ბუნდესლიგა: მეექვსე ტურის მიმოხილვა

ბუნდესლიგის მეექვსე ტურის დაძაბული და საინტერესო მატჩებით დახუნძლული აღმოჩნდა.

შალკე – დორტმუნი

რურის დერბი რა თქმა უნდა ტურის ცენტრალურ მატჩად მიიჩნეოდა და მოლოდინიც გაამართლა. განსაკუთრებით ამის თმქა მის პირველ ტაიმზე შეიძლება.

მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე, მატიპის გოლის შესძლეს. ზუსტად 13 წუთში კი ჩუპო-მოტინგმა “შალკეს” უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა. დორტმუნდელებამ სულ რაღაც 3 წუთში შესძლეს სხვაობის შემცირება. რამოსის პასით ზუსტი დარტყმა საკუთარ ანგარიშზე ობამეიანგმა მიითვალა.

მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. გელზენრიხენელებმა სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმის და სატურნირო ცხრილში მცირე წინსვლას დაიმსახურეს.

კიოლნი – ბაიერნი

მორიგი გამარჯვება და ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა. “ბაიერნი” მე-6 ტურში კიოლნს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ გუნდს დამაჯერებლად სძია.

მიუნხენელებმა გიოტცეს და ჰაფლარის (ავტოგოლი) ძალისხმევით მოპოვებული კომფორტული უპირატესობა არ გაანიავეს და მოსკოვში გამგზავრებამდე, სადაც ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრას გამართავენ, ხასიათი გამოისწორეს. თუმცა, მოგვიანებით რუსეთში ჩასული გერმანელები მცირე გაუგებრობაშიც მოყვნენ.

ვოლფსბურგი – ვერდერი

ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია ბრემენის “ვერდერმა”, რომელიც გასულ ტურში “ვოლფსბურგს” ესტუმრა.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-15 წუთზე როდრიგესის გოლით დაწინაურდნენ. შესვენებამდე 8 წუთით ადრე “ვერდერმა” ბუშის დარტყმით გაათანაბრეს და პირველი ნახევრის ანგარიშიც დააფიქსირეს. თუმცა, საბოლოო სიტყვა 57-ე წუთზე უბერებელმა ივიცა ოლიჩმა თქვა და საკუთარ გუნდს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა.

“ვერდერი” კი “ჰამბურგთან” და “ფრაიბურგთან” ერთად 6 ტურის შემდეგ ბოლო სამ პოზიციას ინაწილებს. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით მოუგებლად სწორედ ეს ტრიო ასპარეზობს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

26/09/14

მაინცი 0-0 ჰოფენჰაიმი
1           X            2
2.45    3.30       2.90

27/09/14

შალკე 2-1 დორტმუნდი
გოლები: მატიპი 10′ (1:0); ჩუპო-მოტინგი 23′ (2:0); ობამეიანგი 26′ (2:1)
1           X            2
3.60     3.55       2.90

ფრაიბურგი 0-0 ლევერკუზენი
1            X              2
4.20     3.75          1.85

შტუტგარტი 1-0 ჰანოვერი
გოლები: შვააბი 69′
1            X            2
2.05     3.50       3.60

კიოლნი 0-2 ბაიერნი
გოლები: გიოტცე 19′ ; ჰალფარი 66′ (ს.კ.)
1           X            2
8.60    4.80       1.40

პადერბორნი 1-2 გლადბახი
გოლები: ჰერმანი 8′ (0:1); რაფაელი 14′ (0:2); ვემელი 70′ (1:2)
1           X            2
3.45     3.40       2.15

ვოლფსბურგი 2-1 ვერდერი
გოლები: როდრიგესი 15′ (1:0); ბუში 37′ (1:1); ოლიჩი 57′ (2:1)
1             X             2
1.55      4.25        6.10

28/09/14

აუგსბურგი 1-0 ჰერტა
გოლი: ვერჰაეგი 27′
1           X            2
2.15     3.45      3.70

ჰამბურგი 1-2 აინტრახტი
გოლები: სეფეროვიჩი 44′ (0:1); მიულერი 58′ (1:1); ლუკას პიაცონი 90′ (1:2)
1           X            2
2.15    3.50      3.30

ბუნდესლიგა: მეექვსე ტურის პრევიუ

ბუნდესლიგის მორიგი ტური სტარტს ტრადიციულად პარასკევს გასამართი მატჩით აიღებს, თუმცა ძირითადი მოვლენების შაბათს განვითარდება.

შალკე – ბორუსია დორტმუნი

რურის დერბი რა თქმა უნდა ტურის ცენტრალურ შეხვედრად მიიჩნევა. მართალია, სეზონის სტარტი ორივე გუნდმა ჩააგდო, თუმცა “შალკეს” და “ბორუსიას” შეხვედრის დროს სატურნირო მდგოამრეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მატჩები ყოველთვის პრინციპულობით გამოირჩევა.

“შალკემ” პირველი გამარჯვების მოპოვება გასულ ტურში, “ვერდერთან” სტუმრეობისას მოახერხა. დორტმუნდელებმა კი ჩემპიონთა ლიგაში “არსენალის” ძლევის შემდეგ საშინაო ასპარეზის ზედიზედ ორ შეხვედრაში ვერ შესძლეს მეტოქის დამარცხება.

გასულ სეზონში “ბორუსიამ” დერბი მეტოქის მოედანზე მოიგო. ამიტომ, “შალკე” მეტოქის დასახვედრად გაორმაგებული მოტივაციით ემზადება.

კიოლნი – ბაიერნი

მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც მხოლოდ გასულ ტურში შესძლო საჩემპიონო თამაშის ჩვენება და “პადერბორნის” დამაჯერებლად დამარცხება, “კიოლნს” ესტუმრება.

მასპინძლებს წლევანდელ სეზონში გამარჯვებების მოპოვება უჭირთ, თუმცა მათი დამარცხებაც რთული საქმეა. ხუთი მატჩიდან სამი “კიოლნმა” ფრედ დაასრულა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

“ბაიერნი” ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება და გერმანიში ერთპიროვნულ ლიდერობას იბრუნებს.

ვოლფსბურგი – ვერდერი

ვოლფსბურგში ადგილობრივი გუნდი ბრემენის “ვერდერს” უმასპინძლებს. რობინ დუტის გუნდმა სეზონის სტარტი ჩააგდო. ბრემენელები ჯერჯერობით გამარჯვების გარეშე ასპარეზობენ და ხუთი ტურის შემდეგ მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან. გასულ ტურში კი საკუთარ მოედანზე “შალკსეთან” განადგურდნენ.

წინა ტური “ვოლფსბრუგისთვისაც” წარუამტებელი გამოდგა, რომელიც ბერლინში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. თუმცა, მანამდე გეკინგის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე “ლევერკუზენის” დამარცხება შთამბეჭდავი ანგარიშით მოახერხეს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

26/09/14

მაინცი – ჰოფენჰაიმი
1           X            2
2.45    3.30       2.90

27/09/14

შალკე – დორტმუნდი
1           X            2
3.60     3.55       2.90

ფრაიბურგი – ლევერკუზენი
1            X              2
4.20     3.75          1.85

შტუტგარტი – ჰანოვერი
1            X            2
2.05     3.50       3.60

კიოლნი – ბაიერნი
1           X            2
8.60    4.80       1.40

პადერბორნი – გლადბახი
1           X            2
3.45     3.40       2.15

ვოლფსბურგი – ვერდერი
1             X             2
1.55      4.25        6.10

28/09/14

აუგსბურგი – ჰერტა
1           X            2
2.15     3.45      3.70

ჰამბურგი – აინტრახტი
1           X            2
2.15    3.50      3.30

ბუნდესლიგა: მეხუთე ტურის პრევიუ

მეხუთე გერმანული ტური საკმაოდ საინტერესო შეხვედრებს გვპირდება. მათ შორის “ვერდერისა” და “შალკეს” ტრადიციულად პრინციპული დაპირისპირებაც არის.

ბაიერნი – პადერბორნი

დაუმარცხებლად მოასპარეზე გათამაშების ლიდერს მოახლოებულ ტურში სერიოზული გამოცდა ელის. ბუნდესლიგის დებიუტანტი “პადერბორნი” მიუნხენს ესტუმრება, სადაც ურთიერთობას “ბაიერნთან” გაარკვევს.

გვარდიოლას გუნდი ჯერჯერობით საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება. გარდა ამისა, მიუნხენელებს საკმაოდ დახუნძლული კალენდარი აქვთ, რის გამოც ესპანელმა სპეციალისტმა უკმაყოფილება გამოთქვა.

აინტრახტი – მაინცი

ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ დერბის “მაინცი” კარგი განწყობით ხვდება. “დორტმუნდთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კასპერ ჰიულმანდის გუნდს სატურნირო ცხრილში პირველი საფეხურის დასაკავებლად მხოლოდ ერთი გოლი დააკლდა. ვიცე-ჩემპიონთან გამართული დამღლელი დაპირისპირების შემდეგ “მაინცის” შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი.

“აინტრახტს” დისკვალიფიკაციის გამო სლობოდან მედოიევიჩი ვერ დაეხმარება, რაც საკმაოდ დიდი დანაკლისია. გარდა ამისა, მასპინძლებს ტრავმირებული კონსტანტ ჯაკპა და ნელსონ ვალდესი ვერ დაეხმარებიან.

ვერდერი – შალკე

მოგების გარეშე მოასაპრეზე გუნდები პირველი გამარჯვების მოპოვებას ერთმანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩში ეცდებიან.

ბრემენელთა ბანაკში პრობლემებია. ვერდერის რამდენიმე მოთამაშე მოწამლულია და მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის, თუმცა სავარაუდოდ ძირითადი ბირთვი მოედანზე გასვლას მაინც შესძლებს.

საკადრო პრობლემები არც “შალკეს” აკლია. დაცვაში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას “ვერდერთან” დისკვალიფიცირებული ბოატენგის და დრაქსლერის არყოფნაც დაემატება. აღსანიშნავია, რომ იულიანს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები: 

23/09/14

ბაიერნი – პადერბორნი
1             X            2
1.16       8.00       17.00

ჰოფენჰაიმი – ფრაიბურგი
1              X              2
1.76        3.80         4.70

ვერდერი – შალკე
1          X           2
2.80    3.35      2.55

აინტრახტი – მაინცი
1             X            2
2.46       3.25       3.00

24/09/14

ლევერკუზენი – აუგსბურგი
1               X                2
1.60        4.30           5.40

დორტმუნდი – შტუტგარტი
1               X                2
1.40         5.10           7.80

გლადბახი – ჰამბურგი
1             X            2
1.70      3.90        4.70

ჰანოვერი – კიოლნი
1             X            2
2.25      3.40        3.25

ჰერტა – ვოლფსბურგი
1             X            2
3.10       3.35       2.35

ბუნდესლიგა: მეოთხე ტურის მიმოხილვა

უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა ბუნდესლიგის მეოთხე ტური, რომელსაც არც მოულოდნელი შედეგების გარეშე ჩაუვლია. საინტერესოა, რომ სათამაშო დღის 9 შეხვედრაში მსაჯებმა წითელი ბარათი 5-ჯერ გამოიყენეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული ტური ისტორიაშიც შევიდა. ბუნდესლიგაში შორიდან გატანილი გოლის ახალი რეკორდი დამყარდა. “პადერბორნის” ფეხბურთელმა მორიც შტოპელკამპმა გოლი 83 მეტრიდან გაიტანა.

ჰამბურგი – ბაიერნი

ახალი მთავარი მწვრთნელის მიერ დამოძღვრილმა “ჰამბურგმა” პირველი შეხვედრა მიუნხენის “ბაიერნთან” ჩაატარა. წარუმატებელის სტარტის შემდეგ ჰამბურგელთა აქტივში მხოლოდ ერთი ქულა იყო და მეოთხე ტურის შეხვედრაშიც უპირობო ფავორიტად მიუნხენელები მიიჩნეოდნენ.

თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი პროგნოზებს არ ემთხვევა და ეს აღნიშნულმა შეხვედრამაც დაამტკიცა, რომელიც ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

“ჰამბურგმა” მეორე ქულის მოპოვება მოახერხა, ხოლო “ბაიერნმა” ლიდერობა ბუნდესლიგის დებიუტანტ “პადერბორნს” დაუთმო.

მაინცი – დორტმუნდი

მარცხი გათამაშების კიდევ ერთმა ფავორიტმა, დორტმუნდის “ბორუსიამაც” იწვნია. ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ კლოპის შეგირდები მაინცს ესტუმრნენ და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში მეორე ტაიმში, 66-ე წუთზე ოკაზაკის ძალისხმევით გახსნეს. მალევე გინტერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ვოლფსბურგი – ლევერკუზენი

ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩი მასპინძელთა დამაჯერებელი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.

“ლევერკუზენი” მატჩის დებიუტში უმცირესობაში აღმოცნდა და “ვოლფსბურგმა” ანგარიში მალევე, მე-8 წუთზე როდრიგესის გოლით გახსნა. 29-ზე დრმიჩმა კი გაათანაბრა, მაგრამ შესვენებაზე ლიდერის სტატუსში მაინც მასპინძლები გავიდნენ. ტაიმის ბოლოს გოლი ვიეირინიამ გაიტანა.

მეორე ნახევარში როდრიგესმა დუბლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ჰუნტმა 81-ე წუთზე დააფიქსირა.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

19/09/14

ფრაიბურგი 2-2 ჰერტა
გოლები: კემპფი 30′ (1:0); რონი 36′ (1:1); კლაუსი 79′ (2:1); რონი 90′ (2:2)
1           X           2
2.60     3.25      2.75

20/09/14

შალკე 2-2 აინრახტი
გოლები: მეიერი 15′ (0:1); რუსი 24′ (0:2): ჩუპო-მოტინგი 40′ (1:2); დრაქსლერი 50′ (2:2)
1           X           2
1.80    3.75      4.20

აუგსბურგი 4-2 ვერდერი
გოლები: სელკე 3′ (0:1); ბაიერი 14′ (1:1); ვერჰაეგი 45′ (2:1); დი სანტო 56′ (2:2); ვერნერი 77′ (3:2); მატავჟი 90′ (4:2)
1           X           2
1.95    3.50      3.80

შტუტგარტი 0-2 ჰოფენჰაიმი
გოლები: მოდესტე 15′ ; ელიონოუსი 90′
1               X             2
2.60         3.40        2.70

ჰამბურგი 0-0 ბაიერნი
1           X           2
10.00    5.50     1.31

პადერბორნი 2-0 ჰანოვერი
გოლები: კაჩუნგა 71′ ; სტოპელკამპი 90′
1           X           2
2.80    3.25       2.55

მაინცი 2-0 დორტმუნდი
გოლები: ოკაზაკი 66′ ; გინტერი 74′ (ს.კ)
1           X           2
5.50    4.00      1.65

21/09/14

ვოლფსბურგი 4-1 ბაიერი
გოლები: როდრიგესი 8′ (1:0); დრმიჩი 29′ (1:1); ვიეირინია 45′ (2:1); როდრიგესი 63′ (3:1); ჰუნტი 81′ (4:1)
1           X           2
2.75    3.40     2.50

კიოლნი 0-0 გლადბახი
1           X           2
2.70     3.25     2.60

”ჰამბურგი” 0-0 ”ბაიერნი”

მიუნხენის ”ბაიერნმა” ბუნდესლიგის მე-4 ტურის მატჩში, სტუმრად ”ჰამბურგის” დამარცხება ვერ მოახერხა.

ბუნდესლიგა: მეოთხე ტურის პრევიუ

ბუნდესლიგის მეოთხე ტურში რამდენიმე დამაინტრიგებელი მატჩი გველის. “ჰამბურგი” ახალი მწვრთნელით “ბაიერნის” დასახვედრად ემზადება, ხოლო იურგენ კლოპი “დორტმუნდთან” ერთად მშობლიურ კლუბს ესტუმრება.

ჰამბურგი – ბაიერნი

ჩაგდებული სეზონის შემდეგ ჰამბურგში ბუნდესლიგის განახლებას იმედიანად ხვდებოდნენ, თუმცა წარუამტებელი სტარტის შემდეგ კლუბში მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტეს. მირკო სლომკას ნაცვლად “ჰამბურგს” იოზეფ ცინბაუერი გაუძღვება.

ახალ დამრიგებელს პირველივე მატჩში სერიოზული გამოცდა ელის – ჰამბურგს “ბაიერნი” ესტუმრება. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული რთული მატჩის შემდეგ მიუნხენელები საუკეთესო კონდიციებში არ იმყოფებიან. გვარდიოლას გარკვეული საკადრო პრობლემებიც აქვთ. ამის ფონზე, მატჩი დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.

მაინცი – დორტმუნდი

წარუმატებელი სტარტის შემდეგ “მაინცმა” გასულ ტურში “ჰერტა” დაამარცხა და მდგომარეობის გამოსოწორება მოახერხა. თუმცა, მეოთხე სათამაშო კვირა მაინცურ კლუბს გაცილებით ძლიერ მეტოქეს შეახვედრებს.

დორტმუნდელები მოახლოებულ შეხვედრას შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან. ბუნდესლიგაში კარგი თამაშების სერიას ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებაც მოჰყვა. “ბორუსიას” “მაინცთან” მატჩში გუნდის კაპიტანი, სებასტიან კელი ვერ დაეხმარება.

ვოლფსბურგი – ლევერკუზენი

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის კანიდატების მატჩი ტურის ცენტრალურ დაპირისპირებადაა მონათლული.

მასპიძლები მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდებიან. “ვოლფსბრუგს” დისკვალიფიცირებული გილავოგი ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, “მგელბმა” ევროპის ლიგაზე ითამაშეს და განადგურდნენ კიდეც, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომრეობაზეც უნდა აისახოს.

წარუმატებელი იყო “ბაიერის” ევროპული თამაშიც, თუმცა ლევერკუზენელებს აღსადგენად მეტი დრო აქვთ. ტრავმის გამო თითქმის გამორიცხულია ტოპრაკის თამაში.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

19/09/14

ფრაიბურგი – ჰერტა
1           X           2
2.60     3.25      2.75

20/09/14

შალკე – აინრახტი
1           X           2
1.80    3.75      4.20

აუგსბურგი – ვერდერი
1           X           2
1.95    3.50      3.80

შტუტგარტი – ჰოფენჰაიმი
1               X             2
2.60         3.40        2.70

ჰამბურგი – ბაიერნი
1           X           2
10.00    5.50     1.31

პადერბორნი – ჰანოვერი
1           X           2
2.80    3.25       2.55

მაინცი – დორტმუნდი
1           X           2
5.50    4.00      1.65

21/09/14

ვოლფსბურგი – ბაიერი
1           X           2
2.75    3.40     2.50

კიოლნი – გლადბახი
1           X           2
2.70     3.25     2.60

ბუნდესლიგა: მესამე ტურის მიმოხილვა

საინტერესო, დაძაბული და ტრადიციულად უხვგოლიანი გამოდგა გერმანული ტური, რომელმაც გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო მატჩი აჩუქა.

ლევერკუზენი 3-3 ვერდერი

ტურის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა ლევერკუზენში შედგა, სადაც შესანიშნავი სტარტის მქონე “ლევერკუზენმა” ბრემენის “ვერდერს” უმასპინძლა.

ანგარიში მაპსინძლებმა მე-17 წუთზე იედვაის გოლით გახსნეს, თუმცა სტუმრებმა ტაიმის ბოლო წუთზე ბარტელსის ძალისხმევით მოახერხეს გათანაბრება. მეორე ტაიმი 15 წუთის დაწყებული იყო, როცა დი სანტომ სტუმართა დაწინაურება მოახერხა. სულ რაღაც სამ წუთში ჩალჰანოღლუმ ეფექტური გოლით მოახერხა გათანაბრება. ლევერკუზენმა მძლავრად შეუტია და 73-ზე ჰეუნგ-მინ სონმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა. მასპინძლები თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებდნენ და მათ წარმატებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა გარდა სებასტიან პრიოდლისა, რომელმაც 85-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბაიერნი 2-0 შტუტგარტი

დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა. მიუნხენელებმა საკუთარ მოედანზე “შტუტგარტი” მიიღეს და მეტოქე განსაკუთრებული პრობელმების გარეშე დაამარცხეს.

27-ე და 85-ე წუთებზე შედეგიანი დარტყმების ავტორები გიოტცე და რიბერი გახდნენ. მესამე ტურის შემდეგ ბავარიელები სატურნირო ცხრილში ლიდერობას “ლევერკუზენთან” და “ჰანოვერთან” ინაწილებენ.

ბორუსია 3-1 ფრაიბურგი

დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ფრაიბურგი” მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიში 34-ე წუთზე რამოსმა გახსნა. მალევე მეორე გოლიც გავიდა, რომლის ავტორი “ბორუსიაში” დაბრუნებული შინჯი კაგავა გახდა. ტაიმის მასპინძელთა ორბურთიანი უპირატესობით დასრულდა.

მეორე ნახევარში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. 78-ე წუთზე ობამეანგმა მესამედ დალაშქრა სტუმართა კარი. შევედრის ბოლო წუთზე ფრაიბურგელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს, რომელიც სონგის ანგარიშზეა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპა-ბეთის კოეფიციენტები

12/09/14

ლევერკუზენი 3-3 ვერდერი
გოლები: იედვაი 17′ (1:0); ბარტეისი 45′ (1:1); დი სანტო 60′ (1:2); ჩალჰანოღლუ 63′ (2:2); ჰეუნგ-მინ სონი 73′ (3:2); პრიოდლი 85′ (3:3)
1             X             2
1.41     4.85         7.00

13/09/14

ბაიერნი 2-0 შტუტგარტი
გოლები: გიოტცე 27′ ; შტუტგარტი 85′
1             X             2
1.20       7.50       14.50

დორტმუნდი 3-1 ფრაიბურგი
გოლები: რამოსი 34′ ; კაგავა 41′ ; ობამეიანგი 78′ (3:0); სორგი 90′ (3:1)
1             X             2
1.30       5.50        10.00

ჰოფენჰაიმი 1-1 ვოლფსბურგი
გოლები: მოდესტე 55′ (1:0); ოლიჩი 89′ (1:1)
1             X             2
2.45     3.45         2.75

ჰერტა 1-3 მაინცი
გოლები:ოკაზაკი 36′ (0:1); ააგუი 70′ (0:2); რონი 86′ (1:2); ოკაზაკი 90′ (1:3)
1        X       2
2.30   3.30   3.10

პადერბორნი 0-0კიოლნი
1             X             2
3.00      3.30         2.40

გლადბახი 4-1 შალკე
გოლები: ჰანი 17′ ; 50′ (2:0); ჩუპო-მოტინგი 52′ (2:1); კრუზე 56′ (3:1); რაფაელი 79′ (4:1)
1           X           2
2.35    3.40      3.00

14/09/14

აინტრახტი 0-1 აუგსბურგი
გოლი: ბობადილია 49′
1             X             2
2.40      3.35         2.90

ჰანოვერი 2-0 ჰამბურგი
გოლები” ანდერსენი 13′ ; სობიეხი 24′
1             X             2
2.15      3.40        3.30

ბუნდესლიგა: მესამე ტურის პრევიუ

სანაკრებო პაუზის შემდეგ გერმანული ფეხბურთი საკლუბო ასპარეზს უბრუნდება. უქმეებზე ბუნდესლიგის მესამე ტური გაიმართება, რომელიც სტარტს, ტრადიციულად, პარასკევს საღამოს აიღებს.

ლევერკუზენი – ვერდერი

ტურის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართება, სადაც გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ბრემენის “ვერდერს” უმაპსინძლებს.

“ბაიერმა” სეზონი საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო და სასტარტო ორ ტურში იოლი გამარჯვებები მოიპოვა. რასაც ვერ ვიტყვით “ვერდერზე”. ბრემენელებს ახალ სეზონში ჯერ არ მოუგიათ. თუმცა, მათი დამარცხებაც ჯერჯერობით შეუძლბელია. მესამე ტურის წინ “ვერდერი” 2 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

ბაიერნი – შტუტგარტი

მოქმედი ჩემპიონი საკუთარ მოედანზე “შტუტგარტს” მიიღებს. რამდენიმე წლის წინ ამ გუნდების დაპირისპირება გაცილებით უფრო პრინციპული ხასიათის იყო, თუმცა “შტუტგარტი” მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძვის და მიუნხენელებიც სავარაუდოდ იოლ გამარჯვებას მოიპოვებენ.

სტუმრები მომავალ შეხვედრას არც თუ ისე კარგი განწყობით ხვდებიან. მესამე ტურის წინ “შტუტგარტის” აქტივში მხოლოდ ერთი ქულაა.

გასულ ტურში ვერც “ბაიერნმა” მოიგო. გვარდიოლას შეგირდებმა ქულები გელზენკირხენში დაკარგეს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ “შალკემ” “ბაიერნს” თამაშის წესების დარღვევით გაუთანაბრა.

ბორუსია – ფრაიბურგი

ბუნდესლიგის კიდევ ერთი ფავორიტი საკუთარ მოედანზე “ფრაიბურგს მიიღებს. სასტარტო მარცხის შემდეგ დორტმუნდელებმა მეორე ტურში მოიგეს და ხასიათიც გამოისწორეს.

ჯერჯერობით წარუმატებლად ასპარეზობს “ფრაიბურგი”, თუმცა პირველ ტურში მარცხის შემდეგ მეორე მატჩში ფრაიბურგელებმა ქულის აღება შესძლეს და ვინ იცის, იქნებ კიდევ მოახერხონ მარაგის შევსება.

გასულ სეზონში ორივე თამაში დორტმუნდელებმა მოიგეს. თუ სტუმრად “ბორუსიამ” მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე, საკუთარ მოედანზე კლოპის შეგირდებმა “ფრაიბურგს” 5 უპასუხო გოლი გაუტანეს.

აღნიშნული მატჩის წინ დორტმუნდელებმა შემადგნელობმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს. “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გერმანულ გუნდს კაგავა დაუბრუნდა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპა-ბეთის კოეფიციენტები

12/09/14

ლევერკუზენი – ვერდერი
1             X             2
1.41     4.85         7.00

13/09/14

ბაიერნი – შტუტგარტი 
1             X             2
1.20       7.50       14.50

დორტმუნდი – ფრაიბურგი
1             X             2
1.30       5.50        10.00

ჰოფენჰაიმი – ვოლფსბურგი
1             X             2
2.45     3.45         2.75

ჰერტა – მაინცი
1        X       2
2.30   3.30   3.10

პადერბორნი – კიოლნი
1             X             2
3.00      3.30         2.40

გლადბახი – შალკე
1           X           2
2.35    3.40      3.00

14/09/14

აინტრახტი – აუგსბურგი
1             X             2
2.40      3.35         2.90

ჰანოვერი – ჰამბურგი
1             X             2
2.15      3.40        3.30

ბუნდესლიგა: მეორე ტურის პრევიუ

ტრადიციულად გთავაზობთ გერმანული ჩემპიონატის ტურის პრევიუს. მეორე სათამაშო კვირა ბევრ საინტერესოს გვპირდება. 

აუგსბურგი – დორტმუნდი

გასული სეზონის “აუგსბურგისთვის” საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გერმანული მასშტაბებით მოკრძალებული გუნდი ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოდა. როგორც ჩანს, წელს აუგსბურგელებს შარშანდელი გამეორება გაუჭირდებათ და მათი მთავარი მიზანი საუკეთესოთა შორის ადგილის შენარჩუნება იქნება.

გერმანიის თასიდან გამოვარდნის შემდეგ “აუგსბურგმა” ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩიც დათმო. ვაინცირლის შეგირდები “ჰოფენჰაიმთან” შეხვედრაში დამარცხდნენ და პირველი ქულების აღებას პირველ საშინაო შეხვედრაში ეცდებიან. თუმცა, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, ვინაიდან აუგსბურგს პირველ ტურში მაცხით გაბრაზებული “დორტუმდი” ეწვევა.

კლოპი საკადრო პრობლემებს ვერც მოერე შეხვედრაში გადაურჩა. კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის რამოსის და ბენდერის ტამაში, თუმცა დორტმუნდელთა კარში რომან ვაიდენფელერი ბრუნდება.

ლევერკუზენი – ჰერტა

სეზონის სტარტზე შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ლევერკუზენი” მეორე ტურში ბერლინის “ჰერტას” მიიღებს. “დორტმუნდთან” ბუნდესლიგის უსწრაფესი გოლით მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შედმეგ შმიდტის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაში “კოპენჰაგენი” გაანადგურეს და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვეს.

სეზონის სტარტზე “ჰერტა” ასეთი დამაჯერებელი ვერ იყო, თუმცა ბერლინელებიც ჯერჯეობით დაუმარცხებლად ასპარეზობენ. სათასო გამარჯვების შემდეგ ბუნდესლიგის პირველ ტურში “ჰერტამ” “ვერდერთან” ფრე ითამაშა.

საინტერესოა, რომ მიუხედავად მთავარი მეგოლის წასვლისა ბერლინელებმა სეზონი საკმაოდ შედეგიანად დაიწყეს. სასტარტო ორ შეხვედრაში “ჰერტამ” მეტოქეთა კარში 6-ჯერ დალაშქრა, თუმცა ამავე დროს საკუთარ კარში 4 ბურთი მიიღო.

შალკე – ბაიერნი

ტურის ცენტრალური დაპირისპირება გელზენკირხენი შედგება, სადაც ადგილობრივ “შალკეს” მიუნხენური გრანდი ეწვევა. მასპინძელთა წარუამტებელი სტარტის შემდეგ გელზენკირხენში ტრადიციულად მწვრთნელის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. თუმცა, “შალკეს” ხელმძღვანელობა მოვლენათა ასეთ განვითარებას გამორიცხავს.

“ბაიერნში” კი ყველაფერი რიგზეა. გუნდს დისკვალიფიცირებული ჯერომ ბოატენგი უბრუნდება. მართალია, კითხის ნიშნის ქვეშ არის არიენ რობენის თამაში, თუმცა დიდი ალბათობით განაცხადში იქნება ფრანკ რიბერი. გარდა ამისა, მეორე ტურის წინ “ბაიერნმა” ბენატიას და ალონსოს სახით ორი საკმაოდ ძლიერი მოთამაშე დაიმატა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

29/08/14

აუგსბუგი – დორტმუნდი
1             X             2
4.45       3.70         1.77

30/08/14

ლევერკუზენი – ჰერტა
1             X             2
1.47       4.25        7.25

ვოლფსბურგი – აინტრახტი
1             X             2
1.65       3.85        5.70

ვერდერი – ჰოფენჰაიმი
1             X             2
3.20      3.40        2.20

შტუტგარტი – კიოლნი
1             X             2
2.05      3.40        3.60

ჰამბურგი – პადერბორნი
1             X             2
1.80       3.70        4.25

შალკე – ბაიერნი
1        X           2
6.20   4.20     1.55

31/08/14

მაინცი – ჰანოვერი
1          X          2
2.25    3.40     3.10

ფრაიბურგი – გლადბახი
1             X             2
2.85      3.30         2.45

ბუნდესლიგის პირველი ტურის საუკეთესო გოლები

წარმოგიდგენთ გერმანიის ბუნდესლიგის პირველი ტურის საუკეთესო გოლების ამსახველ ვიდეოს.

ბუნდესლიგა: პირველი ტურის ანონსი

დღეს, მიუნხენში “ბაიერნისა” და “ვოლფსბურგის” დაპირისპირებით ბუნდესლიგის 2014/15 წლების სეზონის აიღებს სტარტს.

ბაიერნი – ვოლფსბურგი

ტურის პირველი და ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება. ოთხი წლის წინ ბუნდესლიგა სწორედ ამ გუნდების შეხვედრით გაიხსნა. მაშინ გამარჯვება მიუნხენელბს დარჩათ, რომლებმაც მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

წლევანდელი სეზონი ორივე გუნდმა გერმანიის თასისი გათამაშებით გახსნა პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს. თუმცა, სეზონის სტარტზე საკადრო პრობლემები “ბაიერნსაც” და “ვოლფსბურგსაც” შეექმნათ. გვარდიოლას დისკვალიფიცირებული ბოატენგი, ასევე ტრავმირებული რაფინია, მარტინესი და შვაინშტაიგერი დააკლდებიან.

პრობლემები არც დიტერ ჰეკინგს აკლია. ტრავმირებული ბენალიოს გარდა კითხვის ნიშნის ქვეშ არის ლუის გუსტავოს თამაშიც. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ახალწვეული სებასტიან იუნგი, რომელიც ტრეშის და ოხსის არყოფნაში დაცვის მარჯვენა ფლანგს გაამაგრებს.

ჰანოვერი – შალკე

“ჰანოვერისა” და “შალკეს” მატჩები ყოველთვის გატანილი გოლების გარანტიას იძლევა. ამ გუნდების შეხვედრა ნულოვანი ფრით ჯერჯერობით არ დასრულებულა.

სათასო დაპირისპირებებში გუნდება განსხვავებული შედეგები აჩვენეს. “ჰანოვერმა” საკუთარი მატჩი დამაჯერებლად, 3:1 მოიგო, ხოლო “შალკე” დრეზდენის “დინამოსთან” დამარცხდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშეც დაკარგა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში არ უთამაშიათ გუნდის ლიდერებს დრაქსლერს და ჰიოვედეს. “ჰანოვერთან” მათი მოედანზე გამოჩენა ეჭვს არ იწვევს.

დორტმუნდი – ლევერკუზენი

ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწვრთნელი იურგენ კლოპი დებიუტანდ როჯერ შმიდტს მასპინძლლობს.

რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ “ბორუსიამ” ახალწვეულები ფაქტობრივად ყველა რგოლში დაიმატა და შემადგნელობაც დააბალანსა. სეზონის სტარტს გუნდში დარჩენილი ფეხბურთელებიც კარგ ფორმაში ხვდებიან.

“ლევერკუზენში” “ზალცბურგიდან” მოსულმა როჯერ შმიდტმა უკვე მოასწრო ორი წარმატებული მატჩის ჩატარება. გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრებში ლევერკუზენელებმა დამაჯერებლად იასპარეზეს. “ლევერკუზენმა” სატრასნფერო ბაზარზეც იაქტიურა და დრმიჩის, ჩალხანოღლუს და იურჩენკოს სახით საკმაოდ კარგი მოთამაშეები დაიმატა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

22/08/14

ბაიერნი – ვოლფსბურგი
1             X              2
1.30      6.00          9.00

23/08/14

ჰოფენჰაიმი – აუჰსბურგი
1             X              2
1.97      3.55          3.80

ჰანოვერი – შალკე
1             X              2
3.05      3.25          2.40

აინტრახტი – ფრაიბურგი
1             X              2
2.12      3.40          3.50

ჰერტა – ვერდერი
1             X              2
2.02      3.50          3.85

კიოლნი – ჰამბურგი
1             X              2
2.28      3.35          3.20

დორტმუნდი – ლევერკუზენი
1             X              2
1.63      4.10          5.35

24/08/14

პადერბორნი – მაინცი
1             X              2
2.90      3.25          2.50

გლადბახი – შტუტგარტი
1             X              2
2.00      3.45          3.85

სპეციალურ სასხურ ხელსაწყოს ბუნდესლიგაშიც გამოიყენებენ

მთავარი არბიტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სასხურ ხელსაწყოს გერმანიის ჩემპიონატშიც გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ხელსაწყოს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მომუშავე მსაჯები იმისთვის იყენებდნენ, რომ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთისა და ცოცხალი კედლის ადგილი დაეფიქსირებინათ. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ სპეციალური სასხური ხელსაწყოს დანერგვამ გაამართლა.

გერმანიის ბუნდესლიგის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ჩემპიონატში ახალი სეზონიდან დანერგონ.

გერმანიის ბუნდესლიგა 22 აგვისტოს აიღებს სტარტს.