სად იცხოვრებს ინგლისის ნაკრები 2014 წლის მუნდიალის მსვლელობისას?

ინგლისის ნაკრები ერთ-ერთი პირველია, რომელმაც გადაწყვიტა, თუ სად დაბინავდება გუნდი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას.

როი ჰოჯსონის ფეხბურთელები ბინას რიო დე ჟანეიროში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Royal Tulip-ში დაიდებენ. სასტუმრო 17-სართულიანია და 418 ნომრისგან შედგება.

მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა, ფეხბურთის ასოციაციამ დრო არ დაკარგა და გადაწყვიტა, თუ სად იცხოვრებს გუნდი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო პირველობის მიმდინარეობისას. ასოციაციის გენერალური მდივნის, ალექს ჰორნის თქმით, ინგლისელებმა თავიანთი არჩევანი ფიფას წარმომადგენლებთან უკვე განიხილეს.

გთავაზობთ აღნიშნული სასტუმროს ფოტოებს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ბექა დოგრაშვილი

დავიდ ლუისი “გიგანტს” შეხვდა

ლონდონის “ჩელსისა” და ბრაზილიის ნაკრების მცველმა, დავიდ ლუისმა Instagram-ში, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ყველაზე მაღალ კალათბურთელთან, სუნ მინგმინგთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

untitled

სკოლარი: “ნეიმარი საუკეთესო ბრაზილიელებში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ ბრაზილიელთა ამჟამინდელ შემადგენლობაში, ნეიმარი საუკეთესოთა შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, ნეიმარი კატალონიის “ბარსელონაში” ბრაზილიური “სანტოსიდან” 57 მილიონი ევროს სანაცვლოდა გადავიდა.

“რა თქმა უნდა, როცა “ბარსელონაში” თამაშობ, ეს ფანტასტიურია. ბრაზილიის ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობაში, ნეიმარი საუკეთესოთა შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა. ცხადია, ნეიმარის მსგავის მოთამაშეები ფეხბურთს ალამაზებენ”, – ამბობს სკოლარი.

ნეიმარის ეფექტური თამაში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ

12 ოქტომბერს, სამხრეთ კორეის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბრაზილიის ნაკრები მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ბრაზილიელთა შემტევმა, ნეიმარმა თავის სტილში, ეფექტურად ითამაშა.

სკოლარი დიეგო კოსტას დათანხმებას ცდილობს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი იმედს გამოთქვამს, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა „სელესაოში“ თამაშის გადაწყვეტილებას მიიღებს და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელს როგორც ესპანეთის, ასევე ბრაზილიის მოქალაქეობა აქვს. მას ბრაზილიის ნაკრების ფორმით ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, „სელესაოს“ რიგებში მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან გამომდინარე, ფიფამ დიეგო კოსტას არჩევანის საშუალება მისცა. ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„იმისთვის, რომ სამუნდიალო განაცხადი დავასახელო, დრო მაისამდე მაქვს. დიეგო კოსტას მამასთან ამ თემაზე უკვე ვისაუბრე“, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ფრანგული Le10Sport-ი.

ბექა დოგრაშვილი

სეზონის ყველაზე კურიოზული აცილება?

10 ოქტომბერს, ბრაზილიის სერია A-ში, “კრუზეიროსა” და “სან-პაულუს” შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან კურიოზული რამ მოხდა. “კრუზეიროს” ფეხბურთელმა, ვილიან გომეშმა ცარიელ კარში გოლის გატანა ძალიან ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა.

როგორი ფორმებით იასპარეზებენ ბრაზილიელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე

ბრაზილიურმა პორტალმა Globoesporte-მ ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორი იქნება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორმა 2014 წელს, ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

camisa_brasil2

 

Copy of camisa_maior

12

რონალდინიომ ტრამვა მიიღო

მოგეხსენებათ, რონალდინიომ “ატლეტიკო მინეიროს” ბოლო მატჩი კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვა. ახლა კი ბრაზილიურ პრესაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ გაუჩომ გუშინდელ ვარჯიშზე მყესი გაიწყვიტა და 2 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

კლუბის პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა ტრავმასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მას “სერიოული” უწოდა. თუმცა იქვე დაამატა, რომ საბოლოოდ ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადა ცნობილი არაა და ექიმებს უნდა დაველოდოთ.

პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ დეკემბრისთვის, როცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება, რონი სრულ მზადყოფნაში იქნება.

სკოლარიმ ამხანაგურებისათვის შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ სამხრეთ კორეასა და ზამბიის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩებისათვის გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ჯეფერსონი (“ბოტაფოგო”), ვიქტორი (“ატლეტიკო მინეირო”), დიეგო კავალიერი (“ფლუმინენსე”)

მცველები: დანი ალვეში (“ბარსელონა”), მაიკონი (“რომა”), მარსელო (“რეალი”), მაქსველი (“პსჟ”), დავიდ ლუისი (“ჩელსი”), დანტე (“ბაიერნი”), ენრიკე (“პალმეირასი”), დედე (“კრუზეირო”)

ნახევარმცველები: ლუკას ლეივა (“ლივერპული”), ერნანეში (“ლაციო”), ლუის გუსტავო (“ვოლსბურგი”), პაულინიო (“ტოტენჰემი”), რამირესი (“ჩელსი”), ოსკარი (“ჩელსი”)

თავდამსხმელები: ბერნანდი (“შახტარი”), ჟო (“ატლეტიკო მინეირო”), ლუკასი (“პსჟ”), ჰალკი (“ზენიტი”), ალეშანდრე პატო (“კორინთიასი”), ნეიმარი (“ბარსელონა”).

სეზარი: ”სკოლარის კომენტარი მოულოდნელი იყო”

”ქუინს პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიო სეზარი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ლუის ფელიპე სკოლარის განცხადებას გამოეხმაურა.

”სკოლარის განცხადება ჩემთვის მოულოდნელი გახდა. მან კვლავ დამიცვა. სატრანსფერო ფანჯრის დროს შექმნილი გაუგებრობის შემდეგ, მე ქპს-ს ძირითად შემადგენლობაში უნდა შევინარჩუნო ადგილი. შემდეგი რვა თვის განმალობაში შესანიშნავად უნდა ვითამაშო, რათა მუნდიალზე მოვხვდე”, – განაცხადა სეზარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამხრეთ ამერიკელთა თავკაცმა განაცხადა, რომ სეზარი ნაკრებში ადგილს იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუ თავისი კლუბის შემადგენლობაში იშვიათად მოხვდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

პელე საქართველოში ჩამოვა

ფეხბურთში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდის წევრმა ნიკო პატარქალიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე თბილისსა და ქუთაისში გასამართ საქველმოქმედო ახალგაზრდულ ტურნირს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, არგენტინელი, ბრაზილიელი და ურუგვაელი ფეხბურთელები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს ბრაზილიიდან ოფიციალური ცნობა მიიღო, რომელიც იუწყება, რომ პელე საქართველოში ჩამოვა. ეს ტურნირი მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 110 წლის იუბილეს მიეძღვნება“, – ციტირებს პატარქალიშვილის სიტყვებს „იტარ-ტასი“.

გარდა ამისა, ნიკო პატარქალიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ აღნიშნული ტურნირი ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟით ჩატარდეს.

სხვათა შორის, საქართველოში პელეს სეხნია ცხოვრობს – პელე მიხეილის ძე გურული. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის მოსახელე 1970 წლის 14 ივნისს, ქუთაისში დაიბადა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატი იმართებოდა, რომელიც ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, პელე კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ახალშობილ ბიჭს სახელად პელე დაარქვეს, მამამისმა კი ცნობილ ფეხბურთელს წერილი გაუგზავნა, რაშიც ამ ამბავს აუწყებდა. „ფეხბურთის მეფე“ წერილს მალევე გამოეხმაურა და ახალშობილისთვის პელეს დარქმევის ნებართვაც გასცა. გარდა ამისა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიხეილ გურულს სუვენირიც გამოუგზავნა – მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ასლი.

ბექა დოგრაშვილი

ბეკენბაუერი: ”ბრაზილიის დამარცხება მხოლოდ გერმანიას შეუძლია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ფრანც ბეკენბაუერის აზრით, 2014 წლის მუნდიალზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ბრაზილიის დამარცხება შეუძლია.

”ვფიქრობ, არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ბრაზილიის დამარცხება შეუძლია. ეს – გერმანიაა”, – განუცხადა ბეკენბაუერმა ფიფას ოფიციალურ საიტს.

”გერმანიას ახლა ახალი სტილი აქვს და უამრავი ახალგაზრდა ტალანტიც ჰყავს. უდიდეს სამუშაოს იოახიმ ლიოვიც ასრულებს”, – აღნიშნა გერმანიის ნაკრების ლეგენდამ.

”სხვათაშორის, კონფერედერაციის თასის მოგების შემდეგ, მუნდიალი ჯერ არავის მოუგია. თუმცა, აღნიშნულ ტურნირზე ბრაზილიელებმა თავისი ძალა აჩვენეს და ვფიქრობ, იგივეს გაკეთება მათ პლანეტის პირველობაზეც შეუძლიათ”, – დაასრულა ბეკენბაუერმა.

ალექსანდრე მატევოსოვი