„სელტიქსი“ სეზონის სტარტზე ზედიზედ ოთხ შეხვედრაში ბოლოს 1969 წელს დამარცხდა

„მემფის გრიზლისთან“ წაგებული შეხვედრა (88:95)  „ბოსტონ სელტიქსისთვის“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონის სტარტზე ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა.

როგორც ESPN Boston-ი იტყობინება, პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა სეზონის დასაწყისში ზედიზედ ოთხი შეხვედრა ბოლოს 1969 წელს წააგო.

მაშინდელი უიღბლო სერია ბოსტონელებმა ოქტომბრის თვეში შეწყვიტეს.

ცნობისთვის, შემდეგ თამაშში ბრედ სტივენსის გუნდის მეტოქე „იუტა ჯაზი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი