ბუნდესლიგის მიმოხილვა

“ბაიერნის“  შთამბეჭდავი გამარჯვება, “ლევერკუზენის“ მნიშვნელოვანი სამი ქულა და სხვა საინტერესო ამბები ბუნდესლიგის ტურის მიმოხილვაში.

რეკორდმაისტერის რეკორდი

“ვეზერშტადიონზე” ბრემენის “ვერდერმა” მიუნჰენის “ბაიერნი” მიიღო. გულშემატკივარი დაძაბული მატჩის მოლოდინში იყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. გვარდიოლას შეგირდებმა, მასპინძებს შანსი არ დაუტოვეს და შვიდი უპასუხო ბურთი გაიტანეს “ვერდერის“ კარში.  შეხვედრა იმითაც გახდა აღსანიშნავი, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  “ბაიერნმა“ სასტარტო 15 შეხვედრიდან ყველა მოიგო.

„გლადბახმა“ კონკურენტი ჩამოიცილა

ტურის კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრაში “გლადბახი“ გელზენკირხენის “შალკეს“ მასპინძლობდა. გუნდების მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. მატჩის პრაქტიკულად ყველა საინტერესო ეპიზოდი პირველ ნახევარში მოხდა. ანგარიში სტუმრება ფარფანის პენალტით გახსნეს მე-17 წუთზე, ტუმცა მასპინძლებმა 24-ე ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი 45-ე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ “შალკემ“ მთელი მეორე ნახევარი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა.

ცენტრალური დაპირისპირება

ტურის მთავარი მატჩი დორტმუნდში შედგა. ადგილობრივი “ბორუსია“ უშუალო კონკურენტ, ლევერკუზენის “ბაიერს“ მასპინძობდა და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე აინაცვლებდა. თუმცა, ლევერკუზენელებს ეს იდეა არ მოეწონათ, და ჰეუნგ მინ სონის გოლით, რომელიც მან მე-18 წუთზე გაიტანა, მატჩში გამარჯვება იზემიეს. აღსანიშნავია რომ, შეხვედრა საკამოდ დაძაბული იყო. მთავარმა არბიტრმა ორჯერ გამოიყენა წითელი ბარათი. სტუმრების ბოსნიელი ლეგიონერი, ემირ სპაჰიჩი მე-80 წუთზე გააძევეს, ხოლო მასნძელთა ბერძენი მცველი პაპასტოპულოსი, მსაჯიმ მიერ კომპენსირებულ დროში.

06/12/13 

ნიურნბერგი 1-1 მაინცი

გოლები: ნილსონი 5’ (1:0) ; ოკაზაკი 75’ (1:1)

07/12/13

ბორუსია მ. 1-2 შალკე

გოლები: ფარფანი 17’ (0:1); რაფაელი 24’ (1:1); კრუზე 45’ (2:1)

შტუტგარტი 4-2 ჰანოვერი

გოლები: ჰარნიკი 13’ (1:0); სობიეხი 28’ (1:1); სანე 31’ (1:2); იბიშევიჩი 33’ (2:2); ტრაორე 52’ (3:2); რაუში 84’ (4:2)

ვერდერი 0-7 ბაიერნი

გოლები: ლუკიმია 21’ (ს.კ); ვან ბუიტენი 27’ ; რიბერი 38’ : მანჯუკიჩი 60’ ; მიულერი 68’ ; რიბერი 82’ ; გიოტცე 90’.

ჰამბურგი 0-1 აუგსბურგი

გოლი: ბობადილია 18’

აინტრახტი 1-2 ჰოფენჰაიმი

გოლები: შიპლოკი 46’ (0:1); ჟოსელუ 48’ (1:1); რობერტო ფირმინო 51’ (1:2)

ბორუსია დორტმუნდი 0-2 ლევერკუზენი

გოლი: ჰეუნგ მინ სონი 18’

08/12/13

ფრაიბურგი 0-3 ვოლფსბურგი

გოლები: არნოლდი 8’ ; ოლიჩი 11’ ; შაფერი 90’

ბრაუნშვაიგი 0-2 ჰერტა

გოლები: რამოსი 20’ ; სიგერსი 80’

 

ბუნდესლიგის პრევიუ

“ბაიერნი” ბრემენელ მუსიკოსებს დაუპირისპირდება, ტურის ეპიცენტრი კი “სიგნალ იდუნა პარკზეა”

დღეს ბუნდესლიგის მეთხუთმეტე ტური აიღებს სტარს. თუმცა სათამაშო დღის ყველაზე გამორჩეული შეხვედრები ხვალ გაიმართება.

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის

“ბორუსია პარკზე” მიუნხენგლადხაბის “ბორუსია” “შალკეს” მიიღებს. გუნდები მეოთხე-მეხუთე ადგილებზე იმყოფებიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა. ანუ, “შალკეს” ქულათა სხვაობის მინიმუმამდე შემცირების შანსი ეძლევა. მაგრამ, ეს არც თუ ისე იოლი საქმეა. “ბორუსია” შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. გუნდს მოგებების ხუთმატჩიანი სერია აქვს. “შალკე” კი, ჩვეული არასტაბილურობით გამოირჩევა. გარკვეულწილად ეს იმით არის განპირობებული, რომ გელზენკირხენელებს სამ ფრონტზე უწევდათ ასპარეზობა. თუმცა, 3 დეკემბერს, “ჰოფენჰაიმთან” განცდილი მარცხის შემდეგ, “შალკე” თასის გათამაშებას გამოეთიშა.

ეს საკმაოდ საინტერესო შეხვედრა 7 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი, ფელიქს ზვაიერი იქნება

ლიდერი ბრემენს ეწვევა

“ვეზერშტადიონზე” ბრემენის “ვერდერი” მიუნჰენის “ბაიერნს” მიიღებს. პეპ გუარდიოლას შეგირდები ერპიროვნულად ლიდერობენ ბუნდესლიგის ცხრილს. მასპინძები კი, მეცამეტე ადგილზე არიან. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოზიციას იკავებენ ეს გუნდები სატურნირო ცხრილში, დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო და უკომპრომისო ბრძოლაში მიმდინარეობს.

“ბაიერნსა” და “ვერდერს” ერთმანეთის წინააღმდეგ 98 მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან 47 მიუნჰენელებმა მოიგეს, 27 ბრემენელებმა. 24 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შეხვედრა, რომელსაც მარკო ფრიტცი განსჯის, 7 დეკემბერს 18:30ზე აიღებს სტარტს.

“ბორუსია” – “ლევერკუზენი” 

ტურის ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მატჩი დორტმუნდში გაიმართება სადაც ადგილობრივი “ბორუსია” “ლევერკუზენს” უმასპინძლებს. სამეულში მყოფი გუნდების დაპირისპირება 7 დეკემბერს 21:30ზე დაიწყება. ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ 68 შეხვედრაში, “ბორუსიამ” 25 მოიგო, ხოლო “ლევერკუზენმა” 24. 19 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 103-101-ზე “ლევერკუზენის” სასარგებლოდ.

06/12/13 

ნიურნბერგი – მაინცი

07/12/13

ბორუსია მ. – შალკე

შტუტგარტი – ჰანოვერი

ვერდერი – ბაიერნი

ჰამბურგი – აუგსბურგი

აინტრახტი – ჰოფენჰაიმი

ბორუსია დორტმუნდი – ლევერკუზენი

08/12/13

ფრაიბურგი – ვოლფსბურგი

ბრაუნშვაიგი – ჰერტა

ჰანოვერში ადგილობრივი კლუბის „ფანი“ ღორი იპოვეს

ჰანოვერის მცხოვრებლებმა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე არხეინად მოსიარულე დედალი ღორი იპოვეს, რომელსაც ადგილობრივი კლუბის შარფი ჰქონდა შემოხვეული, სხეულზე კი – ასევე „ჰანოვერის“ ლოგო ჰქონდა გამოსახული.

სამართალდამცავებმა ღორი ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ მოხვდა ოთხფეხა არსება ქუჩაში კლუბის შარფით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ბრაუნშვაიგის „აინტრახტის“ ქომაგთა ნამოქმედარია. გერმანიის ბუნდესლიგის დამდეგ ტურში ქვედა საქსონიის დერბია – „ჰანოვერი“ „აინტრახტს“ უმასპინძლებს. სწორედ ამ მატჩს უნდა უკავშირდებოდეს აღნიშნული ფაქტი. სხვათა შორის, ეს დერბი ბოლო 37 წლის მანძილზე პირველად შედგება.

მატჩი „ჰანოვერსა“ და „აინტრახტს“ შორის პარასკევს, ჩვენი დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

„ალენისა“ და „ფორტუნას“ მატჩი კინაღამ ჩაიშალა (ფოტო)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, „ალენსა“ და დიუსელდორფის „ფორტუნას“ შორის გამართული მატჩი კინაღამ ჩაიშალა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ფორტუნას“ ქომაგებმა ტრიბუნაზე პიროტექნიკური შოუ მოაწყვეს, რის გამოც მატცის მთავარი არბიტრი ფრენ ვილენბორგი იძულებული გახდა, გუნდები გასახდელშ ოთახში გაეყვანა.

მატჩი რამდენიმე წუთში განახლდა და საბოლოოდ, ის „ალენის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.