ბრიტანული პრესა „იუვენტუსის“ ნახევარმცველის არტურო ვიდალის „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად წერს, თუმცა მხარეები ჯერჯერობით ვერ შეთანხმებულან.
„ბიანკონერის“ თავკაცის მასიმილიანო ალეგრის თქმით, 27 წლის ნახევარმცველი კლუბის დატოვებას არ აპირებს.
„ვიდალი „იუვენტუსისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იგი ძალიან მოტივირებულია და აქ ყოფნით ბედნიერია.
მას ვესაუბრე, რათა მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ გამეგო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე არტურომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ ითამაშა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვიდალი სპეციალოური პროგრამით ივარჯიშებს“, – განაცხადა ალეგრიმ.