Calciomerkato-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანჩესკო ბარდის აგენტი, ვინჩენცო რისპოლი მისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერის შესახებ საინტერესო კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ “ბარსელონას” მხრიდან არსებული ინტერესის შესახებ სმენია, თუმცა მხოლოდ არაოფიციალური წყაროებით.
“ბარსელონასთან” პირადი კონტაქტი არ მქონია. ბარდი “ინტერის” ფეხბურთელია და მსგავს საკითხებს ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ. “ბარსელონას”, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბის მხრიდან ინტერესზე მეც გავიგე, მაგრამ კონკრეტული წინადადებით “ნერიაძურისთვის” ჯერ არავის მოუმართავს”.
“ფრანჩესკო “ლივორნოში” თავს კარგად გრძნობს და “ინტერის” ხელძღვანელობისთვის იმის დამტკიცება სურს, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. ის ძალიან მშვიდი პიროვნებაა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვედრა ნამდვილად არ აინტერესებს.