ბუნდესლიგა: 31-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 31-ე ტურის მიმოხილვას. 

 

შალკე – შტუტგარტი

ქულებისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ ფავორიტის გამარჯვებით დასრულდა.

“შალკემ” დაწინაურება საკმაოდ სწრაფად, მე-9 წუთზე ჰუნტელაარის გოლით შეძლო, თუმცა ტაიმიც მოგება ვერ შეძლო, რადგან 22-ე წუთზე სტუმრებმა ჰარნიკის ზუსტი დარტყმით გაათანაბრეს. შესვენების შემდეგ 6 წუთში “შტუტგარტმა” დაწინაურებაც მოახერხა, რაც კოსტიჩის დამსახურებაა, თუმცა ჰუნტელაარმა 78-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა. გადამწყვეტი კი 89-ე წუთი გამოდგა, როდესაც კლაინის ავტოგოლით “შალკემ” მნიშვენლოვანი სამი ქულა მოიპოვა და მეხუთ პოზიცია განიმტკიცა. “შტუტგარტი” კი მეორე ბუნდესლიგას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

 

ჰოფენჰაიმი – დორტმუნდი

ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი ფრედ დასრულდა, რაც არც ერთ მხარეს არ აწყობდა.

გუნდებმა გოლები პირველი ტაიმის 2 წუთიან მონაკვეთში გაცვალეს. 33-ზე “ჰოფენჰაიმი” ვოლანდმა დააწინაურა, თმცა 35-ზე ჰუმელსის დარტყმით წონასწორობა აღდგა და მატჩის დასრულებამდე ტაბლოზე აღარფერი შეცვლილა.

ამრიგად, დაფიქსირებული შედეგით ევროთასებისთვის ბრძოლაში გუნდებმა ბრემენის “ვერდერიც” ჩართეს, რომელმაც საკუთარ მოედანზე “აინტრახტს” მინიმალურად სძლია და მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ლევერკუზენი – ბაიერნი

გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო მიუნხენის “ბაიერნმა”, თუმცა ასეთი შედეგი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.

ლევერკუზენში ჩატარებულ შეხვედრაში ყველაფერი მეორე ნახევარში გადაწყდა, როდესაც მასპინძლები 55-ე წუთზე ჩალჰანოუღლუმ ლამაზი გოლით დააწინაურა. მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე კი საბოლოო ანგარიში ბრანდტმა დააფიქსირა.

ტურის ყველა მატჩი

02.05 17:30 შალკე 04 შალკე 04 3:2 შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
02.05 17:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი 2:2 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
02.05 17:30 აუგსბურგი აუგსბურგი 0:0 კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
02.05 17:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი 1:1 დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით
02.05 17:30 ვერდერი ბრემენის ვერდერი 1:0 აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
02.05 17:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი 1:2 პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
02.05 20:30 ლევერკუზენი ლევერკუზენის ბაიერი 2:0 მიუნხენის ბაიერნი ბაიერნი დაწვრილებით
03.05 17:30 მაინცი მაინცი 1:2 ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
03.05 19:30 ჰერტა ჰერტა 1:2 გლადბახი გლადბახი დაწვრილებით

ბუნდესლიგა: 31-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 31-ე ტურის პრევიუს. 

 

შალკე – შტუტგარტი

გერმანული ტური ტრადიციული პარასკევის ნაცვლად სტარტს დღეს აიღებს. ერთ-ერთი სინტერესო შეხვედრა გელზენკირხენში შედგება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ განსხვავებული მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან.

მასპინძელთა მთავარი ამოცანი დაკავებული მეხუთე პოზიციის შენარჩუნება და მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაში ასპარეზობის უფლების მოპოვებაა, ხოლო “შტუტგარტი” სატურნირო ცხრილის უკანასკნელ ადგილზეა, მაგრამ ქვედა საფეხურებზე არსებული ძალზედ დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, ყველაფერი სტევენსის გუნდის ხელშია. დასკვნითი ნაწილის დამაჯერებლად ჩატარების შემთხვევაში ბუნდესლიგის ერთ-ერთი ტრადიციული კლუბი ელიტაში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს.

