პეპ გვარდიოლას “ბაიერნის” ფეხბურთელებმა ლუდი გადაასხეს

10 მაისს, გერმანიის ბუნდესლიგაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “შტუტგარტი” მიიღო და მეტოქე პიზაროს გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა.

მიუნხენელები გერმანიის ჩემპიონები კიდევ ერთხელ გახდნენ, ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა კი, რა თქმა უნდა, კარგად იხალისეს.

BnScmhFCEAEcsgh

ნეიმარი, უილშირი, ბოატენგი და ოსვალდო “ნაიკის” ახალ რეკლამაში

პოპულარულმა სპორტულმა ბრენდმა “ნაიკმა” ახალი რეკლამა გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას ნეიმარი, ჯეკ უილშირი, კევინ-პრინს ბოატენგი და პაბლო ოსვალდო იღებენ.

დავიდ ალაბასა და ჟერომ ბოატენგის ცეკვა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის შემდეგ

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელებმა დავიდ ალაბამ და ჟერომ ბოატენგმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს.

სიგარეტი, ლუდი – კევინ-პრინს ბოატენგი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ეწევა სიგარეტს გერმანული “შალკეს” ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი. აღსანიშნავია, რომ ბოატენგი მხოლოდ სიგარეტის მოწევით არ შემოიფარგლა, ფოტოზე კარგად ჩანს ლუდის ბოთლი, რომელიც ფეხბურთელს გვერდით უდევს.

tumblr_n1iy0hfo1y1sctlano1_1280

ბოატენგი: “ოზილი “არსენალის” საკვანძო ფეხბურთელია”

“ბაიერნის” მცველმა ჟერომ ბოატენგმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ, “არსენალზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესუთ ოზილი ლონდონური გუნდის წამყვანი ფეხბურთელია.

“ოზილი “არსენალის” საკვანძო ფეხბურთელია. მატჩის დროს მუდმივად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან ადგილობრივი გულშემატკივარი საკუთარ გუნდს შეტევისკენ მოუწოდებს. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უკეთესები ვართ” – განაცხადა ბოატენგმა.

შეგახსენებთ, რომ “არსენალსა” და “ბაიერნს” შორის გასამართი შეხვედრა ლონდონში 19 თებერვალს გაიმართება.

ბოატენგი: “შალკეს” ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია”

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, კევინ-პრინს ბოატენგი აცხადებს, რომ გუნდს ამჟამინდელი შემადგენლობით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, “შალკე” გერმანიის ბუნდესლიგაში მეოთხე პოზიციას იკავებს და პირველ ადგილზე მყოფ “ბაიერნს” 19 ქულით ჩამორჩება. იენს კელერის შეგირდები, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდებიან.

“ჩვენი გუნდის ყველა წევრს ფეხბურთის თამაში სიამოვნებს. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ნებისმიერი მეტოქე დავამარცხოთ და ვფიქრობ, ამჟამინდელი შემადგენლობით ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს”, – ამბობს ბოატენგი.

ბოატენგი: “მილანის” გამო, ძალიან ვწუხვარ”

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, კევინ-პრინს ბოატენგი აცხადებს, რომ ის “მილანის” ამჟამინდელი სიტუაციის გამო, ძალიან წუხს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, იტალიის სერია A-ში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ “როსონერი” მეათე პოზიციას იკავებს. “შავ-წითლებს” რამდენიმე კვირის წინ სათავეში კლარენს ზეედორფი ჩაუდგა, რომელმაც მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.

“მილანი” კვლავაც ჩემს გულში რჩება. “როსონერის” ყველა მატჩს ვუყურებ და სიმართლე გითხრათ, ძალიან ვწუხვარ, რომ გუნდი იტალიის სერია A-ს ცხრილში მეათე პოზიციას იკავებს.

ზეედორფი? როდესაც კლარენსი “როსონერის” მწვრთნელი გახდა, მას წარმატება ვუსურვე. ვფიქრობ, როცა ის თავის შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს, მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტი იქნება”, – ამბობს ბოატენგი.

ბოატენგი: “ბალოტელის არ მეშინია”

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მცველი, ჟერომ ბოატენგი აცხადებს, რომ მას მარიო ბალოტელის არ ეშინია.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, იტალიის ნაკრები მილანში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს, მატჩი კი 23:45 საათზე დაიწყება.

“მართალია, ევროპის ჩემპიონატზე, მან ჩვენს წინააღმდეგ კარგად ითამაშა, თუმცა მისი არ მეშინია. ჩემი აზრით, ბალოტელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”, – ამბობს ბოატენგი.

ბოატენგი: “ბაიერნს” ჩემთვის ულტიმატუმი არასოდეს წამოუყენებია”

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, ჟერომ ბოატენგი აცხადებს, რომ ბავარიულ კლუბს მისთვის ულტიმატუმი არასოდეს წამოუყენებია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა, მეჰმეთ შოლმა განაცხადა, რომ თუ ბოატენგი ისევე ითამაშებს, როგორც გასულ სეზონში, მაშინ ის გუნდიდან უნდა მოისროლონ.

“სიმართლე გითხრათ, მისმა ნათქვამმა გამაოცა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ რომელიმე ფეხბურთელის წასვლა-დარჩენაზე საუბარი მიდის, მაგრამ “ბაიერნის” ხელმძღვანებლობას ჩემთვის ულტიმატუმი არ წამოუყენებია”, – ამბობს ბოატენგი.