სკოლარი: “ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს “სელესაო” მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა ჰონდურასის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ბოლო 12 მატჩში, მე-11 გამარჯვება იზეიმა.

“რა თქმა უნდა, ის, რომ ტურნირი ბრაზილიაში იმართება, ჩვენთვის კარგია. ცხადია, ჩვენი გულშემატკივრები ჩვენგან ბევრს მოითხოვენ. გვინდა, მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ და ეს მოხდება კიდეც”, – ამბობს სკოლარი.

ფეხშიშველი ნეიმარის ფინტები ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე

ნეიმარი რომ ტექნიკით გამორჩეული ფეხბურთელია, ეს ყველამ იცის. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნაკრების ვარჯიშზე ფეხშიშველმა ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა.

ბექჰემმა ბრაზილიის ნაკრები მოინახულა (ფოტომასალა)

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ეწვია, რომელიც მაიამიში არის დაბინავებული. 17 ნოემბერს ბრაზილიელი ფეხბურთელები ჰონდურასის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ბრაზილიის ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერი იტყობინება, რომ ბექჰემს „სელესაოს“ სამწვრთნელო შტაბთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა. ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მოქმედ ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ფოტოებიც გადაიღო.

სკოლარი: „ტოტი რომ ბრაზილიელი იყოს, ჩემს ნაკრებში თამაშის დიდი შანსი ექნებოდა“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გამოტყდა, რომ მის გუნდში ისეთი ფეხბურთელების ხილვას ისურვებდა, როგორებიც არიან ანდრეა პირლო და ფრანჩესკო ტოტი. ფეხბურთის ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

„ტოტი ძალიან მომწონს. ის კარგად თამაშობს, ფლობს განსაკუთრებულ უნარებს და არის საკუთარი გუნდის ერთგული. ის რომ ბრაზილიელი იყოს, ჩვენს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი ექნებოდა, თუმცა მას უკვე გაუმართლა, რადგან ეკუთვნის შესანიშნავ საფეხბურთო ერს. ის, ვინც იტალიის ნაკრებში ხვდება, ბრაზილიის ნაკრებში თამაშსაც უპრობლემოდ შეძლებს.

პირლოც უნდა აღვნიშნო. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაიმეთი სხვებზე მაღლა დგანან. პირლო ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი თავი მთელი ეპოქის სახით წარმოგვიდგინა. ის თამაშის მაღალი კულტურით გამოირჩევა, კარგად ფლობს ბურთს და შეუძლია მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევა. ის ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდა.

ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მომწონს, როგორ მუშაობს ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. მან საოცარი მუშაობა გასწია და განაახლა გუნდი როგორც ტაქტიკურად, ასევე – ფსიქოლოგიურად“, – სკოლარის სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: დიეგო კოსტამ ესპანეთი აირჩია

მიუხედავად იმისა, რომ დიეგო კოსტამ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით ორ არაოფიციალურ მატჩში ითამაშა, მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ესპანეთს ფეხბურთის ფედერაციის წინადადება მიიღო.

როგორც ცნობილი გახდა, 25 წლის მოთამაშემ ოფიციალურ წერის მოაწერა ხელი, რომელშიც დაადასტურა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის სასარგებლოდ ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

სავარაუდოდ, „ფურია როხაში“ დიეგოს დებიუტო ნოემბრის თვეში შდგება, როდესაც ესპანელები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბარსელონას“ ბრაზილიელთა დებიუტები „ელ კლასიკოში“

ბოლო 20 წელიწადში ნეიმარი „ბარსელონას“ მეხუთე ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ერთად გავიხსენოთ, თავის დროზე როგორ ჩაატარეს „ბარსელონას“ ბრაზილიელმა ვარსკვლავებმა მადრიდის „რეალთან“ თავიანთი პირველი მატჩი.

რომარიო
1993/94 წლების სეზონი: „ბარსელონა“–„რეალი“ 5:0
რითი გამოიჩინა თავი: 24-ე წუთზე „ელ კლასიკოს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. „რეალის“ განადგურებას სათავე დაუდო, რომარიომ იმავე მატჩში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

რონალდო
1996/97 წლების სეზონი: „რეალი“–„ბარსელონა“ 2:0
რითი გამოიჩინა თავი: პირველივე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გაზაფხულის „კლასიკოში“ გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა „რეალის“ წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

რივალდო
1997/98 წლების სეზონი: „რეალი“–„ბარსელონა“ 2:3
რითი გამოიჩინა თავი: ანგარიში მატჩის მე-5 წუთზე გახსნა. დანარჩენი დრო გუნდზე მუშაობას მოახმარა.

რონალდინიო
2003/04 წლების სეზონი: „რეალი“–„ბარსელონა“ 1:2
რითი გამოიჩინა თავი: კატალონიელთა გადამწვეტ შეტევაში მიიღო მონაწილეობა. მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთი ადრე, „პარაშუტით“ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჩავი ერნანდესი, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ნეიმარი
2013/2014 წლების სეზონი: „ბარსელონა“–„რეალი“ 2:1
რითი გამოიჩინა თავი: გახდა პირველი გოლის ავტორი. გარდა ამისა, ალექსის სანჩესს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ბექა დოგრაშვილი

ფალკაოს ბრწყინვალე ფინტი ირანის ნაკრების წინააღმდეგ

ფუტზალში, ბრაზილიისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, ბრაზილიელთა ლეგენდარულმა მოთამაშემ, ფალკაომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ბრწყინვალე ფინტით ჩამოიტოვა.

“ანტი-პანენკა”: ალეშანდრე პატოს საშინლად შესრულებული პენალტი დიდამ აუღო

24 ოქტომბერს, ბრაზილიაში, ბრაზილიის თასის მეოთხედფინალის მატჩი გაიმართა. “გრემიომ” საკუთარ მოედანზე “კორინთიასი” მიიღო. მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა. საბოლოოდ, საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც “გრემიოს” ფეხბურთელებმა უკეთ იმოქმედეს – 3:2.

რიგით ბოლო პენალტის შესრულება ალეშანდრე პატოს მოუწია. ყოფილმა “მილანელმა” თერთმეტმეტრიანის შესრულება პანენკას სტილში სცადა, თუმცა მან ეს ყოველივე საშინლად გააკეთა, ბურთი კი ასევე “მილანის” ყოფილმა მეკარემ, ნელსონ დიდამ ხელებში დააფიქსირა.

რონალდომ 2014 წლის მუნდიალზე თავისი ფავორიტები დაასახელა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს თვლის.

„ესპანეთი და გერმანია ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან, თუმცა ბრაზილიის ნაკრებმაც წარმოაჩინა თავისი ძლიერი მხარე, თანაც ისინი სახლში ითამაშებენ. ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს დავასახელებდი“, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

რონალდოს კომენტარის გაკეთება მიროსლავ კლოზეს შესახებაც სთხოვეს, რომელსაც ბრაზილიელის რეკორდის დამხობის შანსი აქვს. მოგეხსენებათ, გერმანელ თავდამსხმელს მუნდიალებზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია რონალდოს მონაგარზე.

„ამის შესახებ ბევრი საუბრობს. ვფიქრობ, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ის დაამხო. ეს მე არ მაწუხებს. ერთ დღესაც ვიღაც ჩემს რეკორდს დაამხობს. სახელი იმით გავითქვი, რომ ბევრი გოლი გავიტანე და ეს დავიწყებას არ მიეცემა. ჩემი პირადი ისტორია და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი 15 გოლი არასდროს წაიშლება. თუ ის ჩემზე მეტ გოლს გაიტანს, მივულოცავ და ვაღიარებ, თუმცა ჩემს მიერ გატანილ გოლებს ისტორიიდან ვერ ამოშლის“, – განაცხადა რონალდომ.

ბექა დოგრაშვილი

კურიოზული შემთხვევა გოლის აღნიშვნისას

19 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “ფლუმინენსემ” საკუთარ მოედანზე “პონტე პრეტა” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, რაფაელ რატაოს კი გოლის აღნიშვნისას კურიოზული რამ შეემთხვა.

ლამაზი ავტოგოლი

საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა საკუთარ კარში “ინტერნასიონალის” ფეხბურთელმა ჯექსონმა. “გრემიოსთან” გამართულ შეხვედრაში, მან საკუთარი გუნდის მეკარეს თავზე ბურთი გადაუგდო.

 

ბრაზილიელი ფეხბურთელის შესანიშნავი ფინტი

ბრაზილიის ჩემპიონატში, “კრუზეიროსა” და “ფლუმინენსეს” შორის გამართულ შეხვედრაში, “კრუზეიროს” ფეხბურთელმა, ევერტონ რიბეირომ მეტოქე გუნდის მოთამაშე შესანიშნავი ფინტით ჩამოიტოვა.