“ფიორენტინას” ნახევარმცველი ბორხა ვალერო კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალება არ ხმაურდება, თუმცა პრესაში იწერება, რომ ტრანფერის ღირებულებამ 5,5 მილიონი ევრო შეადგინა, კიდევ 1,5 მილიონს კი “ფიორენტინა” ბონუსის სახით მიიღებს. 32 წლის ესპანელი ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება.