მშობლიური ქვეყნის პარკეტებზე გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, „ბარსელონას“ ფორვარმა ბოშტიან ნახბარმა აქცენტის გაკეთება საკლუბო კარიერაზე გადაწყვიტა.
Yugobasket-თან მიცემულ ინტერვიუში, 34 წლის კალათბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულება დაადასტურა. შესაბამისად, 2013 წლის ევრობასკეტი მისთვის ეროვნული ნაკრების მაისურში ბოლო აღმოჩნდა.
ცნობისთვის, კონტინენტის პირველობის საშუალოდ ერთ მატჩში ნახბარის მონაგარმა სათამაშო დროის 23 წუთში 9,1 ქულა და 4,2 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი