ბავშვი, რომელიც ტირილს არ წყვეტს

11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩის დაწყების წინ, საკმაოდ სახალისო რამ მოხდა. კამერებმა დააფიქსირეს პატარა ბიჭუნა, რომელიც ტირილს არ წყვეტდა.

ვენგერი: “იმედი მაქვს წილისყრაში გაგვიმართლებს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების მოახლოვებულ წილისყრასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გაუზიარა.

“სამწუხაროდ ჯგუფშ მეორე ადგილზე გავედით, რაც იმის წინაპირობაა, რომ წილისყრის შედეგად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს შევხვდებით. თუმცა, გასული 4-5 სეზონის განმავლობაში, ადვილი მეტოქე არასოდეს არ შეგვხვედრია. იმედი მაქვს, ამჯერად ჩვენ ცოტატი მაინც გაგვიმართლებს” – განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეებმა” გუშნ ნეაპოლში განცდილი მარცხის გამო (2:0) დაკარგეს პირველი საფეხური.

 

სონგი: “ფაბრეგასი ჩემთვის ძმასავითაა”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ მისთვის, თანაგუნდელი სესკ ფაბრეგასი ძმასავითაა.

როგორც ცნობილია, “ბლაგაურნამ” კამერუნელი ფეხბურთელი 2012 წლის ზაფხულში 18 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ამ დროიდან მოყოლებული, სონგს ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 22 მატჩი აქვს ჩატარებული.

“პირველ წელთან შედარებით, ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ. როდესაც ახალ ქვეყანაში გადადიხარ, იქაურ ტრადიციებს, ცხოვრებას და სალაპარაკო ენას უნდა შეეჩვიო. ეს ყოველივე, რასაკვირველია, დროს მოითხოვს. “ბარსელონა” ერთი დიდი ოჯახია და აქ კარგად დამხვდნენ. რაც შეეხება ფაბრეგასს, ის ჩემთვის ძმასავითაა. სესკი ბევრ რამეში დამეხმარა”, – ამბობს სონგი.

ვიეირა: „არსენალს“ ნამდვილი ლიდერი არ ჰყავს“

ლონდონის „არსენალის“ ექს-ნახევარმცველის პატრიკ ვიეირას აზრით, არსენ ვენგერის გუნდი იდეალურისაგან ჯერჯერობით შორსაა.

„არსენალი“ ამჟამად ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს. თუმცა, მატჩების მოგება გუნდმა ცუდი თამაშითაც უნდა იცოდეს, რისი გაკეთებაც, ჩემი აზრით, „მეთოფეებს“ ჯერ არ შეუძლიათ. ვფიქრობ, გუნდს ლიდერი აკლია. „არსენალს“ ადამსის, კემპბელის ან კიოუნის დონის შემსრულებლები არ ჰყავს. ყველა ამ მოთამაშეს გუნდის ლიდერობა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც შეეძლო“, – განაცხადა ვიეირამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„არსენალი“ „ევერტონს“ დაუზავდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ლონდონის „არსენალი“ და „ევერტონი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში 80-ე წუთამდე არ გახსნილა – თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გოლი მესუთ იოზილმა გაიტანა. ამის მიუხედავდ, „მეთოფეთა“ სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან სტუმრებმა ანგარიში ოთხ წუთში დეულოფეუს გოლით გაათანაბრეს.

საბოლოოდ, 1:1, რის შედეგადაც, მეორე-მესამე ადგილზე მყოფ „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ არსენ ვენგერის გუნდი 5 ქულით უსწრებს.

„არსენალი“ – „ევერტონი“ 1:1
გოლები: იოზილი 80′ – დეულოფეუ 84′

„არსენალი“: შესნი, ჯენკინსონი, კოშელნი, მერტეზაკერი, გიბზი, არტეტა, ულშირი (როსიცკი 69′), რემსი (ფლამინი 68′), იოზილი, კასორლა (უოლკოტი 68′), ჟირუ

„ევერტონი“: ჰოვარდი, კოულმენი, დისტინი, იაგიელკა, ოვიედო, ბარი, მაკარტი, ბარკლი (ნეისმიტი 90+2), მირალიასი (დეულოფეუ 80′), პიენაარი (ოსმანი 71′), ლუკაკუ

გაფრთხილებები: ბარი, მაკარტი, ჰოვარდი, დეულოფეუ

სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინში

წლევანდელი პრემიერლიგის გათამაშება საკმაოდ უცნაური და რთულად პროგნოზირებადია. არც თუ ისე შორეულ წარსულში გათამაშების ფავორიტები, წელს ოთხეულში შესვლაზე ოცნებობენ. შარშანდელი საშუალო გუნდები კი, ლიდერობაზე აცხადებენ პრეტენზიას.

იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, როდესაც სისტემაში რაიმე დარღვევა ხდება, ჩვენ აუცილებლად ვრეაგირებთ ამაზე და იმ დარღვევი აღმოფრქვას ვცდილობთ. იგივეს უნდა ველოდოთ, ამ ზამთარს ინგლისური ტოპ კლუბებისგან. მათ სისტემაში სერიოზული რღვევა მოხდა, რის გამოსწორებასაც პრემიერლიგის გრანდების მენეჯერები სატრანსფერო ბაზარე აქტიურობით შეეცდებიან.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ინგლისურმა კლუბებმა საერთო ჯამში 630 მილიონი გირფანქა დახარჯეს, რაც ყველა დანარჩენი წამყვანი ლიგების სატრანსფერო ბიუჯეტს აღემატება. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ზამთარშიც გაგრძელდება.

მანჩესტერ იუნაიტედიუამრავი სტატია, ბლოგი თუ ტვიტი ჩნდება ყოველდღიურად “მანჩესტერ იუნაიტედის” შესახებ. მათი ზაფხულის სატრასნფერო მოღვაწეობა გაუაზრებელ პანიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე გაწონასწორებულ მოქმედებას. და როგორც ხშირად ხდება ამ ძვირიადღირებულმა პანკიამ კარგი არაფერი მოიტანა. კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს მოედნის ცენტრში, რაც ყველა შეხვედრაში კარგად ჩანს. თუმცა ეს “მანჩესტერის” ერთადერთი საფიქრალი არ არის. 32 წლის პატრის ევრას ნამდვილად სჭირდება კარგი შემცვლელი. ვეტერანი უკვე ვეღარ აკმაყოფილებს იმ დონეს, რომელსაც მან მიგვაჩვია თავის საუკეთესო წლებში.

მანჩესტერ სიტიკლუბმა 100 მილიონამდე დახარჯა ახალ ფეხბურთელებზე, მაგრამ პელეგრინისთვის აღმოჩენა გახდა ის ფაქტი, რომ პრემირლიგა საკმაოდ რთული ჩემპიონატი ყოფილა. “სიტის” ცენტრალური ნახევარმცველები აშკარად ჩამოუვარდებიან თავის კონკურენტებს. “ქალაქელები” იმ კლუბთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც თვლიან, რომ ფეხბურთში წარმატება მხოლოდ დახარჯული თანხის რაოდენობით განისახზღვრება. არ გაგიკვირდეთ, რომ ზამთრის ტრანსფერებში კლუბმა კვლავ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელოს. მანჩესტერელებს ჩემპიონტა ლიგის პლეი-ოფი აქვთ სათამაშო.

ჩელსიმოურინიოს დაბრუნება იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას “არისტოკრატები” ელოდნენ. უამრავი პლეიმეიკერით დახუნძლულ “ჩელსის”, ჯერ კიდევ არ აქვს ის იდეა, რომელზეც გუნდის სათამაშო სტილი იქნება დამოკიდებული. ზაფხულში, უეინ რუნის ტრანსფერის წარუმატებელი მცდელობა, მახაჩკალის “ანჟიდან” სამუელ ეტოოს გადაბირებით დასრულდა. ბუნებრივია, რომ ეტო’ო ძველებურად ვერ ათამაშდა, ამას არასტაბილური ტორესი დავუმატოთ და აშკარა ხდება ის ფაქტი, რომ “ჩელსის” შეტევის ხაზის გაძლიერება სჭირდება. “არისტოკრატების” კიდევ ერტი პრობელმა ცენტრალური მცველის პოზიციაა. ჯონ ტერის აუცილებლად სჭირდება ძლიერი მეწყვილე.

არსენალი: “მეთოფეებმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავის სტრატეგიას გადაუხვის და ოზილის ტრანსფერში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს. ამან შედეგი გამოიღო. “არსენალი” შესანიშნავ სეზონს ატარებს. ლონდონელები პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობენ და ჩემპიონთა ლიგის საკმაოდ რთულ ჯგუფშიც პირველ ადგილზე არიან. თუმცა, გაძლიერება “არსენალს” არ აწყენდა. ჟირუს აუცილებლად სჭირდება ძლიერი შემცვლელი, თუ “მეთოფეებს” ყველა ტურნირზე აქვთ წარმატებულად გამოსვლის ამბიცია.

ლივერპული: ბრენდან როჯერსის ტაქტიკურმა ჩანაფიქრებმა როგორც იქნა შედეგი გამოიღო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, “ლივერპული“ კვლავ მზად არის დიდი მიზნებისათვის საბრძოლველად. პრემიერლიგაში ყველაზე ძლიერი შეტევის მქონე მერსისაიდელები კარგ შესანიშნავ სეზონს ატარებენ.                  თუ სხვა გუნდები გაძლიერებაზე ფიქრობენ, “ლივერპულის“ ამოცანა მთავარი ვარსკვლავის შენარჩუნება იქნება.

საუთჰემპტონი და ევერტონი: წლევანდელი სეზონის აღმოჩენები. ორივე გუნდი ბოლო ათწლეულების საუკეთესო სეზონს ატარებს. ამ შემთხევაში ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ ორი საშუალო გუნდის ლიდერებს, თვალს დიდი კლუბები დაადგავენ. შესაბამისად, “საუთჰემპტონისა“ და “ევერტონის“ მთავარი მიზანი, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება იქნება.

პრემიერლიგის პრევიუ

მოიესის კიდევ ერთი შანსი, “ევერტონის” მორიგი გამოცდა და ინგლისური ტურის სხვა მატჩების ჩვენს პრევიუში. 

მოიესის შანსი

დევიდ მოიესი მძიმე მდგომარეობაშია. გასულ ტურში ყოფილ გუნდთან მარცხის შემდეგ, მისი “მანჩესტერი” მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა სატურნირო ცხრილში, რაც “წითელი ეშმაკებისთვის” კატასტროფული შედეგია. “იუნაიტედი” დღეს “ნიუკასლს” მიიღებს საკუტარ მოედანზე, რომელიც მეშვიდე ადგილზე იმყოფება. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. მოიესის შეგირდები, გამარჯვების შემთხვევაში კვლავ მიუახლოვდებიან მოწინავე ოთხეულს. აი სხვა შედეგი კი, უკვე სერიოზულად შეარყევს მოიესის პოზიციებს.

“მანჩესტერელებს” დღეს ტრავმის გამო კერიკი და ფლეტჩერი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო უეინ რუნი დააკლდებიან.  სტუმრებს კი, პაპის სისე ყავთ ტრავმირებული.

“ევერტონის” მორიგი გამოცდა

თუ “ევერტონის” დღესაც დადებით შედეგს მიაღწევს, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული განაცხადი იქნება მოწინავე ოთხეულში შესასველად. ლივერპულელები მშევნიერ სეზონს ატარებენ, რაც გასულ ტურში “ოლდ ტრაფორდზე” გამარჯვებითაც დაადასტურეს. თუმცა, პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურში მათ გათამაშების ლიდერები მასპინძობენ. “არსენალი” წელს შეუდერებელია. ვენგერმა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ჩამოაყალიბა ის ბირთვის, რომელსაც მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძლია. ეს საკმაოდ საინტერესო მატჩი 8 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარს. მასპინძლებს ტრავმების გამო პოდოლსკი, დიაბი და ოქსლეიდ ჩემბერლეინი დააკლდებიან, ხოლო “ევეტრონს” ბეინსი, გიბსონი და კონე.

 

07/12/13

მანჩესტერი – ნიუკასლი

კრისტალ პელასი – კარდიფ სიტი

ლივერპული – ვესტ ჰემი

საუთჰემპტონი – მანჩესტერ სიტი

სტოუკ სიტი – ჩელსი

ვესტ ბრომვიჩი – ნორვიჩი

სანდერლენდი – ტოტენჰემი

 08/12/13

ფულემი – ასტონ  ვილა

არსენალი – ევერტონი

10/12/13

სუონსი – ჰალ სიტი

მოურინიო: “არსენალმა” პრემიერ ლიგის ლიდერობა დაიმსახურა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ “არსენალი” მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის ცხრილში ლიდერობას იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერის შეგირდები მეორე ადგილზე მყოფ “ჩელსის” ოთხი ქულით უსწრებენ.

“არსენალი”? ეს გუნდი პრემიერ ლიგის ლიდერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლებ შეცდომას უშვებს და დაკავებულ პოზიციასაც იმსახურებს. თუმცა, ჩემპიონატი გრძელია, წინ დიდი დროა და არავინ იცის, რა მოხდება”, – ამბობს მოურინიო.

ვენგერი: “ბენდტნერის ყოველთვის მჯეროდა”

ლონდონის “არსენალი” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ ის გუნდის დანიელი თავდამსხმელის, ნიკლას ბენდტნერის შესაძლებლობებში ყოველთვის დარწმუნებული იყო.

შეგახსენებთ, რომ ბენდტნერმა ოთხშაბათს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჰალ სიტისთან” გამართულ შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

“ნიკლასი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. მასთან კონტრაქტი გავახანგძლივეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მე მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ”, – ამბობს ფრანგი სპეციალისტი.

მოიესი კვლავ ყურადღების ცენტრშია

მოიესის მარცხი თავის ყოფილ კლუბთან, სუარესი პოკერი და მეთოთხმეტე ტურის სხვა ამბები ჩვენს მიმოხილვაში. 

მოიესი “ევერტონის” წინააღმდეგ

ტურის ცენტრალურ დაპირისპირების შემდეგ ბრიტანელი ჟურნალისტების მთავარი სამიზე კვლავ დევიდ მოიესი გახდა, რითაც ანდე ვილაშ-ბოაშს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. “ევერტონის” ფეხბურთელებმა “მანჩესტერთან” ქულათა სხვაობაც გაზარდეს და “იუნაიტედი” ცხრილის შუაში გაუშვეს.

პირველ ტაიმში რუნის სამი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯერ ჰოვარდმა ითამაშა კარგად, შემდეგ “ევერტონის” კიპერს ძელი დაეხმარა. სტუმრების შემადგენლობაში მირალიასი და ლუკაკუ გამოირჩეოდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში მოიესმა ცვლილებებს მიმართა, მაგრამ თამაშში ჩართულმა კაგაცამ და იანუზიმ განსაკუთრებული ვერაფერი ვერ შექმეს. მიუხედავად ამისა, მანჩესტერელებს მაინც ქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა. ევრას დარტყმული ჰოვარდმა კი მოიგერია, მაგრამ ხელებში ვერ შეიმაგრა. დამატებაზე უელბეკი თამაშობდა, რომლის დარტყმულიც ხარიხას მოხვდა. სტუმრები კი მოთმინებით ელოდნენ საკუთარ შანსს და 86′ წუთზე მათი დროც მოვიდა. ლუკაკუს გადაცემას ოვიედო გამოეხმაურა და “ევერტონს” ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

სუარესის პოკერი

გასული ტური წარამტებას ლივერპულის მეორე გუნდმაც მიაღწია. “წითლევმა” “ჰალთან” სენსაციურად განცდილი მარცხის შემდეგ, ჯავრი “ნორვიჩზე” იყარეს. როგორც ჩანს, “ჰალთან” მარცხით ყველაზე მეტად სუარესი იყო გაღიზიანებული. ურუგვაელმა “ნორვიჩს” 4 გოლი გაუტანა. შეხვედრა კი მერსისაიდელების გამარჯვებით, 5-1 დასრულდა. სუარესის გარდა ერთი გოლის გატანა სტერლინგმაც მოახერხა.

ჩემპიონთა ლიგის ზონას კვლავ მიახლოვდა “ტოტენჰემი”. ვილაშ-ბოაშს დროებით მაინც მიეცა მშვიდად მუშაობის საშუალება. მაგრამ, ნერვიულობის გარეშე გუშინდელ შეხვედრას არ ჩაუვლია. “ტოტენჰემი” თანაქალაქელ “ფულემს” ხვდებოდა და ბოლო წუთებზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

“არსენალმა” დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა “ჰალ სიტისთან” და ერთპიროვნული ლიდერობაც შეინარჩუნა. “მეთოფეების” მთავარი კონკურენტი, ლონდონის “ჩელსი”, აუტსაიდერ “სანდერლენდს” სტუმრობდა და გვარიანადაც ინერვიულა. მოურინიოს შეგირდებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს, საკუთარ კარში კი სამი მიიღეს. “სანდერლენდის” დონის გუნდთან ეს არც თუ ისე კარგი შედეგია.

 

04/12/13

00:00 “კრისტალ პელასი” 1-0 “ვესტ ჰემი”

გოლი: შამახი 42′

23:45  “არსენალი” 2-0 “ჰალ სიტი”

გოლები: ბენდტნერი 2′ (1:0), ოზილი 47′ (2:0).

23:45 “ლივერპული” 5-1 “ნორვიჩი”

გოლები: სუარესი 15′, 29′, 35′, 74′, (4:0), ჯონსონი 83′ (4:1), სტერლინგი 88′ (5:1).

23:45 “მანჩესტერ იუნაიტედი” 0-1 “ევერტონი”

გოლი: ოვიედო 86′

23:45 “საუთჰემპტონი” 2-3 “ასტონ ვილა”

აგბონლაჰორი 15′ (0:1), როდრიგესი 48′ (1:1), კოზაკი 64′ (1:2), ოსვალდო 69′ (2:2), დელფი 80′ (2:3).

23:45 “სტოუკ სიტი” 0-0 “კარდიფი”

23:45 “სანდერლენდი” 3-4 “ჩელსი” 

გოლები: ალტიდორი 14′ (1:0), ლამპარდი 17′ (1:1), აზარი 36′ (1:2), ო’ში 50′ (2:2), აზარი 62′ (2:3), ბარდსლი (ს.კ.) 82′ (2:4), ბარდსლი 86′ (3:4).

23:45 “სუონსი” 3-0 “ნიუკასლი”

გოლები: დაიერი 45′, დებიუში (ს.კ.) 67′, შელვი 82′

05/12/13

00:00 “ვესტ ბრომვიჩი” 2-3 “მანჩესტერ სიტი”

გოლები: აგუერი 9′ (0:1), ტურე 24′ (0:2), ტურე 74′ პენ’ (0:3), პანტილიმონი 85′ (1:3), ანიჩებე 90+4′ (2:3).

00:00 “ფულემი” 1-2 “ტოტენჰემი” 

გოლები: დეჟაგა 56′ (1:0), კირიკეში 73′ (1:1), ჰოლტბი 82′ (1:2).

პრემიერლიგის პრევიუ

პრემიერლიგის გასული ტურის ამბები ჯერ კიდევ განსჯის საგანია. თუმცა დღეს გვიან ღამით ნისლიან ალბიონზე უკვე ახალი ტური იწყება. ვეცდებით ჩვენს პრევიუში ზოგადად მიმოვიხილოთ მომავალი სათამაშო დღის მნიშვნელოვანი ამბები. 

“მანჩესტერის” შანსი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ლივერპულის “ევერტონს” დაუპირისპირდება. მანჩესტერელებმა აშკარად გამოასწორეს თამაშის ხარისხი, სატურნირო მდგომარეობაც ისეთი სავალალო აარ არის, როგრც ეს რამოდენიმე ტურის წინ იყო. თუმცა, ხვალინდელი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, “წითელ ეშმაკებს” ოთხულტან მიახლოვების შანსი აქვთ. მოწინააღმდეგე კი ამ საქმეში მთავარი კონკურენტია. მოიესის ყოფილი გუნდი ძალიან კარგ სეზონს ატარებს. შოტლანდიელმა სპეციალისტმა, მის ნაცვლად მოსულ რობერტო მარტინესს საკმაოდ კარგი მემკივიდრეობა დაუტოვა, რასაც ესპანელმა თავისი საკუთარი ხელწერაც დაუმატა და საბოლო ჯამში ძლიერი, ბრძოლისუნარიანი გუნდი მივიღეთ, რომელიც პრემიერლიგის ლიდერებს არაფერს არ უთმობს.

ბრძოლა პირველობისთვის

ლონდონის “არსენალი” “ემირეითზე” “ჰალ სიტის” მიიღებს. არსენ ვენგერის გუნდი წელს საკმაოდ სტაბილურად ასპარეზობს და ნაკლებად არის სავარაუდო, რომ საშუალო დონის გუნდთან დაკარგოს ქულები. მითუმეტეს საშინაო შეხვედრაში. მაგრამ, ისიც გავიხსენოთ, რომ გასულ ტურში სწორედ ამ საშუალო დონის “ჰალ სიტიმ” “ლივერპულის” დამარცხება მოახერხა.

მეთოფეების მთავარი მდევარი, ლონდონის “ჩელსი” “სთეიდიუმ ოფ ლაითზე” “სანდერლენდს” ესტუმრება. “შავი კატები” როგორც ყოველთვის სახიფათო ზონაში არიან და გადარჩენისთვის იბრძვიან. მოკლედ, მოურინიო ყველანაირად ეცდებიან სამი ქულის წამოღებას.

04/12/13

00:00 “კრისტალ პელასი” – “ვესტ ჰემი”

23:45  “არსენალი” – “ჰალ სიტი”

23:45 “ლივერპული” – “ნორვიჩი”

23:45 “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ევერტონი”

23:45 “საუთჰემპტონი” – “ასტონ ვილა”

23:45 “სტოუკ სიტი” – “კარდიფი”

23:45 “სანდერლენდი” – “ჩელსი”

23:45 “სვანსი” – “ნიუკასლი”

05/12/13

00:00 “ვესტ ბრომვიჩი” – “მანჩესტერ სიტი”

00:00 “ფულემი” – “ტოტენჰემი”

“კორინთიასმა” “არსენალს” 8 მილიონზე უარი უთხრა

ბრაზილიელი თავდამსხმელი, ალეშანდრე პატო რამდენიმე ევროპული კლუბის ინტერესის ქვეშ იმყოფება. ბრაზიულიური Lancenet-ის ცნობით, ლონდონის “არსენალმა” “კორინთიასს” ფეხბურთელში 8 მილიონი ევრო შეთავაზა თუმცა, კლუბმა ინგლისელები უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ, რომ პატომ კარიერა “ინტერნასიონალში” დაიწყო, 2007 წელს კი, ის “მილანმა” შეიძინა. 2013 წელს, ბრაზილიელი სამშობლოში დაბრუნდა და ახლა “კორინთიასის” ღირსებას იცავს.

როგორც ცნობილია, გასულ ზაფხულს, პატოს შეძენის მცდელობა “ტოტენჰემსაც” ჰქონდა, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა.