“სტოკმა” ბოიანი ესპანეთში გაანათხოვრა

“სტოკ სიტის” თავდამსხმელი, ბოიან კრკიჩი მომავალ სეზონში “დეპორტივო ალავესის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც იცით, ბოიანი “ბრიტანია სდეტიუმზე” 2014 წელს გამოჩნდა და საკმაოდ შედეგიანი სადებიუტო სეზონიც ჩაატარა. თუმცა, “ბარსელონას” აღზრდილმა ფეხბურთელმა მარკ ჰიუზის გულის მოგება ვეღარ შეძლო და ახლა ახალ თავგადასავლებთან მოუწევს გამკლავება.

ესპანელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშე პრემიერ ლიგის მატჩში, სეზონის მეორე ნაწილი კი გერმანიის ბუნდესლიგაში გაატარა, სადაც ის “მაინცის” ღირსებას იცავდა.

გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კრკიჩთან ერთად “სტოკ სიტიმ” ჯანელი იმბულაც განათხოვრა, ოღონდ ფრანგულ “ტულუზაში”.

ბოიან კრკიჩი “მიდლსბროში”?

ბრიტანული “მიდლსბროს” მთავარმა მწვრთნელმა, აიტორ კარანკამ განაცხადა, რომ მისი კლუბი “სტოკ სიტის” მფლობელობაში მყოფი ბოიან კრკიჩის გადაბირებას შეეცდება.

“მინდა გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოვიყვანო, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციებზე შეეძლებათ თამაში. ასე რომ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ამ დროისთვის, გეგმაში მხოლოდ ერთი ტრანსფერი გვაქვს, მაგრამ თუ ვინმე დაგვტოვებს, რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ.

ბოიანს საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგანაც ის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა. ის კარგი ფეხბურთელია, “მილანში”, “ბარსელონაში”, “რომსა” და “სტოკში” აქვს ნათამაშები, რაც ბევრს ნიშნავს.” – განცხადა მან.

კრკიჩი “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლას ურჩევს

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, რომელიც ამჟამად “სტოკ სიტის” ღირსებას იცავს, კატალონიური გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიმართავს და მათ “კამპ ნოუდან” აბარგებას ურჩევს.

“სერხი რობერტოსა და სხვა ფეხბურთელებს, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, უკვე ვუთხარი, რომ დროა, გუნდი დატოვონ.

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ტრანსფრების განხორციელება ფიფასგან აკრძალული აქვს, ფეხბურთელები ეგოისტურად უნდა მოიქცნენ.

სერხი აუცილებლად უნდა წავიდეს. მნიშვნელობა არ აქვს, “სტოკში” მოვა თუ სხვა კლუბში. მთავარია, რომ მას სათამაშო დრო მიეცეს”, – ციტირებს კრკიჩის სიტყვებს კატალონიური პორტალი weloba.cat

 

ოფიციალურად: ბოიან კრკიჩი „სტოკში“ გადავიდა

ბოიან კრკიჩი „ბარსელონადან“ ინგლისურ „სტოკ სიტიში“ გადაბარგდა.

23 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა „სტოკთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება.

კრკიჩმა გასული სეზონი იჯარის წესით ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა. ჰოლანდიური კლუბის ფორმით ჩაატარა 24 მატჩი და გაიტანა 4 გოლი.

 

კრკიჩი სტოკ სიტის უახლოვდება

“ბარსელონას” თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, შესაძლოა, “სტოკ სიტიში” გადავიდეს. დიდი ალბათოით 23 წლის ფეხბურთელი ინგლისში იჯარის წესით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბოიანი “აიაქსის” ღირსებას იცავდა, სადაც 31 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლის გატანა შესძლო.

“ბარსელონას” შეტევაში დიდი კონკურენციის გამო, კრკიჩი კვლავ ახალი კლუბის ძიებაშია.

 

ბოიან კრკიჩი: „ეჭვიც არ მეპარება, რომ „ბარსაში“ თამაშს შევძლებ“

თავდამსხმელს ბოიან კრკიჩს არ ეპარება ეჭვი იმისა, რომ „ბარსელონაში“ თამაშს მოახერხებს.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ „ბარსაში“ თამაშს შევძლებ, თუმცა, არ ვიცი, იქნება თუ არა ეს ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. რამდენიმე ვარიანტი მაქვს: შემიძლია „ბარსელონაში“ დავბრუნდე. ასევე „აიაქსში“ დარჩენის შესაძლებლობა მაქვს. ჯერჯერობით არაფერს გამოვრიცხავ.

როდესაც კატალონიაში თავი პირველად გამოვიჩინე, ჩემ სახით ბევრი ბომბარდირს ხედავდა. სხვა კლუბების რიგებში თამაშისას დავრწმუნდი, რომ ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება არამხოლოდ გოლების გატანითაა შესაძლებელი. ტაქტიკის მხვრივ იტალიაში ძალიან განვვითარდი , განსაკუთრებით ეს დაცვას ეხება. ჰოლანდიაში მე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დამაბრუნეს, სადაც თავის გამოჩენა მოვახერხე“, – განაცხადა ბოიანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბოიან კრკიჩი: “ბარსელონაში თამაში შემიძლია”

“აიაქსში” გატარებული იჯარის შემდეგ “ბარსელონაში” დაბრუნებული ბოიან კრკიჩი აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში დარჩენა შეუძლია.

“გასულ სეზონში ჩემი მიზანი იყო ისეთ კლუბში თამაში, სადაც პროგრესირების საშუალება მექნებოდა. “აიაქსი” ბავშვობიდან მომწონდა, თანაც ამსტერდამში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ მქონდა.

იტალიაში და ჰოლანდიაში გატარებულმა დრომ საკმაოდ ბევრი რამ მასწავლა. ეჭვი არ მეპარება, რომ “ბარსელონაში” თამაშს მოვახერხებ. ახლა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშნველოვანი არჩევანი უნდა გავაკეთო: “ბარსელონა”, “აიაქსი” თუ რომელიმე სხვა კლუბი. ამ ეტაპზე არცერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ” – განაცხადა კრკიჩმა.

კრკიჩი “აიაქსში” არ დარჩება

ამსტერდამში განაცხადეს, რომ ბოიან კრკიჩის საიჯარო ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებენ.

ბოიანი “ბარსელონადან” ჰოლანდიაში მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, სადაც 24 ჩატარებულ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

ასეთი შედეგი “აქიასის” სამწვრთნელო შტაბისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღჩმონდა.

კრკიჩი “ბარსელონაში” დაბრუნდება. ფეხბურთელის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2015 წლამდეა გათვლილი.

ბოიანი 4-6 კვირას იუქმებს

ამსტერდამის „აიქსში“ იჯარის წესით მოთამაშე ბოიან კრკიჩმა ერედივიზიის ბოლო ტურის შეხვედრაში, რომელშიც მისი გუნდი „გოუ ეხედ იგლზს“ დაუპირისპირდა, ტრავმა მიიღო. ექიმთა თქმით, კრკიჩი თამაშს დაახლოებით 4-6 კვირის განმალობაში ვერ მოახერხებს.

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო პროცესს ბოიანი ბარსელონაში გაივლის, რის შესახებაც Barcastuff-ი იტყობინება.

ამსტერდამული კლუბის მაისურით ბოიანმა რვა მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა მან ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ახალგაზრდა მოთამაშის ანგარიშზე სამი შედეგიანი გადაცემაა.

ალექსანდრე მატევოსოვი