ოფიციალურად: „მარკოვიჩი – „ბანვიტის“ მოთამაშეა“

სერბმა უკანახაზელმა სტეფან მარკოვიჩმა თურქულ „ბანვიტთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„გუნდის თავკაცმა დიმიტრის იტუდისმა შემადგენლობის გაძლიერება გვთხოვა. ბუნებრივია, მისი თხოვნა დავაკმაყოფილეთ. მარკოვიჩის სახით ძალიან ნიჭიერი მოთამაშე დავიმატეთ, რომელიც უკანა ხაზს გააძლიერებს“, – განაცხადა „ბანვიტის“ სპორტულმა დირექტორმა თურგაი ჩათალოლუკმა.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში სტეფანი „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა. სლოვენიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის საშუალოდ ერთ შეხვედრაში მარკოვიჩის მონაგარმა 8,3 ქულა და 2,8 გადაცემა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი