რიბერი CNN-სგან 1,5 მილიონ დოლარს ითხოვს (ფოტო)

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ამერიკულ ტელეფომპანია CNN-ს სასამართლოში უჩივლა. ფეხბურთელი თავისი ერთ-ერთი სურათის უნებართვოდ გავრცელებისთვის მორალური კომპენსაციით ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, CNN-მა რიბერის სურათი გაავრცელა:

Untitled

„ფრანკ რიბერის ამ სურათის გავრცელებაზე ნებართვა არავისთვის მიუცია. ჩემი კლიენტი ფრანგული სასამართლოს დახმარებით 1,5 მილიონი დოლარის ოდენობით კომპენსაციას ითხოვს“, – განაცხადა RMC-თან ინტერვიუში ფეხბურთელის ადვოკატმა კარლო ალბერტო ბუსამ.

ანრი: „გვარდიოლა მალე ინგლისის პრემიერლიგაში გადავა“

„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელს ტიერი ანრის ეჭვი არ ეპარება, რომ უახლოეს მომავალში „ბაიერნის“ მთავარი მვწრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სამუშაოდ ინგლისის პრემიერლიგაში გადავა.

„გვარდიოლა ამბიციური მწვრთნელია და მას, ალბათ, წარმატების მიღწევა ყველა შესაძლო ტოპლიგაში სურს. ვიცი, რომ მან ინგლისური ჩინებულად იცის. ვფიქრობ, მალე პეპს პრემიერლიგაში ვიხილავთ“, – განაცხადა ანრიმ.

ცნობისთვის, ბოლო დროს გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

„ბოატენგი მსოფლიოს საუკეთესო მცველია“

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორის მატიას ზამერის აზრით, მისი გუნდის ფეხბურთელი ჟერომ ბოატენგი მსოფლიოს საუკეთესო მცველია.

„ბოტენგის პროგრესი უბრალოდ გასაკვირია. მან თამაშის სტაბილიზირება შეძლო და ახლა სრულყოფილი მოთამაშეა. ამიტომაც „ბაიერნთან“ და გერმანიის ნაკრებთან ერთად ჟერომმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო. ის პლანეტის საუკეთესო მცველია“, – განაცხადა ზამერმა.

არიენ რობენი: „სანთელი უნდა დავანთოთ და ვილოცოთ“

ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანი არიენ რობენი თვლის, რომ მის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ამისთვის დღეს მას ჩეხეთთან მოგებისა და თურქეთის ისლანდიასთან წაგების იმედი უნდა ჰქონდეს.

„ამ ციკლში ძალიან ცოტა ვითამაშე, რაც გულდასაწყვეტია და უძლურს მხდის. და მაინც, ჩვენ შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. სანამ ის არსებობს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია. ჩვენი მატჩი უნდა მოვიგოთ, შემდეგ კი სანთელი სანთელი დავანთოთ და ვილოცოთ“, – განაცხადა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ მორიგი ტრავმის გამო არიენს სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

ანჩელოტიმ, შესაძლოა, „ბაიერნს“ უთავკაცოს

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ, შესაძლოა, მომავალში მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთელის პოსტი დაიკავოს. ამის შესახებ Football-Italia წერს.

მიუნხენელები იტალიელს იმ შემთხვევაში მოიწვევენ, თუ სეზონის ბოლოს კლუბს ხოსეპ გვარდიოლა დატოვებს, რომლის სახელს ბოლო დროს „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ. თანაც, მიუნხენელებთან მქომედი კონტრაქტი გვარდიოლას 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მის გახანგრძლივებაზე კი ის ჯერ არ დაფიქრებულა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ანჩელოტი უმუშევარია. „რეალიდან“ წასვლის შემდეგ მან გარკვეული პერიოდით დასვენება გადაწყვიტა. არადა, სპეციალისტს „მილანში“ დაბრუნების ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა ის „შავ-წითლების“ წინადადებას არ დათანხმდა.

დარჩება თუ არა გვარდიოლა „ბაიერნში“?

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

როგორც Goal.com-ი წერს, ესპანელი სპეციალისტი ჯერჯერობით არც მიუნხენელებთან კონტრაქტის გახანგრძივებას და არც „მანჩესტერ სიტის“ წინადადებას დათანხმებულა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნთან“ კონტრაქტი სპეციალისტს 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კლუბის ხელმძღვანელობას ესპანელთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს.

ვენგერმა „ბაიერნის“ დამარცხების რეცეპტი იპოვა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„როგორ დავამარცხოთ დაუმარცხებლები? პირველ რიგში, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში გავაკეთეთ. მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ და საკუთარი ძალების გვჯეროდეს. გარდა ამისა, „ბაიერნს“ თამაშის კონტროლის საშუალება არ უნდა მივცეთ, ამ გუდნს ბურთს დაჭერა უყვარს. ამიტომაც, მაქსიმალური კონცენტრაცია და მომენტების გამოყენება გვჭირდება“, – განაცხადა ფეხბურთს ფრანგმა სპეციალისტმა.

რობენი, შესაძლოა, მოედანზე „ბორუსიასთან“ მატჩში დაბრუნდეს

გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც მიუნხენის „ბაიერნი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს, შესაძლოა, მოედანზე ნახევარმცველი არიენ რობენი გამოჩნდეს. ჰოლანდიელი ფეხის ტრავმის შემდეგ თითმქის გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, არიენი ისლანდიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს დაშავდა, რომელიც მისმა გუნდმა შინ ანგარიშით 0:1 წააგო.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ – „ბორუსიას“ შეხვედრა კვირას, ოთხ ოქტომბერს, თბილისის დროით, 19 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.

ლევანდოვსკის აგენტმა „რეალში“ ან „ბარსელონაში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა, განაცხადა, რომ მადრიდი ან ბარსელონა მისი კლიენტისთვის კარიერის გასაგრძელებლად ჩინებული ადგილი იქნებოდა.

„ლევანდოვსკის მომავალზე უკვე ვფიქრობ. მანჩესტერი? იქ ხშირად წვიმს. ბარსელონა ან მადრიდი? ეს ორი ადგილი საკმაოდ საინტერესოა, თანაც ესპანეთში ფეხბურთის სათამაშოდ საუკეთესო პირობებია შექმნილი.

ასეა თუ ისე, მიუნხენი ლამაზი ქალაქია და საცხოვრებლად ჩინებული ადგილია“, – თვლის ფეხბურთელის აგენტი.

რობერტ ლევანდოვსკიმ “ვოლფსბურგს” 9 წუთში ხუთი გოლი გაუტანა (ვიდეო)

გვარდიოლა ინგლისის ნაკრების თავკაცობის კანდიდატად განიხილება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ხოსეპ გვარდიოლას კანდიდატურას ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს. ინგლისელები, მზად არიან, როი ჰოჯსონის წასვლის შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ ამჟამინდელ თავკაცს წელიწადში ათი მილიონი ფუნტი უხაროდ. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა „სანი“ წერს.

1

ლევანდოვსკის კომენტარი ცხრა წუთში ხუთი გატანილი გოლის შემდეგ

მიუნხენს „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც „ვოფლსბურგთან“ მატჩში ცხრა წუთში ხუთ გოლი გაიტანა, ჟურნალისტებს მატჩის შემდგომ თავისი ემოციები გაუზიარა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს ფანტასტიკური იყო. უბრალოდ, კარში დარტყმა მსურდა და არც კი მიფიქრია, რა შედეგს მივიღებდი. ვაგებდით და გვესმოდა, რომ მინიმუმ ორჯერ უნდა გაგვეტანა. ხუთი გოლი რაღაც წარმოუდგენელია. გვარდიოლას ჩემთვის ასახსნელი არაფერი აქვს, ისედაც ვიცი, თუ რა გავაკეთო მოედანზე“, – განაცხადა პოლონელმა.

გვარდიოლა: „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გასვლაზე „ოლიმპიაკოსთან“ ანგარიშით 3:0 მოგების შემდეგ თავისი გუნდი შეაქო და აღნიშნა, რომ ეს წარმატებისკენ მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

„ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ადვილი არასდროსაა. „ოლიმპიაკოსს“ ევროტურნირებზე ბოლო ექვსი საშინაო მატჩი არ წაუგია, ასეთი მეტოქის დამარცხება ადვილი არ იყო. ამის მიუხედავად, „ბაიერნი“ თამაშს აკონტროლებდა. ჩემი გუნდი უნდა შევაქო, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, – ციტირებს გვარდიოლას უეფას ოფიციალური საიტი.