 

ჰოფენჰაიმი – დორტმუნდი

ინტერესს იწვევს ევროსაგზურებისთვის მებრძოლი უშუალო კონკურენტების, “ჰოფენჰაიმისა” და “დორტმუნდის” შეხვედრა, რომლის გამარჯვებული კარგ შანსს შეინარჩნებს.

მასპინძლებმა ოთხ მატჩიანი წარუმატებელი სერია გასულ ტურში აუტსაიდერ “ჰანოვერთან” სტუმრად მოგებული შეხვედრით შეწყვიტეს. “დორტმუნდელები” კი ბლო პერიოდში წარმატებულად ასპარეზობენ და ბუნდესლიგაში ზედიზედ ორ გამარჯვებას, გერმანიის თასზე “ბაიერნის” დამარცხებაც მიაყოლეს. თუმცა, მიუნხენელებთან მძიმე მატჩი, შესაძლოა, კლოპის გუნდის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს.

ლევერკუზენი – ბაიერნი

ტურის ცენტრალურ შეხვედრას ლევერკუზენი უმასპინძლებს, სადაც ადგილობირვი გუნდი მიუნხენის “ბაიერნს” მიიღებს.

მასპინძლებს ოთხეული ფაქტობრივად გარანტირებული აქვს და ახლა მხოლოდ უკეთესი ადგილისტვის იბრძვიან. “ბაიერნი” კი, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ვერავინ შეეცილება მორიგი 3 ქულის მოპოვებას ეცდება.

თუმცა, მოსალოდნილია, რომ გვარდიოლამ წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცეს, რაც მიუნხენელთა შანსებს შეამცირეს. საკადრო პრობელმებით გაწამებულმა ესპანელმა სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ “დორტმუნდთან” მძიმე, დამღლელი მატჩი გადაიტანა. ოთხშაბათს კი ბავარიელებს “ბარსლეონასთან” ელით დაპირისპირება, რაც ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანია.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

02.05 17:30 შალკე 04 შალკე 04 -:- შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
02.05 17:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი -:- ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
02.05 17:30 აუგსბურგი აუგსბურგი -:- კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
02.05 17:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი -:- დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით
02.05 17:30 ვერდერი ბრემენის ვერდერი -:- აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
02.05 17:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი -:- პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
02.05 20:30 ლევერკუზენი ლევერკუზენის ბაიერი -:- მიუნხენის ბაიერნი ბაიერნი დაწვრილებით
03.05 17:30 მაინცი მაინცი -:- ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
03.05 19:30 ჰერტა ჰერტა -:- გლადბახი გლადბახი დაწვრილებით

ბუნდესლიგა: 30-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურის მიმოხილვას. 

 

შტუტგარტი – ფრაიბურგი

უხვგოლიანი ფრით დასრულდა აუტსაიდერთ მატჩი, რომელმაც არც ერთი მხარე არ დააკმაყოფილა და ცხილის ქვედა ნაწილში მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. 24-ე და 27-ე წუთებზე გოლები გინცეკმა და ჰარნიკმა გაიტანეს.

შესვენების შემდეგ მატჩის სადავეები საკუთარ ხელში სტუმრებმა აიღეს. 58-ე წუთზე ნილს პეტერსენმა პენალტით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. რამდენიმე წუთში “შტუტგარტი” რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა და შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე იმავე პეტერსენმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

ბაიერნი – ჰერტა

გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია მიუნხენის “ბაიერნს”, რომელმაც “ჰერტას” უმასპნიძლა და ლიდერობის განმტკიცება შეძლო.

გვარდიოლამ მატჩი ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო, თუმცა ესპანელ მწვრთნელს ექსპერიმენტებისთვის არ მიუმართავს და გამოცდილ კადრებს დაეყრდნო.

შეხვედრის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 80-ე წუთზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გაიტანა.

 

გლადბახი – ვოლფსბურგი

ტურის დასკვნითი და ცენტრალური შეხვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

ლიდერთა სამეულში მყოფი გუნდების დაპირისპირებაში გადამწყვეტი უკანასკელი წუთი აღმოჩნდა, როდესაც “გლადბახი” ჯონსონის გადაცემით კრუსემ დააწინაურა და გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე მესამე პოზიცია ვერცხლის მოპოვების შანსიც შეინარჩუნა.

 

ტურის ყველა მატჩი

24.04 22:30 მაინცი მაინცი 2:0 შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით
25.04 17:30 დორტმუნდი დორტმუნდი 2:0 აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
25.04 17:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 1:2 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
25.04 17:30 შტუტგარტი შტუტგარტი 2:2 ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
25.04 17:30 ჰამბურგი ჰამბურგი 3:2 აუგსბურგი აუგსბურგი დაწვრილებით
25.04 17:30 კიოლნი კიოლნი 1:1 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენი დაწვრილებით
25.04 20:30 ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი 1:0 ჰერტა ჰერტა დაწვრილებით
26.04 17:30 პადერბორნი პადერბორნი 2:2 ბრემენის ვერდერი ვერდერი დაწვრილებით
26.04 19:30 გლადბახი გლადბახი 1:0 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით

“ბაიერნმა” “ჰერტას” მინიმალურად სძლია

გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” საკუტარ მოედანზე ბერლინის “ჰერტა” მიიღო და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

გვარდიოლამ მატჩი ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო, თუმცა ესპანელ მწვრთნელს ექსპერიმენტებისთვის არ მიუმართავს და გამოცდილ კადრებს დაეყრდნო.

შეხვედრის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 80-ე წუთზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გაიტანა.

ბუნდესლიგა: 30-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურის პრევიუს. 

 

შტუტგარტი – ფრაიბურგი

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი აუტსაიდერთა დაპირისპირებაა, რომელის შედეგზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.

“ფრაიბურგი” გასავარდნ ზონას 3, ხოლო პლეი აუტის მე-17 პოზიციას 2 ქულით უსწრებს. გამარჯვების შემთხვევაში ერთ დროს ბუნდესლიგის ყველაზე ქართულ გუნდს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების კარგი შანსი ექნება. შედარებით რთულ სიტუაციაშია “შტუტგარტი”, რომლისთვისაც მატჩის წაგება ვითარებას ძალიან დაამძიმებს.

აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში “ფრაიბურგი” “შტუტგარტთან” საშინაო კედლებში, 1-4 განადგურდა.

ბაიერნი – ჰერტა

მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგაში “პორტუს” განდგურების შემდეგ საშნაო ასპარეზს “ჰერტასთან” გასამართი მატჩით უბრუნდება.

აღნიშნულ შეხვედრას ფაქტობრივად არანაირი ინტრიგა არ გააჩნია. “ბაიერნის” ჩემპიონობაში ეჭვი არავის ეპარება. “ჰერტამ” კი ბოლო თამაშები ძალიან ცუდად უნდა ჭაატაროს, რომ გავარდნა დაემქუროს.

ცალსახაა, რომ წყვილში ფავორიტები სწორედ მასპინძლები არიან. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ მატჩის სტატუსიდან და მძიმე კალენდრიდან გამომდინარე გვარდიოლამ ლიდერებს დასვენების საშუალება მისცეს, რაც ბერლინელთა შანსებს გაზრდის.

გლადბახი – ვოლფსბურგი

ცენტრალური მატჩი ტურის უკანასკნელი დაპირისპირებაა, რომელშიც ერთმაენთის წინაარეგ “გლადბახი” და “ვოლფსბურგი” წარსდგებიან.

სტუმრები, რომლებიც გუშნ ევროპის ლიგას გამოეთიშნენ მოახლოებულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან. საკუთარ გუნდს ორი გამორჩეული მოთამაშე, ანდრე შურლე და კევინ დე ბრეინე ვერ დაეხმარებიან, თუმცა დიტერ ჰეკინგს საკმაოდ გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰყავს.

“გლადბახი” მატჩს საკმაოდ მოტივირებული ხვდება. სამეულში მოხვედრის შემთხვევაში გლადბახელები ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ ხვდებიან, რაც საკმაოდ დიდი შეღავათია.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

24.04 22:30 მაინცი მაინცი -:- შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით
25.04 17:30 დორტმუნდი დორტმუნდი -:- აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
25.04 17:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 -:- ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
25.04 17:30 შტუტგარტი შტუტგარტი -:- ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
25.04 17:30 ჰამბურგი ჰამბურგი -:- აუგსბურგი აუგსბურგი დაწვრილებით
25.04 17:30 კიოლნი კიოლნი -:- ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენის ბაიერი დაწვრილებით
25.04 20:30 მიუნხენის ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი -:- ჰერტა ჰერტა დაწვრილებით
26.04 17:30 პადერბორნი პადერბორნი -:- ბრემენის ვერდერი ბრემენის ვერდერი დაწვრილებით
26.04 19:30 გლადბახი გლადბახი -:- ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით

ბუნდესლიგა: 29-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 29-ე ტურის მიმოხილვას.

 

ვერდერი – ჰამბურგი

“ჰამბურგს” ბრემენში ვერც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უშველა. ბრუნო ლაბადიას დებიუტი ჰამბურგელებისთვის წარუმატებელი გამოდგა და მისი კლუბი უკანასკნელ პოზიციაზე დარჩა.

“ვერდერთან” შეხვედრაში გადამწყვეტი 82-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დი სანტომ გოლად აქცია. გარდა ამისა, “ჰამბურგი” ამ ეპიზოდში 10 კაცით დარჩა.

როგორც ჩანს “ბაიერნისგან” გაშვებული 8 გოლი “ჰამბურგისთვის” დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა აღმოჩნდა. მას შემდეგ ბუნდესლიგის ერთ-ერთმა ტრადიციულმა კლუბმა ჩატარებულ 8 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. მიუხედავად ასეთი კატასტროფული სტატისტიკისა ჰამბურგელები ბუნდესლიგაში დარჩენის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.

 

ჰოფენჰაიმი – ბაიერნი

გადატვირთული კალენდრის და საკადრო პრობლემების მიუხედავადა მიუნხენის “ბიაერნი” “ჰოფენჰაიმს” ესტუმრა, სადაც ადგილობრივ გუნდს ორი უპასუხო გოლით აჯობა.

ანგარიში მიუნენელებმა 38-ე წუთზე, როდეს გოლით გახსნეს, რომელმაც რობერტ ლევანდოვსკის გადაცემა გამოიყენა. საბოლოო ანგარიში კი მატჩის უკანასკნელ წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ანდრეს ბეკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამ გამარჯვებით “ბაიერნმა” ლიდერობა განიმტკიცა, “ჰოფენჰაიმი” კი მეშვიდე პოზიციაზე დარჩა.

 

ვოლფსბურგი – შალკე

ტურის უკანასკნელმა და ცენტრალური შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. “ვოლფსბურგმა” და “შალკემ” გოლები გაცვალეს და სატურნირო ცრილში დაკავებული პოზიციები შეინარჩუნეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ აგნარიში 53-ე წუთზე სტუმრებმა, სანეს ძალისხმევით გახსნეს. მასპინძელბმა კი ლიდერის, კევინ დე ბრეინეს გოლით 78-ე წუთზე გაათანაბრეს და შეხვედრაშიც საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

 

ტურის ყველა მატჩი

17.04 22:30 აინტრახტი აინტრახტი 0:0 გლადბახი გლადბახი დაწვრილებით
18.04 17:30 დორტმუნდი დორტმუნდი 3:0 პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
18.04 17:30 ლევერკუზენი ლევერკუზენის ბაიერი 4:0 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
18.04 17:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი 0:2 მიუნხენის ბაიერნი ბაიერნი დაწვრილებით
18.04 17:30 ჰერტა ჰერტა 0:0 კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
18.04 17:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი 2:3 მაინცი მაინცი დაწვრილებით
18.04 20:30 აუგსბურგი აუგსბურგი 2:1 შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
19.04 17:30 ვერდერი ბრემენის ვერდერი 1:0 ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
19.04 19:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი 1:1 შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით

“ბაიერნმა” “ჰოფენჰაიმს” აჯობა

ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის “ბიაერნი” “ჰოფენჰაიმს” ესტუმრა, სადაც ადგილობრივ გუნდს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში მიუნენელებმა 38-ე წუთზე, როდეს გოლით გახსნეს, რომელამც რობერტ ლევანდოვსკის გადაცემა გამოიყენა. საბოლოო ანგარიში კი მატჩის უკანასკნელ წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ანდრეს ბეკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამ გამარჯვებით “ბაიერნმა” ლიდერობა განიმტკიცა, “ჰოფენჰაიმი” კი მეშვიდე პოზიციაზე დარჩა.

ბუნდესლიგა: 29-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 29-ე ტურის პრევიუს.

 

ჰამბურგი – ვერდერი

ბუნდესლიგის ცხრილის ზედა ნაწილში ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილია. ამიტომ, დიდ ინტერესს გადარჩენისთვის ბრძოლა იწვევს.

უკანასკნელ პოზიციაზე მყოფმა “ჰამბურგმა” რადიკალურ ზომებს მიმართა და მიმდინარე კვირაში სამწვრთნელო გადაადგილება მოახდინა. ბრუნო ლაბადიას თავკაცობით ჰამბურგელები მოახლოებულ ტურში ბრემენს ესტუმრებიან, სადაც ძალებს ადგილობრივ “ვერდერთან” მოსინჯავენ.

ვიქტორ სკრიპნიკმა მეორე წრის დასაწყისში გუნდი შესანიშნავად ათამაშა და მომდევნო სეზონისთვის ბუნდესლიგაში ადგილი პრაქტიკულად დაიბევა. ამის შემდეგ “ვერდერი” მოეშვა და უკანასკნელ ოთხ ტურში მოუგებლად იასპარეზა. მაგრამ, ბრემენელებს თავისი კოზირები მიანც შერჩათ და წარუამტებელი სერიის დასრულებაც ბოლო ადგილოსანთან სავსებით რეალურიც უნდა იყოს.

 

ჰოფენჰაიმი – ბაიერნი

მიუნხენის “ბაიერნი” სეზონის დასკვნით ნაწილს პრობლემებით ხვდება. ტრავმებით გამოწვეული დანაკლისის გარდა გუნდში არაჯანსაღი სიტუაციაა შემქნილი, რაც უკვე აშკარად ჩანს.

მოახლოებულ ტურში მიუნხენელები ჰოფენჰაიმს ესტუმრებიან. დიდი ალბათობით პეპ გვარდიოლა ამ შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალებას უახლოესი რეზერვის წარმომადგენლებს მისცემს და რაც მთავარია ძირითადის გადაღლილ ფეხბურთელებს დაასვენებს.

ისიც ფაქტია, რომ ტიტული მოპოვება “ბაიერნს” არ გაუჭირდება და გამარჯვება კონკრეტულ შეხვედრაში მასპინძლებს უფრო სჭირდებათ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრა ერთი შეხედვით მოულოდნელი ანგარიშით დასრულდეს.

ვოლფსბურგი – შალკე

ტურის ცენტრალური შეხვედრა ვოლფსბურგში გასამართი ადგილობრივი კლუბისა და “შალკეს” დაპირისპირებაა.

გელზენკირხენელები მეოთხე ადგილზე დამაჯერებლად არიან გამაგრებულები, თუმცა კლუბს ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს, რისთვისაც დი მატეოს შეგირდები ბოლომდე იბრძოლებენ.

“ვოლფსბურგს” კი საფიქრალი ბევრი აქვს და ეს ძირითადად “ნაპოლისთან” ევროპის ლიგაზე გამანადგურებელ მარცხს ეხება. საკუთარ მოედანზე განცდილი 1:4-ის შემდეგ მასპინძელბმა სეზონი ფაქტობრივად დაასრულეს და დარჩენილ ნაწილს უმოტივაციოდ ჩაატარებენ. მთავარი ამოცანა ბუნდესლიგაში მეორე ადგილის შენარჩნება იქნება, რაც წესით და რიგით “ვოლფსბურგს” არ უნდა გაუჭირდეს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

17.04 22:30 აინტრახტი აინტრახტი -:- გლადბახი გლადბახი დაწვრილებით
18.04 17:30 დორტმუნდი დორტმუნდი -:- პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
18.04 17:30 ლევერკუზენი ლევერკუზენის ბაიერი -:- ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
18.04 17:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი -:- მიუნხენის ბაიერნი მიუნხენი დაწვრილებით
18.04 17:30 ჰერტა ჰერტა -:- კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
18.04 17:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი -:- მაინცი მაინცი დაწვრილებით
18.04 20:30 აუგსბურგი აუგსბურგი -:- შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
19.04 17:30 ვერდერი ბრემენის ვერდერი -:- ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
19.04 19:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი -:- შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით

ბუნდესლიგის გასული ტურის ტოპ-5 გოლი და სეივი [Video]

Fanebi.Com ბუნდესლიგის გასული ტურის 5 საუკეთესო გოლს და სეივს შემოგთავაზებთ.

ბუნდესლიგა: 28-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 28-ე ტურის მიმოხილვას. 

 

ბაიერნი – აინტრახტი

გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიიღო და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მე-15 წუთზე ანგარიში ლევანდოვსკიმ გახსნა. ორამდე მიუნხენელთა უპირატესობა იმავე ლევანდოვსკიმ 66-ე წუთზე გაზარდა. 82-ე წუთზე კი წერტილი თომას მიულერმა დასვა

 

შტუტგარტი – ვერდერი

საინტერესო გამოდგა “შტუტგარტისა” და “ვერდერის” დაპირისპირება, რომელშიც გამაჯრვება მასპინძლებმა მოიპოვეს.

ანგარიში მე-15 წუთზე გენტნერმა გახსნა და ტაიმიც შტუგარტელებმა მინიმალურად მოიგეს. შეხვედრის განახლებიდან 5 წუთში “ვერდერმა” სელკეს გოლით გაათანაბრა, თუმცა 70-ე წუთზე მასპინძლები გინცზეკის გოლით ისევ დაწინაურდნენ. მეორედ ბრემენელებმა ძირითადი დროის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე, 86-ე წუთზე ვესტერგაარდით გოლით გაათანაბრეს, თუმცა ამჯერად მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. 90-ე წუთზე “შტუტგარტისთვის” მესამე და გამარჯვების მომტანის გოლის ავტორი კვლავ გინცზეკი გახდა.

 

გლადბახი – დორტმუნდი

მიონხენგლადბახში ჩატარებულ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს მასპნიძლებმა.

“გლადბახმა” აქტიურად დაიწყო და დაწინაურება პირველივე წუთზე, ვენდტის გოლით შეძლეს. ტაიმი კი მასპინძლებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს, რომელიც 32-ე წუთზე რაფაელმა დააფიქსირა.

67-ე წუთზე დორტმუნდელთა კარი “გლადბახმა” მესამედ აიღო. ამ შემთხვევაში შედეგიანი დარტყმის ავტორი ნორდტვეიტი გახდა. 10 წუთში კი სტუმრებმა სხვაობა გიუნდოგანის გოლით შეამცირეს და საბოლოო ანგარიშიც დააფქსირეს – 3:2.

 

ტურის ყველა მატჩი

10.04 22:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 1:1 ჰერტა ჰერტა დაწვრილებით
11.04 17:30 ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი 3:0 აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
11.04 17:30 შალკე 04 შალკე 04 0:0 ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
11.04 17:30 გლადბახი გლადბახი 3:1 დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით
11.04 17:30 მაინცი მაინცი 2:3 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენი დაწვრილებით
11.04 17:30 პადერბორნი პადერბორნი 2:1 აუგსბურგი აუგსბურგი დაწვრილებით
11.04 20:30 ჰამბურგი ჰამბურგი 0:2 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით
12.04 17:30 კიოლნი კიოლნი 3:2 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
12.04 19:30 შტუტგარტი შტუტგარტი 3:2 ბრემენის ვერდერი ვერდერი დაწვრილებით

გვარდიოლა: „ტიტულის დასაცავად კიდევ სამი მატჩის მოგებაა საჭირო“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მოგებული შეხვედრა შეაფასა.

„ძალიან ამაყი ვარ. „ლევერკუზენთან“ მატჩის შემდეგ სამ დღეში ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან გუნდს შევხვდით.

თამაშს ვაკონტროლებდით და მეოდანზეც ვდომინირებდით. ძალიან კარგად ვითამაშეთ, რასაც გუნდს ვულოცავ. ჩემპიონის ტიტულის დასაცავად კიდევ სამი შეხვედრის მოგებაა საჭირო.

ახლა უნდა დავისვენოთ, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადებით. იმედია, „პორტუსთან“ შეხვედრამდე არავინ გამოგვაკლდება“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

ბუნდესლიგა: 27-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 27-ე ტურის მიმოხილვას. 

 

 

ვოლფსბურგი – შტუტგარტი 

ლიდერისა და აუტსაიდერის შეხვედრა პრგონოზირებადი შედეგით დასრულდა. “ვოლფსბურგმა” გამარჯვება მეორე ტაიმში მოპივა, როდესაც გადამწყვეტი უპირატესობის დაფიქსირება შეძლო. მანამდე კი შეხვედრა საკმაოდ თანაბრად მიმდინარეობდა.

ანგარიში 41-ე წუთზე მასპინძლებმა, როდრიგესის პენალტით გახსნეს, თუმცა ზუსტად სამ წუთში წონასწორობა ჰარნიკმა აღადგინა. მეორე ნახევარში “ვოლფსბურგი” კვალვ როდრიგესმა დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი შურლემ, 76-ე წუთზე დააფიქსირა.

 

ლევერკუზენი – ჰამბურგი

მორიგი გამარჯვება იზეიმეს ლევერკუზენელებმა. “ფარმაცეფტებმა” საშინაო კედლებში “ჰამბურგი” მიიღეს და ოთხი უპასუხო გოლიც გაუტანეს.

მასპინძლებმა ანგარიში მატჩის დებიუტში, მე-7 წუთზე კასტროს გოლით გახსნეს. შესვენებამდე ერთ წუთით ადრე კი ბელარაბიმ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. “ჰამბურგის” კარში ორი გოლი შესვენების შემდეგაც გავიდა. 56-ე წუთზე სტუმარტა კარი კისლინგმა აიღო, საბოლოო ანგარიში კი კასტრომ დააფიქსირა და დუბლიც გაიფორმა.

დორტმუნდი – ბაიერნი

ტურის ცენტრალური დაპირისპირება მიუნხენელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში გადამწყვეტი როლი დორმტუნდის ყოფილმა შემტევმა, რობერტ ლევანდოსკიმ ითამაშა, რომელმაც ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვებით მიუნხენელებმა უახლოეს მდევართან 10 ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნეს, “დორტმუნდი” კი 33 ქულით მე-10 პოზიციაზე დარჩა.

 

 

ტურის ყველა მატჩი

04.04 17:30 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენის ბაიერი 4:0 ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
04.04 17:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი 3:1 შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
04.04 17:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი 1:4 გლადბახი გლადბახი დაწვრილებით
04.04 17:30 ვერდერი ბრემენის ვერდერი 0:0 მაინცი მაინცი დაწვრილებით
04.04 17:30 აინტრახტი აინტრახტი 2:2 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
04.04 17:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი 1:0 კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
04.04 20:30 დორტმუნდი დორტმუნდი 0:1 მიუნხენის ბაიერნი ბაიერნი დაწვრილებით
05.04 17:30 აუგსბურგი აუგსბურგი 0:0 შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით
05.04 19:30 ჰერტა ჰერტა 2:0 პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით