ჩეხი: “პრემიერ ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს”

“ჩელსის” კარის დარაჯი, პეტრ ჩეხი აცხადებს, რომ ლონდონურ კლუბს მიმდინარე სეზონში, ინგლისის პრემიერ ლიგის მოგების დიდი შანსი გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ჟოზე მოურინიოს შეგირდები ჩემპიონატის ცხრილში მესამე პოზიციას იკავებენ და ლიდერ “არსენალს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.

“პირველ ადგილზე მყოფ “არსენალს” მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ტიტულის მოგების დიდი შანსი გვაქვს. მთავარია, ქულები არ გავანიავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონობა გაგვიჭირდება. კარგად ვიცით, რომ საუკეთესო ფორმაში ჯერ არ ვართ, მაგრამ ნელ-ნელა მოვუმატებთ”, – ამბობს ჩეხი.

ლუკაშ პოდოლსკის ემოციური გოლის აღნიშვნა

26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ჰემმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “მეთოფეთა” მხრიდან, ერთ-ერთი გოლი ლუკაშ პოდოლსკიმაც გაიტანა, რომელმაც შედეგიანი დარტყმა საკმაოდ ემოციურად აღნიშნა.

ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიო ფეხბურში

ბრაზილიურმა სპორტული ბიზნესის კომპანია Pluri Consultoria-მ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილს მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იკავებს. ესპანელი სპეციალისტი ბავარიული კლუბისგან, წელიწადში, ხელფასის სახით 17 მილიონ ევროს იღებს.

მეორე პოზიციას იკავებს ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, რომელსაც ინგლისურ კლუბში 10 მილიონ ევროს უხდიან.

გთავაზობთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეულს:

1. პეპ გვარდიოლა (მიუნხენის “ბაიერნი”) – 17 მილიონი.
2. ჟოზე მოურინიო (ლონდონის “ჩელსი”) – 10 მილიონი.
3. მარჩელო ლიპი (“გუანჟოუ ევერგრანდი”) – 10 მილიონი.
4. არსენ ვენგერი (ლონდონის “არსენალი”) – 8.2 მილიონი.
5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – 7.8 მილიონი.
6. კარლო ანჩელოტი (მადრიდის “რეალი”) – 7.5 მილიონი.
7. დევიდ მოიესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 5.9 მილიონი.
8. ხერარდო მარტინო (კატალონიის “ბარსელონა”) – 5.4 მილიონი.
9. იურგენ კლოპი (დორტმუნდის “ბორუსია”) – 4.3 მილიონი.
10. მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”) – 4.1 მილიონი.

დიტო ჭიჭინაძე

ლამი: “არსენალთან” შეხვედრა არ გვინდოდა”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი, ფილიპ ლამი აცხადებს, რომ ბავარიელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენლთან” შეხვედრა არ სურდათ.

“ჩვენი შესაძლო მოწინააღმდეგეებიდან, “არსენალი” ყველაზე ძლიერი იყო, ამიტომ გვსურდა, მერვედფინალში “მეთოფეები” არ შეგვხვედროდნენ. ლონდონელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მშვენივრად იმუშავეს და შედეგიც სახეზეა. “არსენალში” თამაშობს მესუთ იოზილი, რომელსაც კარგად ვიცნობ. იმედი მაქვს, წარმატებას ჩვენ მივაღწევთ”, – ამბობს ლამი.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა. პროცედურაში მონაწილეობდნენ ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ფინალის ელჩი ლუიშ ფიგუ, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი. 16 გუნდი 8 წყვილად განაწილდა.

წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა.

„მანჩესტერ სიტი”–„ბარსელონა”
„ოლიმპიაკოსი”–„მანჩესტერ იუნაიტედი”
„მილანი”–„ატლეტიკო”
„ლევერკუზენი”–„პარი სენ-ჟერმენი”
„გალათასარაი”–„ჩელსი”
„შალკე”–„რეალი”
„ზენიტი”–„ბორუსია”
„არსენალი”–„ბაიერნი”

ბექა დოგრაშვილი

იოზილმა მოიბოდიშა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა სოციალური ქსელის მეშვეობით კლუბის ქომაგებს მოუბოდიშა. ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ გამართული მატჩის (3:6) შემდეგ 25-წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ლონდონური კლუბის გულშემატკივრებს აპლოდისმენტები არ დაუკრა, რის გამოც თანამემამულე პერ მერტეზაკერისგან შენიშვნაც დაიმსახურა.

„ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა არ გადავუხადე.

ჩემთან შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ და ვიცი, რომ გრძელი გზა გამოიარეთ და ბევრი ფულიც დახარჯეთ იმისთვის, რომ ჩვენთვის გექომაგათ. დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებული ვიყავი და ვიცი, რომ თქვენთან მადლობის გადასახდელად მაინც უნდა მოვსულიყავი. ვიცი, რომ ეს „არსენალის“ განსაკუთრებული ტრადიციაა და მნიშვნელობა არ აქვს, მოვიგებთ, ფრედ ვითამაშებთ თუ დავმარცხდებით“, – ნათქვამია იოზილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბექა დოგრაშვილი

იოზილმა მსაჯს თურქულად შეაგინა

14 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში, კამერებმა ერთი საინტერესო მომენტი დააფიქსირეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლონდონელთა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა შეხვედრის მთავარ არბიტრს მარტინ ატკინსონს თურქულ ენაზე შეაგინა.

 

ჯეკ უილშირმა “მანჩესტერ სიტის” ფანებს შუა თითი უჩვენა

14 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

თამაშის მიმდინარეობისას, “მეთოფეთა” ფეხბურთელმა, ჯეკ უილშირმა მეტოქე გუნდის ფანებს შუა თითი უჩვენა.

wilshere

„ბარსელონამ“ ვილია „არსენალში“ არ გაუშვა

„ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ, რომელიც ამჟამად მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავს, აღიარა, რომ ერთ-ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს მას ლონდონის „არსენალში“ გადასვლა შეეძლო.

„ბარსელონა“ იმიტომ დავტოვე, რომ საკმარისი სათამაშო დრო არ მქონდა. ჯერ კიდევ „ატლეტიკოში“ გადასვლამდე ინგლისიდან საკმაოდ სერიოზული წინადადება მქონდა – კონტრაქტს „არსენალი“ მთავაზობდა. ძალიან კარგი პირობების შემომთავაზეს, რომლებიც, როგორც მე, ასევე კლუბისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო. ამის მიუხადავად, კატალონიელებმა გადაწყვიტეს, რომ მაშინ ჩემი გაშვებისთვის შესაფერისი დრო არ იყო“, – განაცხადა ვილიამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანრი: “იოზილი პირესს მაგონებს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი, რომელიც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, “ნიუ იორკ რედ ბულსის” ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ მას “მეთოფეთან” გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი რობერტ პირესს აგონებს.

შეგახსენებთ, რომ იოზილი “არსენალში” გასულ ზაფხულს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. გერმანიის ნაკრების წევრმა, ლონდონელთა შემადგენლობაში, ოთხი გოლის გატანა და შვიდი საგოლე პასის გაკეთება უკვე მოახერხა.

“მესუთის თამაშის სტილი ძალიან მხიბლავს. ის რობერტ პირესს მაგონებს. იოზილი თამაშს მშვენივრად ალაგებს, საგოლე პასებს აკეთებს და რა თქმა უნდა, გუნდისათვის დიდი წარმატება მოაქვს. ვფიქრობ, “არსენალმა” მისი შეძენით, შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო”, – ამბობს ანრი.

დიდი ფეხბურთელები ერთმანეთის წინააღმდეგ

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ თამაშობენ ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ფეხბურთელები.

იგუაინმა “არსენალთან” მატჩის შემდეგ იტირა

როგორც იცით, 11 დეკემბერს, “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა მეტოქის დამარცხება მოახერეს, ისინი მაინც ჯგუფში ჩარჩნენ, რაც გონსალო იგუაინმა ძალიან განიცადა.