Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის  ახალი  ამბები  მოკლედ;
კვირის  კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.

  კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ნეიმარის ხანმოკლე ბედნიერება – ფეხბურთელი გელფრენდს დაშორდა

2013 წელს „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ნეიმარმა პოპულარული ბრაზილიელი მსახიობი ბრუნა მარკეზანი გაიცნო, მალევე დაახლოვდნენ. ბედნიერი წყვილი არაერთხელ მოხვდა ფოტოკამერების ობიექტივში.

თუმცა, მათ რომანს წერტილი დაესვა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თან დაშორდნენ ისე, რომ ბრუნამ სოციალურ ქსელში ყველა ის ფოტო წაშალა, რომელზედაც ნეიმართან ერთად იყო გამოსახული. წყვილს ჩვევად ჰქონდა გადაქცეული, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობებს სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატავდნენ.

წყვილის დაშორების ოფიციალურ მიზეზად ნეიმარის ესპანეთში გადაბარგება სახელდება. ბრუნასაც შეეძლო ევროპაში წამოსვლა, თუმცა მისი კარიერა ბრაზილიაში დარჩენას მოითხოვდა.

ბექა დოგრაშვილი

ვან გაალი: “მუნდიალის ფავორიტები არგენტინა, ბრაზილია და გერმანია არიან”

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა 2014 წლის მუნდიალის ფავორიტებზე ისაუბრა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა არგენტინის, ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებები გამოყო.

“მუნდიალების ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, გათამაშების ფავორიტები არგენტინა და ბრაზილია არიან. თამაშის დონით კი მათ გერმანიის ნაკრებიც ემატება, რომელიც ძალიან მაღალი დონის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. პირველ რიგში ეს “ბაიერნის” ფეხბურთელებს ეხებათ” – განაცხადა ვან გაალმა.

მატჩის დროს გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენა, მინისტრის მიერ დაშლილი კლუბი, ქვეყნები, სადაც ფეხბურთი იკრძალება — „ფეხბურთოლოგია“

რუბრიკა „ფეხბურთოლოგიის“ დღევანდელ ნაწილში გთავაზობთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან ოთხ საინტერესო ფაქტს: როგორ გააკეთა ფეხბურთელმა მატჩის დროს უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა, სად არის აკრძალული ფეხბურთის თამაში, რომელია ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უხეში შეხვედრა და რატომ დაშალა ბრაზილიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბი.

იტალიის ქალაქ ასტიში ადგილობრივი კლუბის ცენტრალურმა თავდამსხმელმა მასკიომ ერთ-ერთი ამხანაგური მატჩიც მიმდინარეობისას ფეხი ბურთს ააცილა და მიწას დაჰკრა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელმა ფეხი სერიოზულად დაიზიანა. შემთხვევის ადგილზე ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც ისტორიული ღირებულება გააჩნდა. მასკიომ ამ „არქეოლოგიური აღმოჩენისთვის“ ფულადი ჯილდო და სპეციალური პრიზიც მიიღო.

ფეხბურთი ოფიციალურად ექვს ქვეყანაში არის აკრძალული, მათ შორის – ავღანეთში, კამბოჯასა და გრენლანდიაში. ამერიკის შტატ იუტაში ფეხბურთის თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ მოედანი ეკლესიიდან არანაკლებ 1,5 მილის დაშორებითაა. ბეისბოლისთვის, გოლფისა და ამერიკული ფეხბურთისთვის ეს მანძილი 0,5 მილით განისაზღვრება.

1969 წლის 3 ნოემბერს, დიდ ბრიტანეთში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უდისციპლინო მატჩი გაიმართა. „ტონგჰემის ახალგაზრდულ კლუბსა“ (სურეი) და „ჰაუ-ლის“ (ჰანთსი) შორის შეხვედრა იმდენად უხეში გამოდგა, რომ მსაჯმა 22-ივე მოთამაშე დასაჯა, აქედან ერთ-ერთი ფეხბურთელი და გვერდითი არბიტრი სულაც საავადმყოფოში გააქანეს.

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი „რა“, რომელსაც საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაშალა. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუნდი ძირითადად პოლიციელებისგან შედგებოდა და როდესაც მათი მონაწილეობით მატჩები იმართებოდა, მათ საგულშემატკივროდ სტადიონზე დანარჩენი პოლიციელებიც მიდიოდნენ. ამით სარგებლობდნენ ბოროტმოქმედნი და ქალაქში ქაოსს აწყობდნენ. სამაგიეროდ, ტრიბუნებზე იყო სამაგალითო წესრიგი.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეები დოპინგკონტროლს გაივლიან

ფიფა-ს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის ირჟი დვორჟაკის თქმით, მოახლოებული მუნდიალის ფინალური ეტაპის 32 ნაკრების მონაწილე ტურნირის დაწყებამდე დოპინგკონტროლს გაივლის.

„მიხარია, რომ არავინ იცის, თუ როდის ჩატარდება დოპინგტესტი. გამორიცხული არ არის, მოთამაშეებს მოულოდნელად მივაკითხოთ.

პირველი მარტიდან ყველა ნაკრების მოთამაშეთა კოორდინატებს მივიღებთ, რის შემდეგად გადავწყვეტთ, თუ რით დავიწყო.

ამ ეტაპზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველა ფეხბურთელი ტურნირის გახსნის მატჩამდე შემოწმდება“, – განაცხადა დვორჟაკმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ზიკო: „მსოფლიოს ჩემპიონატის თასი სამხრეთ ამერიკაში დარჩება“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ზიკო მიიჩნევს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპონატის მოგების ყველაზე კარგი შანსი ბრაზილიის ნაკრებს აქვს. მისი თქმით, „სელესაოს“ კონკურენციას ისევ სამხრეთამერიკული ნაკრებები გაუწევენ.

„თუ ჩვენი გუნდის ძირითადი ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ, მაშინ ბრაზილიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. „სელესაოს“ ძირითადი კონკურენტები, ჩემი აზრით, იქნებიან არგენტინა, თავისი ლიონელ მესით და ურუგვაი, რომელსაც შესანიშნავ თავდამსხმელთა სამეული ჰყავს: ლუის სუარესი, დიეგო ფორლანი, ედინსონ კავანი. ასე რომ, ვფიქრობ, მუნდიალის თასი სამხრეთ ამერიკაში დარჩება“, – ზიკოს სიტყვებს „გლობო“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ოსკარი: „ბრაზილიის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების გაჩემპიონებას არ დავუშვებთ“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოსკარი „სელესაოს“ ქომაგებს ჰპირდება, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინელებს ტიტულის მოგების შესაძლებლობას არ მისცემს.

„გუნდს, რომელსაც მუნდიალის მოგება სურს, ბრაზილიის ნაკრების დამარცხება მოუწევს. ვისაც ამის სურვილი აქვს, სიქა უნდა გაიძროს, მთელი ძალისხმევა დახარჯოს იმისთვის, რომ ჩვენი, მასპინძლების ბარიერის დაძლევა შეძლოს. თუ რომელიმე გუნდი ამ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების დამარცხებას მოახერხებს, ეს ნამდვილად ისტორიული მატჩი იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება.

რაც შეეხება არგენტინას, ჩვენ ამ ნაკრებს გამარჯვების შესაძლებლობას არ მივცემთ! არგენტინელებს მშვენიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ბრაზილიის მუნდიალზე მათ გაჩემპიონებას არ დავუშვებთ“, – ციტირებს ოსკარის სიტყვებს Goal.com-ი.

ბექა დოგრაშვილი

ფრედი ისევ დაშავდა

როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიური ,,ფლუმინენსეს” თავდამსხმელმა ფრედმა ბარძაყზე ტრავმა გასულ წელს მიიღო და 4 თვე არ უთამაშია. გამოჯანმრთელებიდან 3 მატჩის შემდეგ კი ისევ ლაზარეთს მიაშურა.

თავდაპირველად კლუბის ექიმებმა განაცხადეს, რომ ფრედს მხოლოდ ათი დღე გაუცდებოდა, მაგრამ დაზიანება ძალიან სერიოზული აღმოჩნდა და შესაძლოა ფეხბურთელმა ორი თვე ვეღარ ითამაშოს.

ბრაზილიური მედიის თქმით, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა გამორიცხა ფრედის თამაში ამხანაგურ მატჩი, რომელიც  5 მარტს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გაიმართება.

უცნაური გოლი ბრაზილიიდან (ვიდეო)

ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩი “კორინთიანსის” კარი ტასიომ საკმაოდ უცნაურად დალაშქრა.

ბრაზილიელი ფეხბურთელების საარქივო მასალები

დროდადრო ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია თავისი ფეხბურთელების შესახებ საარქივო მასალებს ასაჯაროებს ხოლმე. გთავაზობთ გამოჩენილი ბრაზილიელი ფეხბურთელების საარქივო მასალებს.

ნეიმარი


დენილსონი


ჟულიო ბაპტისტა


რობინიო


ლუსიო


კაკა


რონალდო


ჟუნინიო


რონალდინიო


ადრიანო

პელე: „ბრაზილიას მხოლოდ ფრედის იმედი ვერ ექნება“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს აზრით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ქვეყნის გუნდს, შესაძლოა, შეტევის ხაზში სერიოზული პრობლემები ჰქონდეს.

„ბრაზილიის ნაკრების შტევის ხაზი ოდნავ მაღელვებს. როდესაც მუნდიალებს ვიგებდით, ჩინებული თავდამსხმელები გვყავდა. დღევანდელ ნაკრებს კი უკეთესი დაცვა ჰყავს. ვფიქრობ, მხოლოდ ფრედის იმედი ვერ გვექნება. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი გუნდის მაინც მჯერა. ბრაზილიამ კონფედერაციის თასის მოგება მოახერხა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ამავე დროს, მესმის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი – სულ სხვა ტურნირია“, – განაცხადა პელემ.

ალექსანდრე მატევოსოვი