მადრიდის “რეალის” ნახევარმცვლემა, გარეთ ბეილმა ტრავმა მოირჩინა და საერთო ჯგუფთან ერთად დაიწყო ვარჯიში და 2 მაისს პრიმერას 35-ე ტურის ფარგლებში “სევილიასთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. ინფორმაციას მადრიდული კლუბის ოფიციალური ტვიტერი ავრცელებს.
ბეილმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში, “მალაგასთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. აღნიშნული შეხვედრა 18 აპრილს გაიმართა.
მიმდინარე სეზონში 24 წლის უელსელის ანგარიშზე 28 შეხვედრაში გატანილი 13 გოლია.