“ბილბაოს” მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე მომდევნო სეზონშიც ბასკურ კლუბში იმუშავებს. AS-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია.
ვალვერდესთვის შეთავაზებული ახალი კონტრაქტი ერთწლიანია, რაც თავად სპეციალისტისთვისაც ოპტიმალური ვარიანია.
პრიმერას მიმდინარე გათამაშების 36 ტურის შემდეგ “ბილბაო” მეცხრე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ბასკები ესპანეთის თასის ფინალშიც არიან, სადაც “ბარსელონას” შეხვდებიან.