსის სანჩესი (30.1 კმ/სთ)

FC Cartagena v Barcelona - Copa del Rey: Round of 32

9) არიენ რობენი (30.4 კმ/სთ)

FC Bayern Muenchen v FC Augsburg - Bundesliga

8) ფრანკ რიბერი (30.7 კმ/სთ)

FC Bayern Muenchen v Manchester City - UEFA Champions League

7) უეინ რუნი (31.2 კმ/სთ)

Bayer Leverkusen v Manchester United - UEFA Champions League

6) ლიონელ მესი (32.5 კმ/სთ)

RC Celta de Vigo v FC Barcelona - La Liga

5) ტეო უოლკოტი (32.7 კმ/სთ)

FBL-ENG-PR-ARSENAL-HULL

4) კრიშტიანო რონალდუ (33.6 კმ/სთ)

Real Madrid v Borussia Dortmund - UEFA Champions League Semi Final: Second Leg

3) აარონ ლენონი (33.8 კმ/სთ)

FBL-ENG-ESP-TOTTENHAM-ESPANYOL

2) გარეტ ბეილი (34.7 კმ/სთ)

FC Barcelona v Real Madrid CF - La Liga

1) ანტონიო ვალენსია (35.1 კმ/სთ)

FBL-EUR-C1-MAN UTD-BAYER LEVERKUSEN

დიტო ჭიჭინაძე

ინგლისში კალუს დაბრუნებაზე ფიქრობენ

ფრანგული „ლილის“ ფორვარდი სალომონ კალუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში  შესაძლოა, ინგლისის პრემილიგაში დაბრუნდეს.

„სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, კოტ დივუარის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის შესაძლებლობას ლონდონის „არსენალისა“ და „ლივერპულის“ ხელმძღვანელები განიხილავენ.

კალუსთვის „ნისლიანი ალბიონი“ უცხო არ არის. 2006-დან 2012 წლამდე ის ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში 60 გოლის გატანა შეძლო.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში კალუმ 19-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილება, გაიტანა ექვსი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი

პოგბა ბავშვობაში „არსენალში“ ან „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ აღიარა, რომ ბავშვობაში იგი ლონდონის „არსენალში“ ან კატალონიის „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობდა.

„იუვენტუსში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა არ დავმალავ, რომ ბავშვობაში „არსენალში“ ან „ბარსელონაში“ თამაში მინდოდა.

ზინედინ ზიდანის, დავიდ ტრეზეგესა და პეველ ნედვედის ტრიო ჩემთვის „იუვენტუსის“ სახეს წარმოადგენა. ეს ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც მაღალი კლასი და დისციპლინა გააჩნდა“, – აღნიშნა ახალგაზრდა ნახევარმცველმა.

„მსურს, სერ ალექს ფერგუსონს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით თამაში თითქმის არ მიწევდა, მას ჩემი სჯეროდა. ფერგუსონი იტალიაში გადასვლას არ მირჩევდა, იგი რასიზმის შესახებ მაფრთხილებდა და მას ეგონა, რომ იტალიაში თავს ცუდად ვიგრძნობდი.

რაც შეეხება რასიზმს, მისგან არცერთ ქვეყანა არაა დაცული. რასიზმი ინგლისშიც არსებობს. ამისთვის, საკმარისია ჯონ ტერისა და ლუის სუარესის ეპიზოდის გახსენება“, – განაცხადა პოგბამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვენგერს თასის მოგება სურს

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ტოტენჰემთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ „ტოტენჰემის“ დამარცხება გვსურს. ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და დასვენების საშუალებას მხოლოდ იმ მოთამაშეებს მივცემ, რომელთაც ტრავმა აქვთ. წინ უმაღლესი დონის დერბი გველის და მას პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ. ინგლისის თასის მოგების სურვილი გვაქვს, ამიტომაც ამ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. აღნიშნული ტურნირი ოთხჯერ მაქვს მოგებული და თასის მეხუთედ აწევაზე უარს არ ვიტყოდი“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვენგერმა ბერბატოვისადმი ინტერესი უარყო

ლონდონის “არსენალის” მთავარმწა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა უარყო ხმები იმის თაობაზე, რომ “მეთოფეებს” დიმიტარ ბერვატოვის დამატება სურთ.

“ბერბატოვი ის მოთამაშე არ არის, ვის კანდიდატურასაც ჩვენ ამჟამად განვიხილავთ” – განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ “არსენალს” შეტევაში პრობლემები აქვს. ჟირუ და ბენდტნერი ტრავმირებულები არიან. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “არსენალი” ბერბატოვის შეძენას ორ მილიონ გირვანქად აპირებდა.

“არსენალში” ლიტველი ფეხბურთელი ისინჯება

ლიტვური “ატლანტასის” მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინე სარსანიამ განაცხადა, რომ ლიტვის 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი დონატას კაზლაუსკასი ლონდონის “არსენალშია” სინჯებზე.

“არსენალის სკაუტებმა კაზლაუსკასის 11 მატჩი ნახეს და ახლა მას ლონდონში ელიან, სადაც დონატასი 5 იანვარს გაემგზავრება. ამავე დროს ფეხბურთელისადმი ინტერესს ფრანგული კლუბები იჩენენ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის ჯერ “არსენალში” წავიდეს. თუ იქ არაფერი გამოვა, შემდე სხვა ვარიანტებზეც ვიფიქრებთ” – განაცხადა სარსანიამ.

„არსენალი“ მორატას იჯარით აყვანას შეეცდება

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელები შეტევის ხაზის გაძლიერებაზე დაფიქრდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, „მეთოფეთა“ მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს საკუთარი გუნდის მაისურით მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის ალვარო მორატას ხილვა სურს.

სავარაუდოდ, ლონდონელები ახალგაზრდა ფორვარდის იჯარით აყვანას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსის“ ძირითად გუნდში მორატა 2011 წლიდან ირიცხება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჟირუ: „არსენალს“ ახალი თავდამსხმელი არ სჭირდება“

„ნიუკასლის“ კარში გამარჯვების გოლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს მის გუნდს თავდამსხმელების დამატება არ სჭირდება.

„ჩვენ საკმაოდ ბევრი შემტევი მოთამაშე გვყავს. პოდოლსკი მოედანზე წარმატებით დაბრუნდა, უოლკოტს კი ფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. „არსენალის“ ყველა თავდამსხმელი მაღალი დონისაა. თუ ვენგერს ჩემი სკამზე დასმა სურს, ამისთვის ახალი ფეხბურთელების მოყვანა საჭირო სულაც არ არის“, – განაცხადა ფრანგმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

იღბლიანი 13

უკანასკნელი წელიწადი საკმაოდ მდიდარი იყო მოვლენებით, ბევრი საინტერესო ფაქტიც მოხდა. მოგრამ ყველაზე მეტად ის 13-ით დაგვამახსოვრდა.

წლების მანძილზე 13 გარკვეულ მისტიკურ ელფერს ატარებს და უიღბლობის სიმბოლოდაც იქცა ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის. ამ საკითხში ფეხბურთიც არ არის გამონაკლისი. ცრურწმენები აქ დიდი ხანია გაბატონებულია. ბევრი მოთამაშისათვის მაისურზე დატანილი ნომრის არჩევა კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. ზოგს ეშინია 13-ის, ზოგი კი მას მთელს თავის წარმატებას უკავშირებს.

გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს, რომლებიც 13-ს უკავშირდება.

 

ისტორიული ექსკურსი

ფეხბურთელებისათვის ნომრების მინიჭება, ისევე როგორც თვითონ ფეხბურთის იდეა რა თქმა უნდა ინგლისელებს მოუვიდათ თავში. თუმცა, ნუმერაციის დანეგრვა მხოლოდ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა. ლონდონის “არსენალის” მწვრთნელმა ჰერბერტ ჩეპმენმა, რომელიც გამორჩეული ნოვატორი იყო, 1928 წლის 25 აგვისტოს ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთი შეხვედრაში საკუთარი ფეხბურთელები დანომრილი მაისურებით გამოიყვანა მოედანზე. ეს ექსპერიმენტი ერთჯერად ხასიათს ატარებდა და მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაგრძელდა. 1933 წლის ინგლისის თასის ფინალში “ევერტონსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ორივე გუნდის ფეხბურთელები დანომრილი მაისურით წარდგნენ გულშემატკივართა წინაშე. ლივერპულელებს 1-დან 11-მდე ეცვათ, ხოლო “სიტის” ფეხბურთელებს 12-დან 22-მდე.

ნუმერაცია ინგლისში სავალდებულო 1939 წლიდან გახდა.

“მეთორმეტე მოთამაშე” მეცამეტე ნომრით

ყველა იცის, რომ გულშემატკივარს ხშირად მეთორმეტე მოთამშეს ეძახიან. თუმცა, არსებობს საინტერესო ვარაუდი, რომ ეს ტერმინი ევროპაში ამერიკიდან შემოვიდა. 1922 წელს ერთ-ერთი ამერიკული ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი ტრავმების ეპიდემიის გამო კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მას გუნდის დასაკომპლექტებლად მოთამშე არ ჰყოფნიდა. სპეციალისტი არ დაიბნა და გუნდის შემადგენლობაში დარჩენილი ვაკანტური ადგილი გულშემატკივარს დაუთმო. ტრიბუნებიდან ვინმე ჯონ ბაიბლი ჩამოვიდა, რომელმაც საბოლოო ჯამში გუნდს გამარჯვება მოუტანა. მას “მეოთერმეტე მოთამაშე” შეარქვეს. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გახდა ეს ტერმინი აქტუალური გულშემატკივართან მიმართებაში.

თუმცა, რამოდენიმე ევროპული გუნდის გულშემატკივრები საკუთარ თავს მეცამეტე ნომრით აღნიშნავენ. როგორც ჩანს ბერძნული “პანაითინაიკოსის” და ინგლისური “რედიგნისა” და “ნორვიჩის” ფანებს ცრურწმენების არ სჯერათ.

ცამეტით ზურგზე

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობა 13-ს თავს არიდებს, არიან ისეთებიც, ვისაც ამ რიცხვის მისტიკური დატვირთვის ნაკლებად სჯერა.

ამის ნათელი მაგალითი გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკია. შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერი, რომელსაც ყოველთვის მცირე ნაბიჯი აკლდებოდა დიდი წარმატების მისაღწევათ. ბალაკი ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი (ვერცხლი 2002, ბრინჯაო 2006). ასევე გერმანელს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

კიდევ ერთი გამორჩეული 13 ნომერი, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პარკ ჯი სუნია. საერთო ჯამში “ეშმაკებთან” ერთად მან 11 ტიტულის მოპოვება შესძლო. მათ შორის 2008 წლის ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. გახდა პირველი აზიელი, ვისაც ოდესმე მანჩესტერული კლუბისთვის უკაპიტნია.
აღსანიშნავია, რომ კორეასა, იაპონიაშ და ჩინეთში 13 ბედნიერ რიცხვად ითვლება.

“ოქროს ბუცის” მფლობელი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე – თომას მიულერი. ახალგაზრდა გერმანელს 13 ნომრიანი მაისურა მიხაელ ბალაკისგან ერგო. აღსანიშნავია, რომ მიულერი 13 სექტემბერს არის დაბადებული. მაგრამ ეს მას ხელს არანაირად არ უშლის წარმატებულ საფეხბურთო კარიერაში.

კიდევ ერთი “13-ნომრიანი” გერმანელი – ლეგენდარული გერდ მიულერი. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთსო ბომბარდირის საყვარელი რიცხვი 13 იყო.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი. “სკუადრა აძურას” განუმეორებელი მცველი ალსეანდრო ნესტაც ღირსეულად ატარებდა საყვარელ 13 ნომერს. ბევრი მის ხშირ ტრავმებს სწორედ არჩეულ სათამაშო ნომერს უკავშირებდა, მაგრამ ნესტას არასდროს არ გასჩენია მისი შეცვლის სურვილი.

ცამეტ რიცხვში დაბადებულები

ბუნებრივია, რომ საფეხბურთო სამყაროში უამრავი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც 13-ში დაიბადა. მათ შორის არიან: რენატ დასაევი, ალან შირერი, ფაბიო კანავარო, კარლეს პუიოლი, პიერლუიჯი კოლინა.

კამათი ამ თემასთან დაკავშირებით დაუსრულებლად შეიძლება. როგორც ყოველთვის, ორივე მხარეს უამრავი არგუმენტი ექნება თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. თუმცა, ერთი ცხადია. ფეხბურთში ისტორია ნომერი კი არა, არამედ ნომრის მფლობელი ქმნის.

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელები

როგორც ცნობილია, ფეხბურთელები თავისუფალ დროს უმეტესად ძილს ან კომპიუტერულ თამაშებს უთმობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რაიმე მუსიკის დაკვრით ან სიმღერით ერთობიან.

Fanebi.Com გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც მუსიკალური ნიჭითაც არიან დაჯილდოვებულნი.

1. ხოსე მანუელ პინტო

კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ YouTube-ში ვიდეო ატვირთა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უკრავს ის. როგორც თავად ამბობს: “არ ვიცი, რას ვუკრავ, მაგრამ ცუდად არ გამომდის.”

აღსანიშნავია, რომ პინტოს რეპიც მოწონს. ის რამდენიმე თვის წინ ესპანეთში მოღვაწე რეპერ სეფიუს შეხვდა და მასთან და აბიდალთან ერთად კომპოზიციაც კი შექმნა.

2. სერხიო რამოსი

როგორც გაირკვა, მადრიდის “რეალის” მცველს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა შეძლებია. ოქტომბერში, რამოსმა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავის მეგობარ გოგონას სერენადა შეუსრულა.

3. პეტრ ჩეხი

ლონდონის “ჩელსის” მეკარეს დასარტყამ ინსტუმენტებზე დაკვრა კარგად გამოსდის. ის ერთ-ერთი ჩეხური ბენდის წევრიცაა.

4. ვოიცეხ შჩესნი

“არსენალის” პოლონელ კიპერს პიანინოზე დაკვრა კარგად შეუძლია, რაზეც YouTube-ში გავრცელებული ვიდეოებიც მეტყველებს.

5. ტომაშ როსიცკი

ცნობილია, რომ “არსენალის” ნახევარმცველს როკი იტაცებს. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, როდესაც მას ტრავმა ჰქონდა, ის გიტარაზე დაკვრას სწავლობდა.



6. სანდრო

“ტოტენჰემის” ნახევარმცველი მუსიკალური ნიჭით ნამდვილად არის დაჯილდოვებული, მას გიტარაზე დაკვრა და სიმღერა კარგად გამოსდის.

7. მარიო ბალოტელი

ალბათ, ყველასათვის მოულოდნელია ის, რომ მარიო ბალოტელის მსგავსი ადამიანი პიანინოზე უკრავს. ამ ვიდეომ ნამდვილად ბევრი ადამიანი გააკვირვა.

დიტო ჭიჭინაძე