ბრაიან კუკმა „იუტა ჯაზის“ წინადადება მიიღო

თავისუფალი აგენტი ბრაიან კუკი ახალი სეზონისთვის მზადებას „იუტა ჯაზში“ დაიწყებს, რის შესახებაც Deseret News-ის ჟურნალისტი ჯოდი გენესი წერს.

32 წლის ფორვარდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2003 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა. გასული სეზონის მეორე ნაწილში კი კუკი პუერტო-რიკოს ჩემპიონატში თამაშობდა.

სხვადასხვა წლებში ბრაიანი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“, „ორლანდო მეჯიკის“, „ჰიუსტონ როკეტსის“, „ლოს-ანჯელეს კლიპერსისა“ და „ვაშინგტონ უიზარდსის“ ღირსებას იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი