ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელები უკვე დაუბრუნდნენ სამუშაოს და დაიწყეს წინასასეზონო მზადება.
აღსანიშნავია, რომ “არისტოკრატთა” პირველ ვარჯიშზე გუნდის ესპანელი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა არ გამოცხადდა, რომელსაც დიდი ხანია, რაც კლუბიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ.
როგორც იცით, დიეგო კოშტას გადაბირებასთან ყველაზე ახლოს მადრიდის “ატლეტიკო” იმყოფება. თუმცა ამ ტრანსფერს მადრიდული კლუბის სატრანსფერო დისკვალიფიკაცია აფერხებს, რომლის გამოც კოშტა “როხიბლანკოს” რიგებში თამაშს იანვრის თვემდე ვერ შეძლებს.
დიდია შანსი, რომ დიეგო კოშტა მაინც შეიძინონ ესპანელებმა და ზამთრამდე “ბეშიქთაშში” გაანათხოვრონ. Goal-ის ცნობით, კოშტას მომავალი მომდევნო 48 საათში უნდა გადაწყდეს.