“ბარსელონამ” “ალმერიასთან” დამაჯერებლად იმარჯვა

პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურში, “ალმერიამ” საკუთარ კედლებში კატალონიურ გრანდს უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

ანგარიში 21-ე წუთზე, ულამაზესი გოლის წყალობით ლიონელ მესიმ გახსნა. არგენტინელმა თავდამსხმელმა ესტებანს აუღებელი დაურტყა და “ბლაუგრანა” დააწინაურა.

მეორე და უკანასკნელი გოლი ადრიანო კორეირას ანგარიშზეა. კატალონიელებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგაც ბრაზილიელმა მოთამაშემ ანგარიშის ორამდე გაზრდა შეძლო.

“ალმერია” 0-2 “ბარსელონა”

გოლები: მესი, 21, ადრიანო, 56.

“ალმერია”: ესტებანი, ნელსონი, პელერანო, ტრუჰილო, კრისტიან ფერნანდესი, ვერსა (ბარბოსა, 80), ტებარი, ვიდალი (დუბარბერი, 65), სორიანო (აზიზი, 62), სუსო, როდრი.

“ბარსელონა”: ვალდესი, დანი ალვეში, ბარტრა, პიკე, ადრიანო, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ინიესტა (ჯონათან დოს სანტოსი, 90+1), სანჩესი (ტელიო, 80), მესი (ხავი, 29), პედრო.

გაფრთხილებები: ვერსა – ბარტრა, ადრიანო, ბუსკეტსი.

სანდრო საპანაძე