როგორ მოატყუა ბორხა ვალერომ სერხიო ბუსკეტსი (ვიდეო)

2 აგვისტოს, “ფიორენტინასა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (2:1), ბორხა ვალერომ სერხიო ბუსკეტსი შესანიშნავად მოატყუა.

ლევან მჭედლიძე “ფიორენტინას” ფეხბურთელების წინააღმდეგ (ვიდეო)

21 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის ბოლო წუთებზე მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძეც აქტიურობდა.

ცნობისთვის, მჭედლიძე “ემპოლის” სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და ის თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო.

ბორხა ვალერო: „რეალში“ სახლსა და მანქანას გჩუქნიან, თუმცა ეს ნამდვილი ფეხბურთი არ არის“

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა ბორხა ვალერომ მადრიდის „რეალის“ აკადემიაში გატარებულ დროზე ისაუბრა.

„თერთმეტ წლამდე, სანამ მადრიდის „რეალის“ აკადემიის წევრი გავხდებოდი, თავით კარგად ვთამაშობდი. ვცხოვრობდი სამას ბიჭთან, რომელთა 85% ვერსად ვერ მოხვდა. მათ ბავშვობის წლები ტყუილად დახარჯეს. გუნდში არანაირი ლოიალურობა არ იყო.

მათ, ვისაც აგდებდნენ, ჩანთით ხელში მიდიოდნენ. რთული იყო, რადგან ყველაფერი არამხოლოდ ჩვენს თამაშზე, არამედ მწვრთნელების აზრზეც იყო დამოკიდებული. ეს სიტუაცია გადაცემა „X-Factor“-ს ჰგავდა.

„რეალში“ კარგ ხელფასს გიხდიან, გაძლევენ სახლს, მანქანასა და ლამაზ საათს. თქვენ სხვა პლანეტაზე ცხოვრობთ, მაგრამ ეს ნამდვილი ფეხბურთი არ არის“, – ციტირებს 29 წლის ნახევარმცველს გამოცემა „მარკა“.

2005 წლიდან 2007 წლამდე ბორხა მადრიდელთა მეორე გუნდში თამაშობდა. გარდა ამისა, მან ესპანეთის თასსა და ჩემპოიონთა ლიგაზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა.

ვალერო: “ფიორენტინას” როსი დააკლდება”

იტალიური “ფიორენტინას” ნახევარმცველი, ბორხა ვალერო აცხადებს, რომ გუნდს ჯუზეპე როსი დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ როსიმ ტრავმა სერია A-ში, “ლივორნოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც იტალიის თასზე, “კიევოსთან” გამართული მატჩი გამოტოვა.

“ჯუზეპე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ის ნამდვილად დაგვაკლდება. როსი გუნდისათვის უდიდეს ძალას წარმოადგენს, მის გარეშე თამაში კი შედარებით გვიჭირს”, – ამბობს ვალერო.

ვალერო: “სერია A-ში პრიმერა დივიზიონზე მეტი კონკურენციაა”

იტალიური “ფიორენტინას” ნახევარმცველი, ბორხა ვალერო აცხადებს, რომ სერია A-ში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონთან შედარებით, უფრო მეტი კონკურენციაა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი ფლორენციულ კლუბში 2012 წლის ზაფხულში, ესპანური “ვილიარეალიდან” გადავიდა.

“ვფიქრობ, იტალიის სერია A-ში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ჩემი აზრით, აქ გუნდებს შორის უფრო მეტი კონკურენციაა, ვიდრე ესპანეთის პრიმერა დივიზიონში”, – ამბობს ესპანეთის ნაკრების წევრი.

ბორხა ვალერო ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უახლოეს დროში „ფიორენტინას“ ესპანელი ნახევარმცველი ბორხა ვალერო ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს.

მიმდინარე ხელშეკრულება მხარეებს 2016 წლამდე აკავშირებთ, ამის მიუხედავად, „იების“ სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ მისი გახანგრძლივების იმედი გამოთქვა. სხვადასხვა ევროპული წყაროების ცნობით, ახალი კონტრაქტი გასაფორმებლად თავად მოთამაშეც არის მზად.

ალექსანდრე მატევოსოვი

“მილანის” წარუმატებელი სერია გრძელდება

2 ნოემბერს იტალიის სერია A-ში, მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა. ფლორენციელებმა ჯარიმა გაითამაშეს, ხოლო ხუან ვარგასის დარტყმული მუნტარის მოხვდა, ბურთმა მიმართულება შეიცვალა, ხოლო “როსონერის” კარის დარაჯმა, გაბრიელმა გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

სტუმრებმა უპირატესობა ორამდე 73-ე წუთზე გაზარდეს. მარჯვენა ფლანგზე, ხოაკინმა ერთ მეტოქეს გვერდი აუარა და საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ ბორხა ვალერო ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო – მას გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა.

ამრიგად, “მილანი” ბოლო სამ მატჩში მეორედ დამარცხდა და ჩემპიონატის ცხრილში, 12 ქულით, მეათე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება “ფიორენტინას”, “იები” 21 ქულით, მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

“მილანი” – “ფიორენტინა” 0:2
“სან სირო”, 42000 მაყურებელი

“მილანი”: გაბრიელი, ძაკარდო, საპატა, აბატე, კონსტანტი, კაკა, მუნტარი (საპონარა 69′), ბირსა (ნიანგი 57′), დე იონგი, მონტოლივო, ბალოტელი.
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

“ფიორენტინა”: ნეტო, როდრიგესი, პასკვალი, ტომოვიჩი, სავიჩი, ამბროზინი (ვეჩინო 34′), აკვილანი, ბორხა ვალერო, ვარგასი, როსი (ხოაკინი 68′), მატოსი (ოლივეირა 90+1′).
მთავარი მწვრთნელი: ვიჩენცო მონტელა.

გოლები: ვარგასი 27′, ბორხა ვალერო 73′.
გაფრთხილებები: ბალოტელი 61′ – მატოსი 29′, აკვილანი 50′.
მთავარი მსაჯი: პაოლო სილვიო მაცოლენი.