,,გამორჩეული” – ერიკ აბიდალი

ერიკ აბიდალი დაიბადა 1979 წელს ლიონში. ფრანგი ფეხბურთელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანს ცხოვრებაში შეუძლია ყველანაირი წინაღობის დაძლება. ახლა კი შევეხოთ საფეხბურთო კარიერის დასაწყის.  აბიდალმა ვარჯიში ქალაქ ლიონის გარეუბნის საფეხბურთო კლუბ „ლიონ დუჩერეში“ დაიწყო.

ერიკ აბიდალმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 2000 წლის 16 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ „მონაკოში“, სადაც მან ძირითად შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა. 2002 წელს იგი გადავიდა თავის ყოფილ მწვრთნელ კლოდ პიუელის გუნდში, აქ მან 62 მატჩის ძირითად შემადგენლობაში დაიმსახურა ადგილი.
2004 წლის ბოლოს იგი თავის მშობლიულ მხარეს დაუბრუნდა: გადავიდა საფეხბურთო კლუბ „ლიონში“, რომელმაც იმ დროისთვის უკვე ზედიზედ მეორედ მოიგო საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი.

პირველი გოლი კარიერაში
2007 წლის 17 იანვარს ერიკ აბიდალმა გაიტანა კარიერაში პირველი გოლი, რომელმაც „ლიონს“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „ლე მანის“ წინააღმდეგ 1-0 მოაგებინა.

,,გალურჯ-ბროწეულისფერება’’
2007 წლის, 30 ივნისს აბიდალი 9 მილიონ ევროდ „ბარსელონაში“ გადავიდა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აბიიდალმა 22 ნომრიანი მაისური მოირგო. 2011 წლის 5 იანვარს ერიკ აბიდალმა ,,ბარსელონას” შემადგენლობაში გაიტანა პირველი გოლი. ეს მოხდა ბილბაოში, სტადიონ სან მამესზე, ადგილობრივ ატლეტიკთან. ამ გოლის წყალობით ,,ბარსელონა” სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში გავიდა.

,,კატალონიის დატოვება’’
ერიკ აბიდალმა კატალონიური გრანდი 2013 წელს დატოვა. ფეხბურთელი ,,მონაკოს’’ რიგებს დაუბრუნდა, სადაც 26 შეხვედრა ჩაატარა.
ამის შემდეგ იყო ,,ოლიმპიაკოსში’’ გადასვლა. სწორედ ამ კლუბში განიზრახა ერიკ აბიდალმა კარიერის დასრულება. რამდემინე დღის კი გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ. მთლიანი საფეხბურთო სამყარო ამ ამბავმა ფეხზე დააყენა. კატალონიის ,,ბარსელონას’’ ოფიციალურმა ვებგვერდმა ფრანგს დიდი მადლობა გადაუხადა ყველაფრისათვის.როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კარიერის შემდეგ ერიკ აბიდალი უბრუნდება კატალონიას. ,,ბარსას’’ ხელმძღვანელობის გადაწვეტილებით ის საფეხბურთო სკოლების მთავარ დირექტორად ინიშნება. სწორედ ამ საქციელით გამოხატეს ბლაუგრანელებმა უდიდესი პატივისცემა და ნდობა ერიკ აბიდალის მიმართ.

სანაკრებო კარიერა
ერიკ აბიდალი აფრანგეთის ნაკრებში 2004 წლის 18 აგვისტოდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე 55 მატჩი ჩაატარა. მიუხედავად ხშირი ტრავმიანობისა და ფიფასთან უთანხმოებებისა, აბიდალმა იასპარეზა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იტაალიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ,  თერთმეთმეტრიანების სერიაში ფრანგები დამარცხდნენ. ერიკ აბიდალმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ირიცხებოდა ეროვნული ნაკრების შემადგელობაში.

ჯანმრთელობის პრობლემა
ყველას კარგად მოგვეხსენება აბიდალის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. 2011 წლის 15 მარტს „ბარსელონამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბიდალს ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ახალმა ამბავმა ყველა გააკვირვა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ფრანგ ფეხბურთელს დიდ მხარდაჭერას უცხადებდნენ.





მიღწევები

გუნდური

საფრანგეთის ჩემპიონი: 2004-05; 2005-06; 2006-07
საფრანგეთის თასის მფლობელი: 2005, 2006, 2007
ესპანეთის ჩემპიონი: 2008-09; 2009-10; 2010-11
ესპანეთის თასის მფლობელი: 2009, 2010, 2011
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 2008-09; 2010-11
უეფას სუპერთასის მფლობელი: 2009; 2011
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი: 2009

ინდივიდუალური 
უეფას წლის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2007

სანაკრებო
მეორე ადგილი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

 

ბუფონი: “ბარსელონაში” თითქმის გადასული ვიყავი”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს, რომ 2001 წელს, ის კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი 2001 წლამდე “პარმას” ღირსებას იცავდა, ხოლო შემდეგ ის “ბიანკონერის” რიგებში ჩაირიცხა.

“2001 წელს, “ბარსელონაში” გადასვლა შემეძლო. მაშინ, კატალონიურ გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. თუმცა, მამაჩემთან საუბრის შემდეგ, “იუვენტუსი” ავირჩიე. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი”, – ამბობს ბუფონი.

დიტო ჭიჭინაძე