გონსალო იგუაინი არგენტინელ მოდელ სარა ნარას ხვდება. სათქმელია, რომ სამი წლის წინ ნარა ურუგვაელი თავდამსხმელის დიეგო ფორლანის გერლფრენდი იყო და 2011 წლის ივლისში მასზე დაქორწინებასთან ახლოს იყო.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობით სარას დაც გამოირჩაა. ვანდა აქამდე „ბარსელონას“, „სამპდორიასა“ და „მილანის“ ექს-მოთამაშეს მაქსი ლოპესს ხვდებოდა, ხოლო ღალატის შემდეგ არგენტინელი მიატოვა. ამჟამად იგი „ინტერის“ ფორვარდის მაურო იკარდის მეუღლეა, რომელიც, შესაბამისად, შესაძლოა, მომავალში იგუაინის ნათესავი გახდეს.