“ვოლფსბურგმა” კლუბის თავდამსხმელს, ნიკლას ბენდტნერს კონტრაქტი გაუწყვიტა. ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა.
“ვოლფსბურგის” ვებ-გვერდის ცნობით, ბენდტნერი ვარჯიშებს ხშირად აცდენდა და მას დისციპლინასთან დაკავშირებით პრობელემები ჰქონდა.
დანიელ ფეხბურთელს გერმანელებთან ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებდა.