„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტი მერსესაიდულ კლუბში იმ შემთხვევაშიც არ დარჩება, თუ მას ხელფასის სახით კვირაში 900 ათას ფუნტს შესთავაზებენ.
„რთულია იმაზე საუბარი, რასაც სხვები ამბობენ. სტერლინგთან შეხვედრები კლუბის შიდა საქმეა. მასთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ ორი წლით გვაკავშირებს. იმედია, მას ამის შესახებ ახსოვს. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში სტერლინგთან მოლაპარაკება გვექნება.
არამგონია, რაჰიმი აქ ბედნიერი არ იყოს. თუ ის მზად იქნება, კვირას აუცილებლად ითამაშებს. შექმნილი სიტუაცია მისსადმი კარგ დამოკიდებულებას არ მიცვლის. ყველანაირი მსგავსი საქმე ჩვენ შორის რჩება“, – ციტირებს როჯესს Goal.com-ი.