ზინედინ ზიდანი: “კაზემირო უნაკლოდ თამაშობს”

მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე მადრიდის “რეალისა” და კაზემიროს სახიფათო თამაშის სტილზე ისაუბრა.

“არავინ ემზადება მოედანზე ათი კაცით სათამაშოდ, მაგრამ ბუნებრივია, არსებობს იმის შანსი, რომ რომელიმე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენონ. მსგავსი რამ მოხდა “ბარსელონასთან” მატჩშიც, როდესაც რამოსი მოედნიდან გააძევეს.

ჩვენს მეტოქეს, “ბაიერნსაც” გაუგდეს ფეხბურთელი. თუ მსგავსი რამ კიდევ მოხდება, მზად უნდა ვიყოთ, ნახევარდაცვის სისტემაზე ვიმუშავოთ და დავრწმუნდეთ, რომ ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან.

ნამდვილად არ ვაპირებ კაზემიროს რაიმე ტიპის შენიშვნა მივცე. ის უნაკლოდ თამაშობს,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

“რეალი” – “ატლეტიკო”: არბიტრების ვინაობა ცნობილია!

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს მადრიდული გუნდები, “რეალი” და “ატლეტიკო დაუპირისპირდებიან.

ცოტა ხნის წინ გაირკვა იმ არბიტრების ვინაობა, ვინც პირველ შეხვედრას “სანტიაგო ბერნაბეუზე” განსჯიან. მთავარი რეფერი ინგლისელი მარტინ ატკინსონი იქნება. ლაისნმენების პოზიციაზე სტივენ ჩაილდი და სტიუარტ ბარტი გაირჯებიან. ხოლო, მეოთხე მსაჯი ჯეიკ კოლინი იქნება. კარის უკან მდგომ მსაჯებს რაც შეეხებათ, მათ ადგილზე მაიკლ ოლივერი და ანტონი ტეილორი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვდრა სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ტეო ერნანდესი “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

Sport.es-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, კატალონიურმა “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” კიდევ ერთი ბრძოლა მოუგო.

საქმე მადრიდული “ატლეტიკოს” მცველის, ტეო ერნანდესის ტრანსფერს ეხება, რომელიც ამჟამად არენდის წესით “ალავესის” რიგებში ასპარეზობს.

როგორც ცნობილი ხდება, 19 წლის ფეხბურთელის გადაბირებით აქტიურად ინტერესდებოდა მადრიდის “რეალი”, თუმცა მან არჩევანი “ბარსელონაზე” გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ერნანდესის გამოსასყიდი თანხა 24 მილიონს შეადგენს. გასულ წელს კი მისი გადაბირებისთვის სულ რაღაც 10 მილიონიც საკმარისი იყო, მაგრამ მაშინ “ბარსელონას” პრეზიდენტმა გარისკვა ვერ გაბედა.

ხესე თვლის, რომ გრიზმანი “რეალის” დონის ფეხბურთელი არ არის

“ლას პალმასის” მოქმედმა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფორვარდმა, ხესე როდრიგესმა ანტუან გრიზმანზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის საკმარისად ძლიერი არ არის, “რეალში” რომ ითამაშოს.

“გრიზმანის ტრანსფერი? “რეალში” ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მასზე უკეთ თამაშობს, ასე რომ არა, ამ ტრანსფერის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

მართალია, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ.

მე ყოველთვის ვგულშემატკივრობდი “რეალს”, სწორედ იქ გავიზარდე, ამ კლუბმა ყველაფერი მომცა და მათ უდიდეს პატივს ვცემ,” – განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.

დიეგო სიმეონეს 4-12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე შესაძლოა საკმაოდ გრძელვადიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

როგორც იცით, 46 წლის სპეციალისტს პრიმერადივიზიონის 34-ე ტურში (“ვილიარეალთან” (0:1)) ჩადენილი არასპორტული საქციელის გამო ადანაშაულებენ – როდესაც დამხმარე მსაჯს აგრესიულად შეეხო.

“როდესაც თამაში დასრულდა, ის ჩემს პირველ დამხმარე მსაჯთან მივიდა, ორივე ხელი მხრებზე უკნიდან დაადო და დამატებითი დროის რაოდენობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა,” – ვკითხულობთ მატჩის მთავარი არბიტრის განცხადებაში.

ფედერაციის მიერ შექმნილი სპეციალური სადისციპლინო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას 28 აპრილს მიიღებს.

დიეგო სიმეონეს 4-12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

საულ ნიგესის გოლი “ლესტერის” კარში (ვიდეო)

18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, “ლესტერსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ განმეორებით შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე საულ ნიგესმა გახსნა.

ტორესი: “გრიზმანმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა, კარგი ფეხბურთელობა, თუ საუკეთესოობა”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა თავის თანაგუნდელს მადრიდში დარჩენისკენ მოუწოდა.

“მსოფლიოში “ატლეტიკოზე” უკეთესი კლუბი ძალიან ცოტაა. სად უნდა წავიდეს გრიზმანი, რომ თავი უკეთ იგრძნოს? იმედი მაქვს, რომ ის სამუდამოდ დარჩება აქ.

გრიზმანი ახლა 26 წლისაა, ეს კარგი ასაკია იმის გადასაწყვეტად, თუ რა გსურს, იყო უბრალოდ კარგი ფეხბურთელი, თუ იბრძოლო საუკეთესოობისთვის.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მაგრამ ვთვლი, რომ ბევრი ვერ შესთავაზებს იმას, რაც მას “ატლეტიკოში” აქვს – კლუბი იბრძვის საშინაო ჩემპიონატისთვის, ჩემპიონთა ლიგისათვის და ამავდროულად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სტატუსიც აქვს. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რამაც მას წასვლისკენ უნდა უბიძგოს,” – აცხადებს ესპანელი ფორვარდი.

“ლესტერის” გულშემატკივრები ესპანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩის (“ატლეტიკო” – “ლესტერ სიტი”) დაწყებამდე, ინგლისური კლუბის გულშემატკივრებსა და ესპანელ პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში შეკრებილი ინგლისელები შეურაცხმყოფელ ფრაზებს სკანდირებდნენ – “ესპანელო ნაბიჭვრებო, გიბრალტარი ჩვენია”.

ესპანური წყაროს ცნობით, შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე გულშემატკივარი და ისინი ამ მომენტისთვისაც საავადმყოფოში იმყოფებიან. რვა მათგანი კი დაკავებულია.

გრიზმანმა “რეალს” ქულები დააკარგვინა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩები გაიმართა.

სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდული დერბი შედგა: “რეალმა” “ატლეტიკო” მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გუნდებმა ბევრი მომენტი შექმნეს, გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე პეპემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ხოლო, შეხვედრის მიწურულს, 85-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა – 1-1.

ამ ფრის შემდეგ “რეალს” 72 ქულა დაუგროვდა და ცხრილში ლიდერია. რაც შეეხება “ატლეტიკოს”, მას 62 ქულა აქვს მესამე პოზიციაზეა.

 

“რეალი” – “ატლეტიკო” (ძირითადი შემადგენლობები)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 31-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” თანქალაქელ “ატელტიკოს” დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ გუნდების ძირითად შემადგენლობებს.

“რეალი”: ნავასი, კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.

“ატლეტიკო”: ობლაკი, ლუისი, გოდინი, სავიჩი, ხუანფრანი, კარასკო, საული, გაბი, კოკე, გრიზმანი, ტორესი.

მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

 

ესპანეთში მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს (ფოტო)

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო პაბლო სიმეონე ესპანეთში მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ სეზონში მადრიდელებმა ოთხი მატჩი გამართეს საშინაო ჩემპიონატში, რომელთაგანაც 3 მათი გამარჯვებით დასრულდა (მათ შორის “სევილიასთან” გამართული მატჩიც – 3:1), ერთი კი ფრედ.

პრიმერას 29 ტურის შემდეგ “ატლეტიკო” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს 58 ქულით და მხოლოდ ბურთების შეფარდებით უსწრებს მეოთხეადგილოსან “სევილიას”.

“ატლეტიკომ” “ლიონთან” მოლაპარაკებები წამოიწყო

“ატლეტიკომ” “ლიონის” ხელმძღვანელობასთან ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდული გრანდის სპორტული დირექტორი, ანდრეა ბერტა უკვე შეხვდა “ოლიმპიკის” წარმომადგენლებს.

აღნიშნული ტრანსფერის ღირებულებად უცხოური გამოცემები 60 მილიონ ევროს ასახელებენ. თუმცა, შესაძლოა, ტრანსფერში “ატლეტიკოს” რომელიმე ფეხბურთელიც ჩაერთოს (ტეო ან ლუკას ერნანდესი).

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ფრანგი ფორვარდის ანგარიშზე 23 გოლია, რომელთაგან ათიც მან თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.