ბუნდესლიგის მიმოხილვა

“ბაიერნის” შეწყვეტილი სერია, როისის დამწუხრებული შტუტგარტი და 5 საინტერესო ფაქტი გერმანული ტურის შესახებ ჩვენს მიმოხილვაში. 

 

შტუტგარტი მეორე ბუნდესლიგას უახლოვდება

“დორტმუნდთან” მარცხის შემდეგ “შტუტგარტი” მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჰუბ სტევენსი ბევრს ცდილობს, თუმცა “ბორუსიასთან” მის გუნდს ვერც შემადგენლობაში შეტანილმა კორექტივებმა უშველა.

დორტმუნდელთა გამარჯვებაში ლომი წილი მარკო როისმა დაიდო. თუმცა, მე-19 წუთისთვის მასპინძლები ორი ბურთით იყვნენ დაწინაურებულები. ჯერ გენტნერმა შემდეგ კი, ჰარნიკმა აიღეს “ბორუსიას” კარი. მოვლენათა ასეთ განვითარებას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა როისი და თავისი ჰეთ თრიკით დორტმუნდელებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

 

შეწყვეტილი სერია

ჩემპიონობის ოფიციალურად მოპოვების შემდეგ როგორც ჩანს მიუნხენელები მოეშვნენ და აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანეს.

“ბაიერნის” და “ჰოფენჰაიმის” შეხვედრა ნამდვილი სანახაობა გამოდგა და შედეგიანი ფრით, 3-3 დასრულდა. მიუნხენელების 19 მატჩიანი გამარჯვებების სერია დასასრულს მიუახლოვდა.

 

5 ფაქტი ტურის შესახებ

თუ “ბაიერნი” გამარჯვებაში ძველებური სისტემით, ორ ქულას მიიღებდა, 28-ე ტურისთვის მიუნხენელები მესამე პოზიციაზე იქნებოდნენ.

2004/05 წლების სეზონიდან “ჰოფენჰაიმი” პირველი გუნდია, რომელმაც “ბაიერნის” კარში 20 დარტყმის შესრულება შესძლო.

“დორტმუნდმა” 2003 წლიდან პირველად მოიგო მატჩში, რომელშიც ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა.

სეად სალიჰოვიჩი ჯარიმებიდან გატანილი გოლებით (9) ლიდერობს.

იურგენ კლოპმა “დორტმუნდთან” ერთად მე-300 მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრაშიც მისი გუნდის მოწინააღმდეგე “შტუტგარტი” იყო.

 

28/03/14

შალკე 2-0 ჰერტა

გოლები: ობასი 16′ ; ჰუნტელარი 46′

29/03/14

ბაიერნი 3-3 ჰოფენჰაიმი

გოლები: მოდესტე 23′ (0:1); პიზარო 31′ (1:1); შაქირი 34′ (2:1); პიზარო 40′ (3:1); სალიჰოვიჩი 44′ (3:2); რობერტო ფირმინიო 75′ (3:3)

ბაიერი 1-1 ბრაუნშვაიგი

გოლები: რეიხელი 47′ (0:1); კისლინგი 53′ (1:1)

შტუტგარტი 2-3 ბორუსია დ.

გოლები: გენტნერი 9′ (1:0); ჰარნიკი 19′ (2:0); როისი 30′ ; 68′ ; 83′ (2:3)

ვოლფსბურგი 2-1 აინტრახტი

გოლები: აიგნერი 11′ (0:1); ოლიჩი 69′ (1:1); ნალდო 89′ (2:1)

მაინცი 3-0 აუგსბურგი

გოლები: ბუნგერტი 23′ ; ჰიტცი 38′ (ს.კ.); გეისი 83′ 

ფრაიბურგი 3-2 ნიურნბერგი

გოლები:  პოგატეცი 6′ (0:1); კრმაში 23′ (1:1); დრმიჩი 45′ (1:2); მეჰმედი 53′ (2:2); კლაუსი 65′ (3:2)

30/03/14

ბორუსია მ. 3-1 ჰამბურგი

გოლები: ზოუა 28′ (0:1); დემსი 37′ (1:1); რაფაელი 75′ (2:1); ალვარო დომინგესი 78′ (3:1)

ჰანოვერი 1-2 ვერდერი

გოლები: ჰუსტი 43′ (1:0); დი სანტო 57′ (1:1); პრიოდლი 90′ (1:2)

ბუნდესლიგის პრევიუ

ბუნდესლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ოფიციალურად გასულ ტურში მოიხსნა. ახლა გასარკვევი მხოლოდ ევროთასების საგზურები და ლიგიდან გასავარდნი გუნდების ვინაობაა. 

 

შალკე – ჰერტა

“ბაიერნის” საჩემპიონო თამაშის “პირველი რიგებიდან” ნახვის შემდეგ, “ჰერტა” გელზენკირხენში “შალკეს” ესტუმრება. ბერლინელებს ხუტმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რაც ევროპაზე მოხვედრის შანსებს მნიშნველოვნად ამცირებს. სავარაუდოდ “ჰერტას” სეზონის მშვიდი ფინიში ექნება.

“შალკეს” კი მთავარი მატჩები წინ ელის. რურის დერბიში ნულოვანმა ფრემ კელერის გუნდს  “ბორუსიას” გადასწრების საშუალება არ მისცა. გარდა ამისა, სხვაობა ლევერკუზენელებმაც შეამცირეს.

 

ბაიერი – ბრაუნშვაიგი

ექვსმატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ “ბაიერმა” გასულ ტურში გამოიღვიძა და ძალიან მნიშნველოვანი გამარჯვება მოიპოვა. 28-ე ტურში ფარმაცეფტებს კიდევ ერთი წარმატების საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ლევერკუზენში სტუმრად გამოკვეთილი აუტსაიდერი, “ბრაუნშვაიგი” ჩადის.

ბრაუნშვაიგელებს სუსტი გუნდი არ ჰყავთ, თუმცა კლასის ხარჯზე მათ ბუნდელისგის ყველა გუნდი სჯობს. თუმცა, ისიც არის აღსანიშნავი, რომ “ბრაუნშვაიგი” უკანასკნელ ხუთ ტურში მხოლოდ ერთხელ წააგეს, ისიც “შალკესთან”

 

შტუტგარტი – ბორუსია დ. 

გერმანული ფეხბურტის მოყვარულები “ბორუსიასთან” მიმართებით გარკვეულ ტენდენციას შეამჩნევდნენ. საჩემპიონთალიგო ბატალიების წინ, დორტმუნდელები ხშირ შემთხვევაში ბუნდესლიგურ ასპარეზზე სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. ბუნდებრივია, რომ დორტმუნდელებისთვის ახლაც “რეალთან” გასამართი შეხვედრა “შტუტგარტთან” მატჩზე გაცილებით მნიშვნელოვანია.

რასაც ვერ ვიტყვით შტუტგარტელებზე. სტევენსის გუნდი გასავარდნ ზონაშია და გასულ ტურში უშუალო კონკურენტთან მარცხის შემდეგ გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროება.

 

28/03/14

შალკე – ჰერტა

29/03/14

ბაიერნი – ჰოფენჰაიმი

ბაიერი – ბრაუნშვაიგი

შტუტგარტი – ბორუსია დ.

ვოლფსბურგი – აინტრახტი

მაინცი – აუგსბურგი

ფრაიბურგი – ნიურნბერგი

30/03/14

ბორუსია მ. – ჰამბურგი

ჰანოვერი – ვერდერი

 

ბუნდესლიგის მიმოხილვა

ბაიერნის ჩემპიონობა, რურის მშრალი დერბი და 5 ფაქტი ბუნდესლიგის 27-ე ტურის შესახებ. 

 

რეკორდმაისტერის რეკორდული ჩემპიონობა

5 მარტს ბერლინის “ჰერტას” დამარცხებით “ბაიერნმა” ნაადრევად გაიფორმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მიუნხენელებმა მთელი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და სავსებით ლოგიკური გამარჯვებაც მოიპოვეს. მატჩის დებიუტში, მე-6 და მე-14 წუთებზე ჯერ კროოსმა შემდეგ კი მარიო გიოტცემ ორი გოლი გაუტანეს ბერლინელებს.

მეორე ნახევარში რამოსმა 11-მეტრიანი დარტყმით სხვაობის შემცირება შესძლო, თუმცა 79-ე წუთზე რიბერიმ გიოტცეს გადაცემით ორბურთიანი სტატუს ქვო აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:3

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლევან კობიაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ქართველი 64-ე წუთზე ნეიმაიერმა შეცვალა.

 

0:0 ფერმანის სასარგებლოდ

“ბორუსიამ” “შალკესთან” ერთქულიანი სხვაობა შეინარჩუნა. კლოპის შეგირდებმა მრავალი მცდელობის მიუხედავად, კელერის გუნდს ვერ აჯობეს. “შალკემ” მკაცრი, დაცვითი ფეხბურთი ითამაშა. შესაძლოა, სწორედ “ბორუსიას” აგრესიულმა თამაშმა აიძულა გელზენკირხენელები ასე ეთამაშათ, მაგრამ რეზულტატს ეს არ ცვლის. დაცვის კარგად თამაშთან ერთად აღსანიშნავია რალფ ფერმანის შესანიშნავი თამაში, რომელმაც რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივი გააკეთა.

მეორე ტაიმიში მესამოცე წუთიდან “ბორუსიამ” შესანიშნავი 10-წუთიანი მონაკვეთი ჩაატარა. თუმცა, ლევანდოვსკიმ და მხიტარიანმა ჩინებული მომენტები გაუშვეს ხელიდან. მატჩის ბოლოს კი დორტმუნდელებმა საკუთარ ტემპს ვეღარ გაუძლებს და უკანასკნელი შტურმისთვის ძალა ვერ მოკრიბეს. საქმეს ვერც კლოპის ცვლილებებმა უშველა.

 

5 ფაქტი 27-ე ტურის შესახებ

ფრანკფურტის “აინტრახტმა”  2014 წელს, პირველ წრეში აღებულ ქულებზე მეტი მოაგროვა.

ლევერკუზენის “ბაიერმა” ბუნდესლიგაში მე-500 გამარჯვება მოიპოვა და აღნიშნულ ზღვარს გადაცილებული მე-11 გუნდი გახდა.

იოსიპ დრმიჩი 2014 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია. შვეიცარელმა 9 გოლი გაიტანა.

ტობიას ვერნერი “აუგსბურგის” ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ზედიზედ მეოთხე მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

ფილიპ ლამმა “ჰერტასთან” საჩემპიონო მატჩში უშეცდომო იყო და 133 ზუსტი გადაცემა შეასრულა, რაც ბუნდესლიგი ახალი რეკორდია, ისვერე როგორც “ბაიერნის” რეკორდულად მოკლდე დროში მოპოვებული ჩემპიონობა.

 

25/03/14

ბორუსია დ 0-0 შალკე

ვერდერი 1-3 ვოლფსბურგი

გოლები: მალლანდა აჯე 2′ (0:2); პერიშიჩი 10′ (0:2)’ პრიოდლი 16′ (1:2); არნოლდი 80′ (1:3)

ბრაუნშვაიგი 3-1 მაინცი

გოლები: კუმბელა 18′ (1:0); მიულერი 20′ (1:1); ნიელსენი 45′ (2:1); კუმბელა 77′ (3:1)

ჰერტა 1-3 ბაიერნი

გოლები: კროოსი 6′ (0:1); გიოტცე 14′ (0:2): რამოსი 66′ (1:2); რიბერი 79′ (1:3)

 

26/03/14

ნიურნბერგი 2-0 შტუტგარტი

გოლები: დრმიჩი 43′ ; 54′ 

ჰოფენჰაიმი 3-1 ჰანოვერი

გოლები: ანდრეასენი 10′ (0:1); პოლანსკი 13′ (1:1); მოდესტე 51′ (2:1); რუდი 90′ (3:1)

აუგსბურგი 1-3 ლევერკუზენი

გოლები: კისლინგი 11′ (0:1); ვერნერი 59′ (1:1); სონი 80′ (1:2); ემრე ჩანი 83′ (1:3)

ჰამბურგი 1-1 ფრაიბურგი

გოლები: დარიდა 50′ (0:1); ლასოგა 55′ (1:1)

აინტრახტი 1-0 ბორუსია მ

გოლი: ჟოსელუ 16′ 

“ბაიერნი” ჩემპიონია

25 მარტს ბერლინის “ჰერტას” დამარცხებით “ბაიერნმა” ნაადრევად გაიფორმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მიუნხენელებმა მთელი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და სავსებით ლოგიკური გამარჯვებაც მოიპოვეს. მატჩის დებიუტში, მე-6 და მე-14 წუთებზე ჯერ კროოსმა შემდეგ კი მარიო გიოტცემ ორი გოლი გაუტანეს ბერლინელებს.

მეორე ნახევარში რამოსმა 11-მეტრიანი დარტყმით სხვაობის შემცირება შესძლო, თუმცა 79-ე წუთზე რიბერიმ გიოტცეს გადაცემით ორბურთიანი სტატუს ქვო აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:3

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლევან კობიაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ქართველი 64-ე წუთზე ნეიმაიერმა შეცვალა.

ბუნდესლიგის პრევიუ

გასულ ტურში “ბაიერნმა” ჩემპიონობის ოფიციალურად მოპოვება ვერ მოახერხა, თუმცა დღევანდელ ტურში ამის ალბათობა უკვე ძალიან დიდია.

 

ბორუსია დ – შალკე

რურის დერბი მიმდინარე სეზონში მეორე პოზიციისთვის პრინციპულ ბრძოლად იქცა. რა თქმა უნდა, მეორე და მესამე პოზიციებს შორის განსაკუთრებული სხვაობა შესაძლოა არ იყოს, მაგრამ დორტმუნდის და გელზენკირხენის დაპირისპირების ასპექტში, სატურნირო ცხრილის თითოეული საფეხური უდიდეს მნიშნველოვანს იძენს.

მიუხედავად სტუმრის სტატუსისა, “შალკე” შეხვედრას ფავორიტის სტატუსით ხვდება. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ გელზენკირხენელები საშინაო ასპარეზზე შესანიშნავად გამოიყურებიან.

რასაც ვერ ვიტყვით “ბორუსიაზე”. კლოპის გუნდმა ქულები ბუნდესლიგის საშუალო დონის კლუბებთან დაკარგა, რასაც ადრე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა.

 

აინტრახტი – ბორუსია მ 

დორტმუნდში მოპოვებულმა გამარჯვებაბ გლადბახელებზე კარგად იმოქმედა. ახლა “ბორუსიელები” მეოთხე ადგილიდან “ლევერკუზენის” ჩამოცილებას ფიქრობენ და ამისათვის ფრანკფურტში გასამართი მატჩი აქვთ მოსგები.

“აინტრახტი” ცხრილის შუაშია, მაგრამ სახიფათო ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს არ იძლევა. აღსანიშნავია, რომ არმინ ფეს გუნდი საკმაოდ კარგ ფომრაში იმყოფება. უკანასკნელი ხუთი მატჩიდან “აინტრახტმა” მხოლოდ ერთი წააგო.

 

ჰერტა – ბაიერნი

მაინცში წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, “ბაიერნი” ოფიციალურად გაჩემპიონებას ბერლინში ეცდება. “ჰერტასთან” გამარჯვების შემთხვევაში “ბაიერნი” რეკორდულად მცირე დროში მოიპოვებს ბუნდესლიგის ჩემპიონის წოდებას, რაც სავსებით რეალურია. მიუნხენელები წელს შესანიშნავად ასპარეზობენ და გერმანულ ლიგაში ყველა მოწინააღმდეგეს ადვილად უსწორდებიან. გამონაკლისი,ს ავარაუდოდ, არც ბერლინური კლუბი იქნება.

 

25/03/14

ბორუსია დ – შალკე

ვერდერი – ვოლფსბურგი

ბრაუნშვაიგი – მაინცი

ჰერტა – ბაიერნი

26/03/14

ნიურნბერგი – შტუტგარტი

ჰოფენჰაიმი – ჰანოვერი

აუგსბურგი – ლევერკუზენი

ჰამბურგი – ფრაიბურგი

აინტრახტი – ბორუსია მ

 

ბუნდესლიგის პრევიუ

“ბაიერნს” უკვე ამ ტურში აქვს ჩემპიონობის გაფორმების შანსი. იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენელები “მაინცს” დაამარცხებენ და “შალკე” “ბორუსიასთან” ერთად ქულებს დაკარგავენ, გვარდიოლას გუნდი ოფიციალურად გახდება ტიტულის მფლობელი. სწორედ ასეთია 26-ე ტურის მთავარი ინტრიგა. 

 

 

 

ჰანოვერი – ბორუსია 

დორტმუნდელებმა ოთხ დღეში ორი მატჩი წააგეს, ანალოგიური ანგარიშით – 1:2. ბუნდესლიგაში “გლადბახთან” წაგებულ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის მატჩი მოჰყვა სანქტ-პეტერბურგის “ზენიტთან”. თუმცა, კლოპის გუნდი შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა, სადაც ურთიერთობას მადრიდის “რეალთან” გაარკვევს. ჰანოვერთან მარცხის შემთხვევაში, კი “ბორუსიას” ბუნდესლიგაშ მეორე პოზიციის დაკარგვა ემუქრება.

“ჰანოვერში” ტაიფუნ კორკუტის მოსვლის შემდეგ პრაგმატული ფეხბურთის ერა დადგა, რომელსაც ასე თუ ისე შედეგიც მოაქვს და შესაძლოა დორტმუნდელებისთვის ეს პრობლემაც გახდეს.

 

შალკე – ბრაუნშვაიგი 

ბუნდესლიგი დებიუტანტი “ბრაუნშვაიგი” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. აუტსაიდერს 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა უკვე მეოთხე მატჩია მოუგებლად ასპარეზობს. უკრანასკნელი გამარჯვება ბრაუნშვაიგელებმა თებერვალში “ჰამბურგთან” მოიპოვეს.

“რეალთან” განცდილი ორი მარცხის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ გელზენკირხენელები მაქსიმალურად ეცდებიან შედეგიანი თამაშის ჩვენებას. მართალია, კელერის გუნდს ბუნდესლიგაში სტაბილურობა აკლია, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ “შალკეს” ქულებს აუტსაიდერთან, საშინაო შეხვედრაში დაკარგავს.

 

მაინცი – ბაიერნი

“ბაიერნს” ჩემპიონობის მოპოვების შანსი უკვე ამ უქმეებზე აქვს. “მაინცის” დამარცხების შემთხვევაში, რაშიც ეჭვი არავის არ ეპარება. მიუნხენელების ბედი “დორტუმინდის” და “შალკეს” შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ტომას ტუხელის გუნდი ბრძოლის გარეშე არაფერს დაუთმობს გამოცდილ მეტოქეს. “ალიანს-არენაზე” გამართულ პირველი წრის მატჩი “მაინცმა” მიუნხენელი გულშემატკივარი პიველ ტაიმში გვარიანად ანერვიულა და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობითაც გავიდა, თუმცა მეორე ნახევარში “ბაიერნმა” ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა სტუმრების კარში.

 

21/03/14

ფრაიბურგი – ვერდერი

22/03/14

შალკე – ბრაუნშვაიგი

შტუტგარტი – ჰამბურგი

ჰანოვერი – ბორუსია დ.

ვოლფსბურგი – აუგსბურგი

მაინცი – ბაიერნი

გლადბახი – ჰერტა

23/03/14

ნიურნბერგი – აინტრახტი

ლევერკუზენი – ჰოფენჰაიმი

 

ბუნდესლიგის მიმოხილვა

“ბაიერნის” კიდევ ერთი გამარჯვება, გლადბახური ტანდემის აღორძინება და ჰუნტელარის მორიგი გოლები ბუნდელსლიგის ტურში.

 

ბაიერნი ჰიონესის გარეშე იგებს

“ბაიერნმა” გერმანიაში ბოლო წლების ყველა უხერხულ მეტოქესთან გამარჯვება მოიპოვა. მარიო მანჯუკიჩმა მორიგი გოლი გაიტანა და რობერტ ლევანდოვსკის გაასწრო ბომბარდირთა დავაში. ბასტიან შვაინშტაიგერმა კი, ულამაზესი საჯარიმოთი გაახარა “ალიანს არენაზე” შეკრებელი გულშემატკივარი.

ფეხბურთის ისტორიას მხოლოდ ერთი მაგალითი ახსოვს, როდესაც “დიდი ხუთეულის” გუნდის წაუგებელი სერია “ბაიერნისას” აღემატებოდა. “მილანმა” 90-იანი წლების დასაწყისში 58 მატჩიანი სერია გამოაცხო. “ბაიერნს” მიმდინარე სეზონში ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს.

 

გლადბახის შემტევმა ტანდემმა დორტმუნდი დაამწუხრა

კრუზე – რაფაელის შემტევმა დუეტმა კვლავ გაიხსენა შედეგიანი თამაში. ხანგრძლივი დუმილი “გლადბახის” ფეხბურთელებმა “დორტმუნდთან” მატჩში დაარღვია. ფავრის შეგირდებმა დორტმუნდელთა სტუმართმოყვარეობით ისარგებლეს და “სიგნალ იდუნა პარკიდან” სამი ქულა წაიღეს. გლადბახელებმა გასული წლის დეკემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს. არშანიშნავია, რომ ის გამარჯვება, რომელიც გლადბახელებმა “შალკესთან” იზეიმეს, გერმანულ-ბრაზილიური დუეტის მონაპოვარი იყო. კრუზე – რაფაელის დუეტს მას შემდეგ 870 არ გაუტანია.

დორტმუნდელებმა მიმდინარე სეზონში მე-7 მატჩი წააგეს, რაც ბოლო სამი წლის ყველაზე ცუდი შედეგია.

 

შეუჩერებელი ჰუნტელარი

ფეხბურთში დაბრუნებული ჰოლანდიელი საგოლე შიმშილს ვერ ელევა და კვლავ აგრძელებს მეტოქეების დამწუხრებას. გასულ ტურში გაფორმებული ჰეთ თრიკის შემდეგ, ამჯერად ჰუნტელარმა დუბლი შეასრულა. ჰოლანდიელის შეტევებს ამჯერად “აუგსბურგმა” ვერ გაუძლო. რომ არა ტრავმა, ჰუნტელარი დიდი ალბათობით იბრძლებთა საუკეთეო ბომბარდირის ტიტულისთვის.

 

14/03/14

აუგსბურგი 1-2 შალკე

გოლები: ვერნერი 5′ (1:0); ჰუნტელარი 33′ (1:1); ჰუნტელარი 49′ (1:2 

15/03/14

ბორუსია დ. 1-2 ბორუსია მ.

გოლები: რაფაელი 31′ (0:1); კრუზე 40′ (0:2); იოიჩი 77′ (1:2) 

ვერდერი 1-1 შტუტგარტი

გოლები: ნიდერმაიერი 55′ (0:1); ჰანტი 79′ (1:1)

ჰოფენჰაიმი 2-4 მაინცი

გოლები: პოლანსკი 49′ (1:0); ფირმინიო 52′ (2:0); ჩუპო-მოტინგი 67′ (2:1); ბალერი 73′ (2:2); ოკაზაკი 75′ (2:3); ოკაზაკი 90′ (2:4)

ბრაუნშვაიგი 1-1 ვოლფსბურგი

გოლები: ლუის გუსტავო 35′ (0:1); ბელარაბი 48′ (1:1)

ჰერტა 0-3 ჰანოვერი

გოლები: შტინდლი 49′ ; შლაუდრაფი 57′ ; ჰუსტი 90′

ბაიერნი 2-1 ბაიერი

გოლები: მანჯუკიჩი 44′ (1:0); შვაინშტაიგერი 52′ (2:0); კისლინგი 90′ (2:1)

 

16/03/14

ჰამბურგი 2-1 ნიურნბერგი

გოლები: ჩალჰანოღლუ 80′ (1:0); ფრანცი 86′ (ს.კ. 2:0); დრმიჩი 90′ (2:1)

აინტრახტი 1-4 ფრაიბურგი

გოლები: შუსტერი 34′ (0:1); გუედე 54′ (0:2); ჟოსელუ 59′ (1:2); კლაუსი 70′ (1:3); გუედე 90′ (1:4)

 

ბუნდესლიგის პრევიუ

ტურის ცენტრალური მატჩი “ბაიერნის” და “ბაიერის” დაპირისპირება იქნება, თუმცა ფავორიტი ამ შეხვედრაში გამოკვეთილია. ტრადიციულად გთავაზობთ ბუნდესლიგის მორიგი ტურის პრევიუს. 

 

აუგსბურგი – შალკე

“ჰოფენჰაიმთან” გამარჯვებით “შალკემ” ხასიათი ოდნავ გამოისწორა და მოახლოებულ ტურში “აუგსბურგთან” სათამაშოდ ემზადება. გელზენკირხენები კვლავაც ინარჩუნებენ ოთხეულში მოხვედრის შანშებს. თუმცა, “შალკესთვის” დამახასიათებელი არასტაბილურობის გათვალისწინებით ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იოლი არ იქნება.

“აუგსბურგი” კი სეზონის მთავარი სენსაციაა და ამას ყოველ ტურში ამტკიცებს. გუნდი მეექვსე საფეხურზეა და “შალკეს” მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება. ანუ, გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება.

 

ბორუსია დორტმუნდი – ბორუსია მიუნხენგლადბახი

ბორუსიების დაპირისპირება ყოველთვის დიდი აჟიოტაჟს იწვევს. ახლა კი, როდესაც ორივე გუნდი მაღალი მიზნებისათვის იბრძვის, ეს მატჩი გაცილებით უფრო პრინციპული ხასიათის უნდა იყოს.

ერთი შეხედვით, დორტმუნდელებს უფრო მეტი შანსი აქვთ. კლოპის გუნდი საკმაოდ ნორმალურ ფეხბურთს თამაშობს ბოლო დროს. გლადბახი 2014-ში ძველებურად ვეღარ გამოიყურება. მოუგებელმა სერიამ კი, 9 მატჩს მიაღწია.

 

ბაიერნი – ბაიერი

ტურის ცენტრალური დაპირისპირება მიუნხენში შედგება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “ბაიერნი” და ლევერკუზენის “ბაიერი” შეხვდებიან. იშვიათი შემთხვევა, როდესაც 1-3 პოზიციებზე მყოფიი გუნდების დაპირისპირებას ფაქტობრივად არანაირი ინტრიგა არ ახლავს თან. ამის მიზეზი კი, ის 24-ქულიანი ჰანდიკაპია, რომელიც “ბაიერნის” უდიდეს უპირატესობაზე მეტყველებს მიმდინარე სეზონში.

თუმცა, ნეიტრალურ გულშემატკივარს თანაბარი და დაძაბული დაპირისპირების ხილვის იმედს ის აძლევს, რომ ბოლო პერიოდში ლევერკუზენელებმა “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში ისწავლეს. მაგალითად პირველი წრის შეხვედრა. “ფარმაცეფტებმა” საკუთარ მოედანზე გვარდიოლას გუნდთან 1-1 ითამაშეს.

 

14/03/14

აუგსბურგი – შალკე

15/03/14

ბორუსია დ. – ბორუსია მ. 

ვერდერი – შტუტგარტი

ჰოფენჰაიმი – მაინცი

ბრაუნშვაიგი – ვოლფსბურგი

ჰერტა – ჰანოვერი

ბაიერნი – ბაიერი

16/03/14

ჰამბურგი – ნიურნბერგი

აინტრახტი – ფრაიბურგი

 

ბუნდესლიგის მიმოხილვა

“ბაიერნის” მორიგი გამარჯვება, ჰუნტელარის ჰეთ თრიკი და 5 საინტერესო ფაქტი ბუნდესლიგის 24-ე ტურის შესახებ. 

 

მგლის საათი

სათამაშო დროის მთელი საათის განმავლობაში “ვოლფსბურგი” შესანიშნავ წინააღმდეგობას უწევდა “ბაიერნს”. ჰეკინგის გუნდი პრესინგს აქტიურად მიმართავდა და სტუმრებს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. თამაშში აქტიურად ერთვებოდა მანუელ ნოიერიც.

პირველი გოლი “ვოლფსბურგმა” გაიტანა, თუმცა მალევე მიიღეს საპასუხო საკუთარ კარში. ერთ სიტყვით, ერთი საათის განმავლობაში მგლები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ. თუმცა, მატჩი 90 წუთს გრძლდება. დარჩენილ დროში ჩვენთვის კარგად ნაცნობი “ბაიერნი” ვიხილეთ. გვარდიოლას გუნდში მიულერი და მანჯუკიჩი გამოირჩეოდნენ, რომლებმაც დუბლები გაიფორმეს. მიუნხენელებმა კი 6:1 მოიგეს და აგრძელებენ დამაჯერებელად ლიდერობას.

 

შალკეს დაბრუნება

როგორც ჩანს, გელზენკირენელები შოკური მდგომარეობიდან გამოდიან. გასულ ტურში “შალკემ” “ჰოფენჰაიმს” უმასინძლა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

მატჩი კლას იან ჰუტელარის ბენეფისად იქცა. ჰოლანდიელმა სტუმრების კარში 3 გოლის გატანა მოახერა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს პოკერის შესრულების შანსიც ჰქონდა, თმცა 31-ე წუთზე ფორვარდმა პენალტი ვერ გამოიყენა.

ჰოფენჰაიმის რბევაში ჰუნტელას მხარი ობასიმ დაუჭირა. კიდევ ერთი გოლი სწორედ ნიგერიელის ანგარიშზეა.

 

24-ე ტურის 5 ფაქტი

“ბაიერნმა” 24 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია. ისევე როგორც ბავარიელთა ზედიზედ 16 გამარჯვება.

ბრენდ ლეტომ სეზონში მეხუთ პენალტი მოიგერია. ტომას ცანდერის (“მიუნხენი 1860”) რეკორდის გასამეორებლად მას კიდევ ერთი დარტყმის მოგერიება სჭირდება.

ალეკსანდ მადლუნგმა მირკო სლომკას გაწვრთნილ გუნდს მეოთხე გოლი გაუტანა.

“ფრაიბურგმა” ბუნდესლიგაში მე-500 მატჩი ჩაატარა, თუმცა მე-100 გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

“ჰერტას” ფორვარდმა ადრიან რამოსმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონშ ანგარიში შვიდჯერ გახსნა.

 

08/03/14

შალკე 4-0 ჰოფენჰაიმი

გოლები: ჰუნტელარი 6′ ; 28′ ; 79′ ; ობასი 55′

გლადბახი  1-2 აუგსბურგი

გოლები: რაფაელი 5′ (1:0); ჰალილ ალტინტოპი 35′ (1:1) ვერნერი 81′ (2:1)

შტუტგარტი 2-2 ბრაუნშვაიგი

გოლები: ჰოჰშეიდტი 24′ (0:1); მაქსიმი 30′ (1:1); ჰარნიკი 35′ (2:1); ბიჩაკჩიჩი 82′ (2:2)

ჰანოვერი 1-1 ლევერკუზენი

გოლები: კასტრო 28′ (0:1); რუდნევსი 33′ (1:1)

ვოლფსბურგი 1-6 ბაიერნი

გოლებინალდო 17′ (1:0); შაქირი 26′ (1:1); მიულერი 63′ (1:2); მანჯუკიჩი 66′ (1:3); რიბერი 71′ (1:4); მიულერი 78′ (1:5); მანჯუკიჩი 80′ (1:6)

ჰამბურგი 1-1 აინტრახტი

გოლები: მადლუნგი 29′ (0:1); ჩალჰანოღლუ 72′ (1:1)

ნიურნბერგი 0-2 ვერდერი

გოლები: დი სანტო 40′ ; ბარგფრედე 68′ 

 

09/03/14

ფრაიბურგი 0-1 დორტმუნდი

გოლი: კელი 58′

მაინცი 1-1ჰერტა

გოლები: რამოსი 51′ (0:1); ჩუპო-მოტინგი 65′ (1:1)

 

ბუნდესლიგის პრევიუ

“ბაიერნი” ვოლფსბურგს ესტუმრება, არმინ ფე კი “აინტრახტს” ტოვებს. ბუნდესლიგის 24-ე მნიშვნელოვანი ამბები ჩვენს პრევიუში. 

 

მაღალი რანგის სტუმრები

გასულ ტურში “ვოლფსბურგი” მოულოდნელად “ჰოფენჰაიმთან” განადგურდა. შესაძლოა “მგლებმა” დამდეგ ტურშიც ზედიზედ მეორე მწარე მარცხი იგემონ, ვინაიდან  “ფოლკსვაგენ არენაზე”  სტუმრად მიუნხენის “ბაიერნი” ჩადის.

გასულ ტურში “ვოლფსბურგის” დაცვა ფაქტობრივად დაიშალა. ასე რომ დიტერ ჰეკინგს სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუწევს და ეს ძირითადად ფსიქოლოგიურ მხარეს ეხება.

“ბაიენრში” კი ყველაფერი კარგად არის. მიუნხენელები მოახლოებულ შეხვედრას ფაქტობრივად სრული შემადგენლობით ხვდებიან. გვარდიოლას გუნდს რიბერიც დაუბრნდა.

 

ფე პერსპექტივებს ვერ ხედავს

“შტუტგარტთან” მოგებული მატჩის შემდეგ არმინ ფემ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს “აინტრახტს” დატოვებს. მიზეზად კი სპეციალისტმა ის დაასახელა, რომ ფრანქპურტულ გუნდში განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ფეს უფრო ამბიციურ კლუბში სურს მუშაობა, რაც გასაგებიც არის. გერმანიაში საკმაოდ წარმატებულ მწვრთნელს ტიტულების მოპოვება სურს.

თუმცა, სანამ ფე სერიოზულ მიზნებზე გადავიდოდეს, მას მიმდინარე სეზონი აქვს ჩასამთავრებელი, რომლის მომდევნო შეხვედრა მის “აინტრახტს” სტუმრად “ჰამბურგთან” აქვს.

ჰამბურგელებს აუცილებლად ესაჭიროებათ გამაჯრვება, თუმცა ამას ტრავმების ეპიდემია ართულებს. დაშავებულ ფეხბურთელებს სანაკრებო პაუზის დროს იანსენი და ლასოგაც შეუერთდნენ.

 

საბრალო იენსი

იენს კელერს მეორე წრეში წარამტებული სტარტის აღნიშვნა არ ჰქონდა დასრულებული როდესაც მისი გუნდის კარში “რეალმა” და “ბაიერნმა” 11 გოლი გაიტანეს. შედეგად, “ვოლფსბურგთან” და “ლევერკუზენთან” მიღწეული გამარჯვებები ყველას გადაავიწყდა.

24-ე ტურში “შალკე” “ჰოფენჰაიმს” მასპინძლობს და უბრალოდ ვალდებული გამარჯვება მოიპოვოს ამ შეხვედრაში. თუმცა ეს იოლი ამოცანა არ იქნება. “ჰოფენჰაიმი” რომ კარგ ფორმაშია, გასულ ტურშიც ნათლად გამოჩნდა.

 

08/03/14

შალკე – ჰოფენჰაიმი

გლადბახი – აუგსბურგი

შტუტგარტი – ბრაუნშვაიგი

ჰანოვერი – ლევერკუზენი

ვოლფსბურგი – ბაიერნი

ჰამბურგი – აინტრახტი

ნიურნბერგი – ვერდერი

09/03/14

ფრაიბურგი – დორტმუნდი

მაინცი – ჰერტა

 

ბუნდესლიგის მიმოხილვა

ბუნდესლიგის 23-ე ტურში “ბაიერნმა” “შალკე” გაანადგურა, რობერტ ლევანდოვსკი კი, ბომბართირთა დავაში გალიდერდა. 

 

კოშმარული კვირა

გელზენკირხენის “შალკესთვის” გასული კვირა ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ყველაფერი მადრიდის “რეალთან” საშიონაო ასპარეზზე კატარსტროფული მატჩით დაიწყო და “ბაიერნთან” გამანადგურებელი მარცხით დასრულდა.

უნდა ითქვას, რომ “ბაიერნმა” სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. განსაკუთრების ეს პირველ ნახევარს ეხება. “შალკეს” ფეხბურთელები უბრალოდ ვერ ასწრებდნენ გადაწყვეტილებების მიღებას და 28-ე წუთისთვის უკვე 4-0 აგებდნენ. ბაიერნის არცერთი მოთამაშე ადგილზე არ ჩერდებოდა. ფაქტობრივად გვარდიოლამ 2-7-1 სქემით ითამაშა. მთელი მატჩის განმავლობაში ფლანგის მცველები შეტევით იყვნენ დაკავებულები.
მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოო ანგარიში 5-1 დაფიქსირდა.

მიუნხენელები უახლოეს მდევარს უკვე 20 ქულით უსწრებენ. რთული წარმოსადგენია რომ, გერმანიაში რამე შეიცვალოს.

 

პოლონური აქცენტი

გასულ ტურში საკმაოდ შთამბეჭდავი თამაში აჩვენა დორტმუნდის “ბორუსიამ”. როგორც ჩანს, “ჰამბურგთან” ჩაგდებული მატჩი “გამონაკლისი” იყო. დისკავალიფიცირებული როისის და ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე მოთამაშე “ბორუსიამ” “ნიურნბერგის” დამარცხება იოლად მოახერხა და რომ არა მეკარე რაფაელ შეფერის ჩინებული თამაში, ანგარიში გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა.

დორტმუნდელების შემადგენლობაში გოლები ჰუმელსმა, მხიტარიანმა და ლევანდოვსკიმ გაიტანეს. პოლონელი ფორვარდმა სეზონის მე-15 გოლი გაიტანა ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

 

5 ფაქტი 23-ე ტურის შესახებ

“ჰოფენჰაიმსა” და “ვოლფსბურგს” შორის გამართულ 12 შეხვედრაში ფეხბურთელებმა 50 გოლის გატანა მოახერხეს.

კაკაუს შტუტგარტის სასტარტოში 522 დღე არ უთამაშია.

“შალკემ” 11 გოლი ორ მატჩში ბოლოს 36 წლის წინ გაუშვა.

ტონი კროოსი “შალკესთან” გამართულ შეხვედრაში ბურთს 155-ჯერ შეეხო, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში მესამე შედეგია.

“ჰამბურგის” 19 ქულა 23 ტურის შემდეგ კლუბის ისტორიაშ ყველაზე ცუდი შედეგია.

 

28/02/14

ჰერტა 0-0 ფრაიბურგი

01/03/14

ბორუსია 3-0 ნიურნბერგი

გოლები: ჰუმელსი 51′ ; ლევანდოვსკი 64′ ; მხიტარიანი 83′ 

ლევერკუზენი 0-1 მაინცი

გოლი: ჩუპო მოტინგი 37′

ვერდერი 1-0 ჰამბურგი

გოლი: იუნუზოვიჩი 19′ 

აუგსბურგი 1-1 ჰანოვერი

გოლები: დიუფი 21′ (0:1); კლავანი 55′ (1:1)

ბრაუნშვაიგი 1-1 გლადბახი

გოლები: რაფაელი 24′ (0:1); ტერ შტეგენი 52′ (ს.კ. 1:1)

ბაიერნი 5-1 შალკე

გოლები: ალაბა 3′ (1:0); რობენი 15′ (2:0); მანჯუკიჩი 24′ (3:0); რობენი 28′ (4:0); რაფინია 64′ (4:1); რობენი 77′ (5:1)

02/03/14

ჰოფენჰაიმი 6-2 ვოლფსბურგი 

გოლები: ფირმინიო 4′ (1:0); დოსტი 15′ (1:1); სულე 37′ (2:1); მოდესტე 39′ (3:1); მოდესტე 43′ (4:1); პერიშიჩი 76′ (4:2); სალიგოვიჩი 82′ (5:2); შიპლოკი 86′ (6:2)

აინტრახტი 2-1 შტუტგარტი

გოლები: ჰარნიკი 31′ (0:1); რეზენტალი 80′ (1:1); მეიერი 89′ (2:1)

 

ბუნდესლიგის პრევიუ

სხვაობა “ბაიერნსა” და მის მდევრებს შორის უკვე 19 ქულას შეადგენს და ძალების თანაფარდობას ზუსტად გამოსახავს, რაც ჩემპიონთა ლიგაში გერმანული კლუბების ასპარეზობიდანაც გამოჩნდა. საჩემპიონო საკითხი გერმანიაში ფაქტობრივად მოხსნილია.

 

ბორუსია – ნიურნბერგი

დორტმუნდის “ბორუსიამ” ჩემპიონთა ლიგაში “ზენიტი” სტუმრად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაში ფაქტობრივად გაინაღდა. თავისი თამაშით დორტმუნდელებმა ყველას ცალსახად მიანიშნეს, რომ მიმდინარე სეზონში მათთვის პრიორიტეტი სწორედ ევროთასი იქნება, რაც ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს.

“ნიურნებრგმა” მეორე ეტაპი შესანიშნავად დაიწყო და უკანასკნელ რვა შეხვედრაში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, ისიც მიუნხენის “ბაიერნთან”. შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გერტიან ვერბეეკმა სკეპტიკოსების გაჩუმება შესძლო. ახლა “ნიურნბერგს” უშუალო კონკურენტებტან 4-ქულიანი უპირატესობა აქვს. თუმცა, დორტმუნდში ნიურნბერგელები უკვე ოთხი წელია ვერ ახერხებენ მოგებას.

 

ჰოფენჰაიმი – ვოლფსბურგი

2014 წლის წარუმატებელი სტარტის შემდეგ, “მგლებმა” თამაშის გამოსწორება მოახერხეს და ზედიზედ სამი მატჩიც კი მოიგეს, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. დიტერ ჰეკინგმა ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა შესძლო, საკუთარი თამაში იპოვე დე ბიუინემ – შედეგიც სახეზეა. თუმცა, “ვოლფსბურგის” სუსტ წერტილად კვლავ რჩება სტუმრად გასამართი შეხვედრები.

“ჰოფენჰაიმი” მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის არ იბრძვის და ცხრილის შუა ნაწილში ყოფნით კმაყოფილდება. მარკუს გისდოლის გუნდში ბევრი პრესპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხება, რომელთა სანახავადაც ჰოფენჰაიმის მატჩებზე იოაჰიმ ლიოვიც ჩასულა. ორივე გუნდი კარგი შეტევით გამოირჩევა, შესაბამისად უხვგოლიანი მატჩი გამორიცხული არ არის.

 

 ბაიერნი – შალკე

ტურის ცენტრალური დაპირისპირება მიუნხენში გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ბაიერნი” და “შალკე” დაუპირისპირდებიან. მანუელ ნოიერის მიუნხენში გადაბარგების შემდეგ, “ბაიერნი” “ბორუსიას” შემდეგ “შალკეს” ნომერ პირველ მტრად იქცა.

უკვე სამი სეზონია, გელზენკირხენული კლუბის ფეხბურთელები ბავარიელების დამწუხრებას ვერ ახერხებენ. ამასთან ერთად, შუა კვირაში გამართული უმძიმესი მატჩის შემდეგ, რომელში “შალკე” მადრიდის “რეალთან” განადგურდა, კელერის შეგირდები გადაღლილები უნდა იყვნენ და ბუნდესლიგის ერთპიროვნულ ლიდერს ალბათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.

 

28/02/14

ჰერტა – ფრაიბურგი

01/03/14

ბორუსია – ნიურნბერგი

ლევერკუზენი – მაინცი

ვერდერი – ჰამბურგი

აუგსბურგი – ჰანოვერი

ბრაუნშვაიგი – გლადბახი

ბაიერნი – შალკე 

02/03/14

ჰოფენჰაიმი – ვოლფსბურგი 

აინტრახტი – შტუტგარტი