“ჯენოამ” ბერტოლაჩი და ბორიელო დაკარგა

“პარმას” წინაამღდეგ გამართულ შეხვედრაში “ჯენოას” ნახევარმველმა ანდრეა ბერტოლაჩიმ ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ოთხი კვირით დაემშვიდობა მოედანს.

იტალიის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 27 შეხვედრა ჩაატარა და 2 გატანილ გოლთან ერთად 6 საგოლე პასიც შეასრულა. შეგახსენებთ, რომ მის მიმართ ინტერესს “მილანი” და “ფიორენტინა” იჩენენ.

“ჯენოას” საკადრო პრობლემები ამით არ დამთავრებულა. გენუელებს ფორვარდი, მარკო ბორიელოც გამოაკლდათ, რომელსაც დაახლოებით თვე გაუცდება.

30 ტურის შემდეგ “ჯენოა” ევროპის ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

 

ბორიელო: “რომას” სკუდეტოს მოგება შეუძლია”

იტალიური “რომას” თავდამსხმელი, მარკო ბორიელო აცხადებს, რომ “ჯალოროსის” იტალიის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, იტალიის სერია A-ს ცხრილში, რომელები 31 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარ “ნაპოლის” სამი ქულით უსწრებენ.

“სკუდეტოს მოპოვება ნამდვილად შეგვიძლია, რადგან ძლიერი გუნდი და შესანიშნავი ფანები გვყავს. თუმცა, ჩემპიონატის მოგება რთული იქნება, ძლიერი კონკურენტები გვყავს, ამიტომ საჭიროა, მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყოთ”, – ამბობს ბორიელო.