უელსელი ფეხბურთელი, გარეტ ბეილი აცხადებს, რომ მისთვის, მადრიდის “რეალის” მაისურით ერთ მატჩში სამი გოლის გატანა ოცნება იყო.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს, “სამეფო კლუბმა” საკუთარ მოედანზე “ვალიადოლიდი” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ბეილმა მეტოქის კარში გოლები 33-ე, 64-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა.
“ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გოლი გაგაქვს, მაგრამ “რეალის” მაისურით ჰეთ-თრიქის შესრულება ჩემი ოცნება იყო. ადაპტაციისათვის დრო მჭირდებოდა, ახლა ყველაფერი კარგადაა და ბედნირი ვარ”, – ამბობს ბეილი.